მნიშვნელოვანი სიახლეები
პრადოს ფეთქებადი ხელოვნება (+ვიდეო)

პრადოს ფეთქებადი ხელოვნება (+ვიდეო)

მადრიდის პრადოს მუზეუმში საზოგადოებისათვის სანახავად ფეთქებადი ხელოვნების გამოფენას, სახელად „ფერწერის სული“-ს ამზადებენ. ტილოებზე მუშაობა მუზეუმის შენობაში მიმდინარეობს.

ჩინელი მხატვარი ცაი გოციანი ტილოზე გამოსახულებებს არა საღებავითა და ფუნჯებით, არამედ დენთის აფეთქებით ქმნის. მხატვრის თქმით, გარეგან ეფექტში ღრმა აზრი იმალება.

ცაი გოციანი: „ჩემი ხელოვნება ტრადიციულ ჩინურ კულტურას ეფუძნება, უფრო სწორად კი დენთს. ჩინურში სიტყვა დენთი სიტყვა-სიტყვით „ცეცხლის გამომწვევ წამალს ნიშნავს“. წამალი ეს ისაა, რაც კურნავს და ჯანმრთელობას ინარჩუნებს. მეორე მხრივ დენთი ომისა და ძალადობისათვის გამოიყენება. ჩემს ნამუშევრებში დენთის გამოყენებით ადამიანებს მასზე სხვა კუთხიდან შეხედვის საშუალებას ვაძლევ“.

ცაი გოციანი ჩინეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, ციუანჩჟოუში 1957 წელს დაიბადა, მაგრამ 1995 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც მსოფლიო აღიარებას მიაღწია.

2008 წელს იგი პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ვიზუალურ ეფექტებზე აგებდა პასუხს.

 გამოფენა „ფერწერის სული“ პრადოს მუზეუმში 25 ოქტომბერს გაიხსნება და 4 მარტამდე გასტანს.