მნიშვნელოვანი სიახლეები
პარიზში ზამთრის მოდების ჩვენება გაიმართა (+ვიდეო)

პარიზში ზამთრის მოდების ჩვენება გაიმართა (+ვიდეო)

საფრანგეთის ექს-პირველი ლედი კარლა ბრუნი სარკოზი, ყოფილი მოდელი ფრიდა კჰელფა, მსახიობი ქეთრინ დენევი... ეს ჯერ კიდევ სტუმრების სრული ჩამონათვალი არაა. პარიზში „მაღალი მოდის კვირეულის“ ფარგლებში ჟან-პოლ გოტიეს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. მხრების გამოკვეთილი ხაზი აქტუალურია კაბებში, ჟაკეტებსა და პალტოებში. დიზაინერის შთაგონების წყარო ამჟამად ტიბეტური მოტივებია. ასევე ბევრი ექსპერიმენტია ფერთან და სილუეტთან დაკავშირებით.

 სამოდელო სახლ Valentino-ს კრეატიულმა დირექტორმა პიერ პაოლო პიჩოლიმ თავის შემოქმედებაში რელიგიურ ტანსაცმელს და ესპანელი მხატვრის ფრანსისკო დე სურბარანის პორტრეტებს მიმართა. მკაცრი კაბები, ლაკონური კოსტუმები... თავად პიჩოლი თავის კოლექციას „წმინდაზე ფიქრს“ უწოდებს. თუმცა შოუს ბოლოს პიჩოლიმ მაინც ანახა ულტრა ქალური მოდელები.

 კარლ ლაგერფელდმა პარიზში იტალიური სამოდელო სახლის Fendi-სათვის განკუთვნილი მოდელები წარმოადგინა. ჩვენების პირველივე წამებიდან პოდიუმი ყვავილებით მოიფინა... მდიდრულად და მოხდენილად... კუტურიეს ხაზში მოდელიერმა მყვირალა ფერების ბეწვეულის დემონსტრირება მოახდინა. დაე ზამთარი მოწყენილი ნუ იქნება.