მნიშვნელოვანი სიახლეები
ოპოზიციის ახალი სახე

ოპოზიციის ახალი სახე

ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი მეცენატ პავლე ტრეტიაკოვს შეხვდა. მან 7000 რუბლად შეიძინა ცნობილი მხატვრის, კრიტიკოსების მიერ შერისხული ნამუშევარი. ტრეტიაკოვის გალერეის მნახველები "პერედვიჟნიკების"  XII გამოფენიდან,  მის ჩამოტანას სულმოუთქმელად ელოდნენ. მათ ნახატის მწვავე და საჭირბოროტო სიუჟეტი იზიდავდათ: პოლიტპატიმარი, ვადაზე ადრე განთავისუფლებული, ვერ ასწრებს ოჯახის წევრების გაფრთხილებას განთავისუფლების შესახებ და თავისი გამოჩენით მათ ანცვიფრებს. 1880-იანი წლების დასაწყისში ამნისტიით გაანთავისუფლეს 1870 წელს დაპატიმრებული "ნაროდნიკები".

ორი წელი ნახატი მშვიდათ ეკიდე ტრეტიაკოვის გალერეაში, მაგრამ 1887 წელს სკანდალი მოხდა. მაშინ, როცა ტრეტიაკოვი არ იმყოფებოდა მოსკოვში, გალერეაში რეპინი მივიდა საღებავებით და ტილოს მთავარი პერსონაჟის თავი გადახატა. იგი უფრო ახალგაზრდული გახდა, მაგრამ მასში თავდაჯერებული რევოლუციონერის სახე შეიცვალა დაბნეულობითა და უნებისყოფობით. ტრეტიაკოვმა ნახა რა ტილო, განრისხდა რეპინის თვითნებობის გამო და გალერეის ზედამხედველი მსახურების დათხოვნა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, ნახატი უხარისხოდ იყო გადაკეთებული. არავინ არ ელოდა მის გაბრაზებას: რეპინი ხომ გალერეის მეპატრონის ძველი მეგობარი და მრჩეველი იყო.

 ტრეტიაკოვის რეაქციის გამო რეპინიც გაოცდა, მაგრამ როცა ტრეტიაკოვისგან ნახატი მიიღო გადასაკეთებლად, უსიტყვოდ შეუდგა საქმეს. მიღებულმა შედეგმა ორივე დააკმაყოფილა. "ეს მესამე გადასახლებული - უფრო რუს ინტელიგენტს დაემსგავსა, ვიდრე რევოლუციონერს", - წერდა ხელოვნებადმცოდნეობის კლასიკოსი იგორ გრაბარი. "ნახატი ამღერდა" - დაასკვნა ბოლოს კმაყოფილმა რეპინმა.

 undefinedundefined

 1. ყოფილი პატიმარი. ისტორიკოსი იგორ ეროხოვი ასკვნის, რომ ნაროდნიკებიდან 1880-იანი წლების დასაწყისში შესაძლებელი იყო მხოლოდ თანამგრძნობების განთავისუფლება და არა რევოლუციონერებისა. ეს თანამგრძნობები ესწრებოდნენ კრებებს, მაგრამ აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ: იმ პერიოდის სერიოზული შეთქმულები 1896 წელზე ადრე არ გაუნთავისუფლებიათ. გმირი შეიძლება  გაესამართლებინათ  318 მუხლის  მიხედვით, რომელიც აკრძალული წრის წევრობისათვის სასჯელს ითვალისწინებდა (ეს გულისხმობდა პატიმრობას სიმაგრეში, გადასახლებას ანდა კატორღას).  რეპინმა  მოდელად მეგობარი, მწერალი ვსევოლოდ გარშინი გამოიყენა. დეპრესიისგან შეწუხებულმა გარშინმა ნახატის დასრულებიდან მცირე ხანში - 1888 წელს თავი მოიკლა.

