მნიშვნელოვანი სიახლეები
ქალბ ლოზე - სირიის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული უძველესი ეკლესია

ქალბ ლოზე - სირიის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული უძველესი ეკლესია

ქალბ ლოზე ანუ „ნუშის გული“, სირიაში ანტიოქიასა და ალეპოს შორის დრუზეს სოფელში მდებარეობს. ის თურქეთის საზღვართან ახლოს არის, იმ მიდამოში, რომელიც ცნობილია, როგორც „მკვდარი ქალაქები“. სოფელი სახელგანთქმულია თავისი V საუკუნის ბიზანტიური ეპოქის ქვის ტაძრის ნანგრევებით.

undefinedundefined undefined

მიიჩნევა, რომ ეკლესია წმ. სიმეონის სიცოცხლეში აიგო და თარიღდება ახ.წ.ა. 460-იანი წლებისთვის. სამწუხაროდ წერილობითი წყაროები მისი აგების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო ტაძრის ქვისმთლელი, ის ნამდვილად ოსტატი იყო თავის საქმეში. ეკლესიის ზომები და ნაკეთობის მაღალი დონე მიანიშნებს, რომ ის სავარაუდოდ ანტიოქიელი ქრისტიანეების მიერ ბიზანტიის იმპერიის დავალებით უნდა აშენებულიყო.

ტიპოლიგიურად ეკლესია სირიული ვეიტარკედენბასილიკას სტილისაა, რომელიც მცირედით განსხვავდება სტანდარტული ბაზილიკისგან.

undefined undefined

მთელი ნაგებობა დაფუძვლენულია რომაული შენების ტექნიკას, ბეტონის გამოყენებითა და ჭერის წონის შემცირების მეშვეობით, რომლის მსგავსი რომის პანთეონში გვხდება.

ეკლესიაზე ასევე შეიმჩნევა წინარე ისლამური სირიული ეკლესიების გავლენა, როგორიცაა ელ ანდერინი, თურმანინ და რუვეჰა. შესაძლოა ისინი ერთი და იგივე გილდიის ან ოსტატების მიერ აშენებულიყო.

ქალბ ლოზე უნესკოს მსოფლიოს ძეგლთა სიაში შევიდა 2011 წელს და ითვლება ამ რეგიონში ყველაზე კარგად შემორჩენილ ეკლესიად. ისტორიკოსები იმედოვნებენ, რომ სამხედრო მოქმედებების მიუხედავად ეკლესია ასევე შემონახული დარჩება.