მნიშვნელოვანი სიახლეები
ორი დედოფალი, რომელიც აკადემიკოსების აზრით შექსპირის შთაგონების წყარო იყო ლედი მაკბეტისთვის

ორი დედოფალი, რომელიც აკადემიკოსების აზრით შექსპირის შთაგონების წყარო იყო ლედი მაკბეტისთვის

აკადემიკოსების აზრით შექსპირის შთაგონების წყარო ლედი მაკბეტის შექმნისას ორი შეუბრალებელი რომაელი დედოფალი შეიძლება ყოფილიყო.

ნორფოლკის ისტ ანგლიის უნივერსიტეტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დიდმა პოეტმა ორ ისტორიულ პიროვნებისადმი გააკეთა მინიშნება თავის ტრაგედიაში. ესენია დედოფალი ტანაკილი და ტულია.

undefinedundefinedundefined

შექსპირი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესა „მაკბეტში“ მოგვითხრობს შოტლანდიელი გენერლის ამბავს, რომელსაც ამბიციური ცოლი ჩაადენინებს მკვლელობას რათა გაამეფოს.

მასზე ახლახან გადაიღეს ფილმი სადაც მიჩელ ფასბენდერი და მარიო კოტილარდი თამაშობს.

უნივერსიტეტის ლექტორმა დოქტორმა ჯონ-მარკ ფილომ ივარაუდა, რომ ლედი მაკბეტის პერსონაჟის საფუძველად, პიესის ავტორმა იდეა რომის ისტორიიდან აიღო.

შექსპირმა შესაძლოა ტანაკილსა და ტულიაზე შეიტყო, როცა უილიამ პეინტერის ნაწერებს კითხულობდა.

ტანაკილი იყო რომის მეხუთე მეფის ცოლი და ტულია კი ტირანის ტახტზე ასვლის მიზეზი გახდა.

ფილოს მიხედვით პეინტერი „დაინტერესებული იყო იმ ქალებით, რომლებიც იმ თვისებებით არ გამოირჩეოდნენ რაც იმ დროისთვის ქალის დამახასიათებლად მიიჩნეოდა.“

„ის შეპყრობილი იყო არა ორდინალური ქალებით,“ დაამატა ფილომ. „ეს შემთხვევითობა არაა, რომ ელიზაბეტ I-ის მეფობის პირველ პირიოდში მისი ინტერესი ამ ორი რომაელი დედოფლის მიმართ გაძლიერდა. ვფიქრობ შექსპირი აქედან ღებულობს თავის ლედი მაკბეტს.“

ფილოს სწამს შექსპირმა პეინტერის თარგმანებიდან აიღო „მნიშვნელოვანი მომენტები“.

ლექტორის თქმით ეს ქალები ნახევრად რეალურები და ნახევრად ლეგენდარულები არიან.

„ლივიუსის მიხედვით რომის ისტორია იწყება ორი ძლიერი ქალი–პიროვნებით, რომლებიც თავიანთ მეუღლეებს აგულიანებენ ტახტის ხელში ჩაგდებისთვის.“

ლივიუსი აღწერს, თუ როგორ უთხრა ერთხელ ტანაკილმა თავის მეუღლეს ემოქმედა „თუ მართლა კაცი იყო“. ტულია კი თავის პარტნიორს აკრიტიკებდა „ქალური გულის“ გამო.

შექსპირის პიესაში ლედი მაკბეტიც ასევე აგულიანებს თავის ქმარს და აიძულებს ჩაიდინოს დანაშაული ძალაუფლებისთვის.

შექსპირის პიესის გმირი ისეთივე ამბიციური ქალია, როგორებიც იყვნენ რომაელი დედოფლები.