2.   არმიაკი. გმირის გლეხური ტანსაცმელი, ეროხოვის აზრით იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი სასჯელს სახლიდან  შორს, გამომასწორებელ საპატიმრო ასეულში იხდიდა: ეტაპით გაგზავნილებს, დაკავებისას არსებულ სამოსსს უკან არ ატანდნენ. განთავისუფლების შემდეგ კი ძონძებს აძლევდნენ, რომელიც ციხეების სამეურვეო საზოგადოებების შემოწირულებებით იყო შეძენილი.

 undefined

 3. დედაბერი. გმირის დედა, რომელიც რეპინმა თავისი სიდედრის, ევგენია შევცოვას მიხედვით დახატა. "შემოსული, - წერს ხელოვნებათმცოდნე ტატიანა იუდენკოვა, - ხედავს იმას, რასაც ვერ ხედავს მაყურებელი: დედის თვალებს".

undefinedundefined

4. ქალი. გმირის მეუღლე. რეპინმა მოდელად მეუღლე ვერა და კრიტიკოსის ძმიშვილი ვარვარა სტასოვა გამოიყენა. დედაც და მეუღლეც შავებშია - ტრაური იმის ნიშანია, რომ ოჯახში ახლახანს, წელიც არაა ჯერ გასული, ვიღაც გარდაიცვალა.

undefined

5. მოახლე. იგი ღარიბულად ჩაცმულ ადამიანს უხალისოდ უშვებს ოთახში. მან შემოსულში ოჯახის უფროსი ვერ იცნო: ეტყობა იგი მისი დაპატიმრების შემდეგ მიიღეს სამუშაოდ.

undefinedundefined

 6. ბიჭი, გმირის ვაჟი. იგი გიმნაზიელის მუნდირშია გამოწყობილი. მან იცნო შემოსული მამა და გახარებულია. რეპინმა მოდელად სერიოჟა კოსტიჩევი გამოიყენა. იგი აგარაკზე მისი მეზობლის ვაჟი იყო, მომავალი აკადემიკოსი, რომელიც მცენარეთა სუნთქვას შეისწავლიდა.

undefined

7. გოგონა. გმირის ქალიშვილი. იგი ძმისგან განსხვავებით შეშინებულია. ის ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამა დააპატიმრეს და მისი სახე აღარ ახსოვს. რეპინს მისი უფროსი ქალიშვილი ვერა პოზირებდა.

undefined

8. ავეჯი. " საგარაკო სახლებისათვის დამახასიათებელია", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ლაზარ  როზენტალი. ინტერიერი მხატვარმა მარტიშკინოში არსებული სახლის მიხედვით დახატა. ამ სახლს რეპინები სააგარაკოდ ქირაობდნენ. ასე ბევრი პეტერბურგული ოჯახი იქცეოდა და ზაფხულობით ქალაქგარეთ, ფინეთის ყურის სანაპიროზე ისვენებდა.

undefined

9. ფოტოგრაფია. მასზე 1881 წელს ნაროდოვოლეც გრინევიცკის მიერ   მოკლული ალექსანდრე II -ეა გამოსახული კუბოში. მეფისმკვლელობა ნაროდოვოლცების მოძრაობის ზღვარი იყო: მოლოდინის მიუხედავად, მეფის მკვლელობამ რუსეთის იმპერიაში პროგრესული ცვლილებები არ გამოიწვია. 1880-იანი წლები ბევრისათვის ჩაფიქრების დრო იყო. სწორედ მაშინ მათ  იმედი გადაეწურათ, რომ ტერორი, როგორც გარდაქმნების მეთოდი, საზოგადოებას გარდაქმნიდა.

undefined

 10.ნიკოლოზ ნეკრასოვისა და ტარას შევჩენკოს პორტრეტები. მწერლები და პუბლიცისტები, რომელთაც "ნაროდნიკები" თავიანთ იდეურ ლიდერებად თვლიდნენ, - ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები გადასახლებულის იდეებს იზიარებდნენ.

undefined

11. კარლ შტეინბენი "გოლგოთაზე" - ძალიან პოპულარული რეპროდუქცია და  იმავე დროს მინიშნება ტანჯვაზე, რომელიც გადაიტანა გმირმა და მისი, რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდგომი თავისებური აღდგომა მისი ოჯახისათვის.