მნიშვნელოვანი სიახლეები
პოლ მაკარტნი  ცდილობს Beatles სიმღერებზე უფლებები დაიბრუნოს

პოლ მაკარტნი ცდილობს Beatles სიმღერებზე უფლებები დაიბრუნოს

მუსიკოსი და კომპოზიტორი პოლ მაკარტნი ცდილობს აშშ–ში ჯგუფ Beatles სიმღერების გამოცემებზე თავისი უფლებების წილი დაიბრუნოს.

ლივერპულელი ოთხეულის სიმღერების გამოცემაზე 1967 წელს ბრიტანულმა კომპანია ATV–მ შეიძინა.

უფლებების შესყიდვის შესაძლებლობა 1984 წელს გაჩნდა, მაგრამ მაშინ მაკარტნიმ უარი განაცხადა მაღალი ფასის გამო.

საბოლოოდ იგი მომღერალმა მაიკლ ჯეკსონმა თითქმის 50 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს შენაძენი თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მომგებიან ინვესტიციად ითვლება.

ამის მიუხედავად, ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, მუსიკოსს შეუძლია საავტორო უფლებები განაახლოს სიმღერის  პირველი პუბლიკაციიდან 56 წლის შემდეგ.

ამგვარად პოლ მაკარტნის უფლება აქვს 2018 წელიდან მის მიერ დაწერილ Beatles  ზოგიერთ  სიმღერაზე უფლება განაცხადოს.

ჟურნალ Billboard–ის მიხედვით სერ პოლმა უკვე გააგზავნა განაცხადი იმის შესახებ, რომ სურს The Beatles–ს 32 სიმღერაზე საავტორო უფლების მიღება.