მნიშვნელოვანი სიახლეები
ორი ათას თხუთმეტი სააუქციონე: არ გადაყაროთ ძველი სათამაშოები!

ორი ათას თხუთმეტი სააუქციონე: არ გადაყაროთ ძველი სათამაშოები!

ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი, ძვირფასეულობა – ისინი არასდროს არ გაიაფდებიან. წლიდან წლამდე სააუქციონე სახლები ახალ ახალ „ისტორიაში ყველაზე ძვირ“  რეკორდებს ამყარებენ.

 გასული წელიც საკმაოდ ძვირიანი კაპიტალის დაბანდებით აღინიშნა.

პაბლო პიკასოს ტილო „ალჟირელი ქალები“ ღია აუქციონებში ყველაზე ძვირიანი გახდა, იგი 179 მილიონ დოლარად გაიყიდა.

undefinedundefined

მაგრამ აბსოლუტურ რეკორდამდე ესპანელს კიდევ ბევრი აშორებს: ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერის ნიმუში პოლ გოგენის ტილო „როცა შენ გათხოვდები“ გახდა. შვეიცარიელმა კოლექციონერმა Quatar Museums იგი აუქციონის გარეშე 300 მილიონად მიჰყიდა.

undefinedundefined

ქანდაკება ცდილობს არ ჩამორჩეს: ალბერტო ჯაკომეტის „ადამიანი, რომელიც აჩვენებს“ ისტორიაში თავის კატეგორიაში ყველაზე ძვირი გახდა. ნიუ–იორკის მაისის აუქციონზე მასში 300 მილიონი დოლარი გადაიხადეს – ზუსტად იმ აუქციონზე, რომელზეც პიკასო გაიყიდა.

undefinedundefined

ძველებური ავტომობილები უფრო იაფი დაგიჯდებათ. 1956 წლის Ferrari 290MM–იმ Sotheby’–ს  რეკორდი მოხსნა. იგი სულ რაღაც 28 მილიონად გაიყიდა.

 მაინც ძვირია? იგივე „წითელი თავლიდან“ 1961 წლის 250 GT Spyder California GWB: მის ახალ მფლობელს 16,3 მილიონის გადახდა მოუწია.

undefinedundefined

 „გოგონების საუკეთესო მეგობრები“ არასოდეს არ დატოვებენ აუქციონის ტოპ სიებს: ამ წელს ყველაზე ძვირად 12 კარატიანი ცისფერი ბრილიანტი  გაიყიდა. ჰონკოკელმა კოლექციონერმა ნოემბრის აუქციონზე 48 მილიონ ევროზე მეტი ფასით გამოიტანა.

undefinedundefined

ერთი კარატი არის 0,2 გრამი. გჭირდებათ კოლექციაში რამე უფრო წონადი? აი თქვენ 110 კილოგრამიანი ქვა. უბრალო არ გეგონოთ, იგი მეტეორიტია. ფარნგული აუქციონის სახლი დრუომ „კოსმოსური მოგზაურების“ მთელი კოლექცია ბითუმად  გაყიდა – 650 ათას ევროდ.

undefinedundefined

 კიდევ ერთი საინტერესო ლოტი კოსმოსიდან:  დევიდ სკოტის მთვარის საათი. „აპოლონ–15“–ის მეთაურს იგი ხელზე ეკეთა მთვარეზე მოგზაურობის დროს. 1971 წელს ეს ადამიანების მთვარეზე მეოთხე გადასხდომა იყო. საათი 1,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

undefinedundefined

 ვისაც ასტრონავტებში არ იღებენ, ისინი „ვარსკვლავური ომების“ ფანატებში ეწერებიან. თავისი მოცულობით კოლოსალურ ფრანშიზას  „ანტიკვარიატი“ გააჩნია. ლუკ სკაიუოქერის ეს ფიგურა 1978 წელსაა გამოშვებული და მას შემდეგ არ გაუხსნიათ. იგი Ebay–ზე 25 ათას დოლარადაა შეფასებული. ნუ გადაყრით ძველ სათამაშოებს!