მნიშვნელოვანი სიახლეები
პატიოსანი კურტიზანი

პატიოსანი კურტიზანი

საზოგადოების გრძნობის შეურაცხყოფა ძალიან ადვილია... დღეს ამის მიღწევა შეიძლება თუკი სცენაზე ქრისტეს პლაკატით გამოხვალ და ფუტკრების ცეკვას შეასრულებ. XIX საუკუნეში კი, როცა შიშველი ნატურით ვერავის გააკვირვებდი, ედუარდ მანემ შიშველი მეძავი დახატა - სკანდალი ზეცას მისწვდა. თავად სენსაციის ავტორიც კი არ ელოდა ასეთ შედეგს.

ეს სკანდალი 1865 წელს პარიზის სალონში აგორდა. სალონის თითქმის ორასწლიანი ისტორიის მანძილზე ეს ყველაზე დიდი სკანდალი იყო. ერთ-ერთი ნახატის წინ შეიარაღებული დაცვის დაყენება მოუწიათ, რათა ნაწარმოები აღშფოთებული ბრბოსგან დაეცვათ. გაცოფებული მნახველები აფურთხებდნენ ტილოს, ცდილობდნენ ქოლგით ანდა ხელჯოხით მიწვდომოდნენ. კრიტიკოსები ნახატს ცინიზმისა და გარყვნილებისთვის აძაგებდნენ და მოითხოვდნენ ამ საზიზღარი სანახაობისგან ფეხმძიმე ქალების და ახალგაზრდა გოგონების დაცვას. ერთი შეხედვით ვერ გაიგებდი თუ რითი განსხვავდებოდა შიშველი ქალი მანეს ნახატიდან იმ „ვენერების“, „სუსანების“, „მობანავე ქალების“ და სხვა ნიუსგან, რომლებიც XIX საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველა გამოფენაში მონაწილეობდნენ? მანეს ოლიმპია არ იყო არც მითის, ანდა ძველი ისტორიის პერსონაჟი, არც ალეგორია და არც ქალური სილამაზის ზოგადი განსახიერება.ყელზე ბარხატის ბაფთისა და ქოშების მიხედვით, მხატვარმა მისივე დროის ქალი დახატა, თანაც ყველაფერი, მათ შორის ნახატის სახელწოდებაც, ცალსახად მიუთითებდა ქალის პროფესიას. ოლიმპია ერქვა კურტიზან ქალს, ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანისა და დრამის, „ქალი კამელიებით“, მთავარ გმირს. ამას გარდა ეს ეფექტური ანტიკური სახელი ბევრი ძვირიანი პარიზელი მეძავის „პროფესიული ფსევდონიმიც“ იყო. გამზადებულ საწოლზე წამოწოლილი ქალი მანეს ნახატიდან მაყურებელს ღიად და ცოტათი ცინიკურად უცქერის - როგორც ახლახანს შემოსულ კლიენტს და ეს აბრაზებდა რესპექტაბელურ (ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც) დედაქალაქის ბურჟუას. გამოფენაზე ნახატი შორეულ დარბაზში გადაიტანეს და თითქმის ჭერთან დაჰკიდეს, რათა არავინ მიწვდომოდა. ამ შედევრს აღიარება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მხატვრის სიკვდილის მერე ეწვია.

 

1 ქალის პოზა და ნახატის კომპოზიცია - პირდაპირი მსგავსებაა ტიციან ვეჩელიოს „ურბინოს მადონასთან“. „ოლიმპია“ მისი თავისებური თანამედროვე ვერსიაა, რომელიც მრავალ დეტალში მის პაროდირებას ახდენს.

undefined

2 მოდელი. პარიზული ბოჰემის წარმომადგენელი, მენატურე ვიქტორინა მერანი, მინიატურულობისათვის ზედმეტსახელად კრევეტს ეძახდნენ, მანეს მხოლოდ ოლიმპიასათვის კი არ გაუწია მოდელობა, არამედ ბევრი სხვა ტილოსთვისაც. შემდგომში იგი თვითონაც შეეცადა მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ხელოვნებათმცოდნე ფილის ფლოიდის აზრით ოლიმპიას ერთ-ერთი პროტოტიპი იმ წლების ჭორების მთავრი გმირი, კურტიზანი მარგარიტა ბელანჟე, იმპერატორ ნაპოლეონ III-ის საყვარელი იყო.

undefined

3 მიული. ასეთი ქოშები იმ დროის სახლის ფეხსაცმლის გავრცელებული ნაირსახეობა იყო. გახდილი ქოში - ეროტიული სიმბოლოა, დაკარგული უბიწოების სიმბოლო.

undefined undefined

4 სამაჯური და საყურეები. ისინი ტიციანის ტილოს ვენერას სამკაულებს იმეორებს, რაც ამ ორ ნახატს შორის მსგავსებას ხაზს უსვავს.

undefined

5 ყვავილი. ოლიმპიას თმებს აფროდიზიაკი - ორქიდეა ამშვენებს.

6 მარგალიტი. ვენერას, სიყვარულის ქალღმერთის ატრიბუტი.

undefined

7 კატა. ქალის სექსუალური თავაშვებულობის სიმბოლო. მანეს ნახატზე ის იმ ადგილასაა,სადაც ტიციანის ნახატზე ძაღლი - ოჯახური ერთგულების სიმბოლო („ურბინის ვენერა“ ქორწინების სიხარულს ეძღვნება. იგი ტავიდან საპატარძლოს მძითვის სკივრის გასაფორმებლად დაიხატა).

undefined

8 თაიგული. კუტრიზანებისთვის მათი კლიენტების ტრადიციული ძღვენი.

undefined

9. მსახური ქალი – იმ დროს, როგორც ეს ტიციანის ტილოზე, ვენერას მესაიდუმლოეები მის მზითევს აწყობდნენ სკივრიდან, მანესთან მოახლეს მიაქვს თავისი ქალბატონისთვის თავისებური „ძღვენი“ კლიენტისგან. მე–20 საუკუნის პარიზის ზოგიერთ კურტიზან ქალს მსახურად შავკანიანი ჰყავდა, რომლის გარეგნობაც ეგზოტიკურ აღმოსავლურ სიამოვნებებთან იყო ასოცირებული.