მნიშვნელოვანი სიახლეები
ოდრი ჰეპბერნი პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში

ოდრი ჰეპბერნი პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში

ლონდონში, პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში წარმოდგენილი იქნება ოდრი ჰეპბერნისფოტო ექსპოზიცია, სადაც ნაჩვენები იქნება აქამდე უნახავი და ძალიან პირადული, ოჯახში დაცული ფოტოები; ისინი სხვა მხრიდან დაგვანახებენ ცნობილი მსახიობის ცხოვრებას.

undefinedundefined

ელენ თრომფეთელერი ამ გამოფენის  თანაკურატორია: „ამ გამოფენაში ჩვენ ვეცდებით ვეძიოთ ბალანსი საქვეყნოდ ცნობილი, პოპულარული ფოტოებსა და აქამდე უცნობ, იშვიათ ფოტოებს შორის, რომელიც საჯაროდ არასდროს გამოტანილა. ძალიან ბევრი ადრეული ფოტო მსახიობის ბავშვობიდან, არნემში ცეკვის პერიოდიდან, ნაკლებ ცნობილია საზოგადოებისთვის. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა წარმოვაჩინოთ ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების უფრო პირადი მხარე.“

50-60 იან წლებში, ჰეპბერნის კარიერა გაიფურჩქნა ისეთი იკონური ფილმების წარმატებული როლების წყალობით, როგორიცაა „რომაული არდადაგები“ და „საუზმე ტიფანისთან“.

 undefined

მისი ვაჟი ლუკა დოტი ამბობს, რომ დედამისი არასდროს  იყო თავის თავში დარწმუნებული: „იგი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ყოველთვის მცდარად იქცეოდა, რომ იგი შემთხვევით გახდა ცნობილი და რომ ხალხი მალე გაიაზრებდა ამ შეცდომას, მერე ყველაფერი დამთავრდებოდა და იგი სახლში წავიდოდა. ძალიან გასხვავდებოდა ჰოლივუდის ყველა იმდროინდელი ვარსკვლავებისგან. არასდროს მიაჩნდა თავი ნამდვილ მსახიობად და არც უფიქრია, რომ იგი ნამდვილი მომღერალი, მოცეკვავე ან მსახიობი.“

ოდრი ჰეპბერნის პოტრეტების გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 18 ოქტომბრამდე ლონდონის პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში.