მნიშვნელოვანი სიახლეები
ქალაქის სახე

ქალაქის სახე

ხშირად დეტალები - საფოსტო ყუთები ანდა კარის სახელურები - უფრო მეტს გვიამბობენ ქალაქის შესახებ, ვიდრე მისი ტრადიციული ღირშესანიშნაობები. პრაღაში სახლის დეკორატიულ ელემენტებს ნომრების მაგივრად იყენებდნენ.

პრაღაში სახლების ნუმერაცია XVIII საუკუნიდან დაიწყო. მანამდე ამ ფუნქციას ფასადის სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები ასრულებდნენ: ბარელიეფები, სკულპტურული ჯგუფები, მოზაიკა და მოხატვა. გამოსახულების მოტივებს სახლის მფლობელთა გემოვნება ასახავდა. პრაღაში შენობის დეკორის საყვარელი ფორმა მასკარონი იყო (იტალიურიდან mascherone - "დიდი ნიღაბი"). სახლების მასკარონებით მორთვის ტრადიციამ ჩვენამდეც მოაღწია.

undefined

 1 გრინმენი (ინგლისურიდან greenman - "მწვანე კაცი", ტყის სული"). მსგავსი არსებები ამშვენებდნენ სახლებს და  ეკლესიებსაც კი, ჯერ კიდევXIII საუკუნეში.

undefined

2 პუტი (იტალიურიდან putto "ჩვილი") აღორძინების ხანის გავრცელებული მოტივია.

undefinedundefined

3 სპილო (მასზე მიგვითითებს ხორთუმი და ყურები ნიღაბზე) - მერკურის ატრიბუტი, გამარჯვების და დიდების სიმბოლო.

undefined

4 ორი გველი მასკარონის ძირში მამაკაცური და ქალური საწყისის შეერთებას აღნიშნავს.

undefinedundefined

5 ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი - ჰერაკლეს თორმეტი გმირობის მითზე მიგვითითებს.

undefined

6 მინერვა - რომაულ მითოლოგიაში მეომარი ქალი, სიბრძნის ქალღმერთი, ხელოსნობისა და ხელოვნების მფარველი. შენობის ფასადი ქალების ფიგურებით არის მორთული, რომელთაც ხელში ფარგალი, ჩაქუჩი და სხვა ინსტუმენტები უჭირავთ.

undefined

7 ადამიანი ჩაფხუტში და ავიატორის სათვალეებით - ავიაციის სიმბოლო. ეს თორმეტიდან ერთ-ერთი ბარელიეფ-ალეგორიაა საზოგადოებრივი სახლის კედლიდან, რომელიც მოქანდაკე კარელ ნოვაკმა შეასრულა, ყველა ისინი XX საუკუნის ტექნიკური პროგრესის სიმბოლოები არიან.

undefinedundefined

8 ფუტკრები თავზე - შრომისმოყვარეობის სიმბოლო. მათ საბანკო შენობების გასაფორმებლად იყენებდნენ.

undefined

9 ლომს გარშემო სახლის მფლობელის საგვარეულო ღერბებიანი ფარები არტყია.