მნიშვნელოვანი სიახლეები
ქრისტეს დაშიფრული სახე

ქრისტეს დაშიფრული სახე

1. ირისი — წარმოადგენს ქრისტეს  გამოცხადებას, მას მოაქვს მშვიდობა დედამიწაზე. რამდენადაც ეს სიმბოლო ღმერთის მოვლინებას უკავშირდება, ირისი აღიქმება როგორც წმინდა მარიამის ყვავილად და ზოგჯერ გამოისახება  შროშანის ნაცვლად ხარების სცენაში. 
2. ვარდი — ქრისტეს ვნებისა და სისხლის სიმბოლო. გხვდება იმ სურათებშ, სადაც ქრისტეს  გვირგვინი წარმოდგენილია ვარდის გვირგვინით. ხშირად ეს ყვავილი უკავშირდება ღვთისმშობელს, თუმცა მას ხელთ უეკლო ვარდი უკავია. 
3. ჟასმინი — სიყვარულისა და ყოვლისმიტევების სიმბოლოა. თეთრი ფერი მიუთითებს ქრისტეს უმანკოებასა და სისუფთავეზე. 
4. ზიზილა — წარმოადგენს ქრისტეს ბავშვობის სიმბოლოს: მადონა, რომელსაც სურდა ზამთარში ყვავილი ეჩუქებინა პატარა ქრისტესთვის, მაგრამ ვერაფერი მოიძია. ამიტომ თავად გააკეთა თეთრი ფერის აბრეშუმის – გამოვიდა ზიზილა.    
5. ასკილი — ქრისტეს ეკლის გვირგვინის ერთ–ერთი სიმბოლოთაგანია.მისი წითელი ნაყოფი ასოცირდება ქრისტეს სისხლის წვეთებთაბ, რომელიც მოსდიოდა მას შუბლიდან გოლგოთასკენ მიმავალ გზაზე. 
6. ფორთოხალი — ღმერთის მარადიული უცოდველობის სიმბოლო. ასოციაცია წარმოიშვა იქიდან, რომ ამ ხეს არ სცვივა ფოთლები. ფორთოხალი ასევე წარმოადგენს ქვეყნიერების სიმბოლოსაც და იგი შეიძლება ხელში სჭეროდა ქრისტეს. ამასთან, ფორთოხლის თეთრი ფერის ყვავილები ასოცირდება უბიწობასთან და ამიტომ ტრადიციულად ამკობენ ღვთისმშობლის ან პატარძლის გვირგვინს.ფორთოხლის ნაყოფი აღიქმება როგორც სამოთხეში ცხოვრების სიმბოლოდ. 
7. ლეღვი — ჯვარცმის ტანჯვისა და აღდგომის სიმბოლო, მეორენაირად ადამიანებისადმი ღვთიური გულმოწყალების გამომხატველი. ლუკას სახარებაში მოყვანილია იგავი: მავანსვენახში ლეღვის ხე ედგა. მაგრამ იგი არაფერს ისხამდა და პატრონს სურდა მოეჭრა იგი. თუმცა მევენახემ შესთავაზა კიდევ ერთი წელი მოეცადათ: თუ ამ ხნის მანძილზე ლეღვის ხე არ მოისხამდა ნაყოფს, მაშინ მოეჭრათ. ასე გადადო ღმერთმა მეორედ განკითხვის დღეც, რადგან იმედოვნებს რომ ადამიანები გამოსწორდებიან. 
8. ქლიავი — ითვლებოდა ერთგულების სიმბოლოდ, მაგრამ დამატებით მნიშვნელობა მიიღო ფერთან მიმართებაში. მუქი იისფერი ქლიავი მიუთითებს ქრისტეს ტანჯვასა და გარდაცვალებას, ხოლო ყვითელი – ქრისტეს სისუფთვეს; წითელი წარმოადგენს მის გულმოწყალებას. თეთრი მიუთითებს მის თავმდაბლობაზე. 
9. მსხალითავისი სირბილისა და სიტკბოს გამო იგი აღნიშნავს ღმერთის სიყვარულსა და  სირბილეს.

ტილო „ბარბითზე დამკვრელი“ მიქელანჯელო კავარაჯომ დაწერა დაახლოებით  1595 წელს მისი მფარველი კარდინალის, ფრანჩესკო დელ მონტეს, შეკვეთით. მოგვიანებით იგი შეიძინა დელ მონტეს მეგობარმა – ანტიკვარმა და ხელოვნების მოყვარულმა ვინჩენჩო ჯუსტინიანიმ. მე-19 საუკუნეში ჯუსტინიანების გვარი იმდენად გაღატაკდა, რომ საუკუნეების მანძილზე დაგროვებული კოლექციის გაყიდვა დაიწყო 1808 წლიდან. გაყიდვების დაწყებამდე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა პირადად სთხოვა ლუვრის დირექტორს დომინიკ ვივან დენონს „ბარბითზე დამკვრელი“ ერმიტაჟისათვის შეეძინა.

დიდი ხნის მანძილზე სურათი გამოიფინებოდა მუზეუმში სახელწოდებით „ბარბითზე დამკვრელი ქალი“. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნებათმცოდნეები შეთანხმდნენ, რომ ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა ჭაბუკი (შესაძლოა, კარავაჯოს პოზირებდა მისი ნაცნობი მხატვარი მარიო მინიტი):  მუსიკოსის წინ ნოტებზე ჩაწერილია იაკობ არკადელტის მადრიგალის პარტიები ბანისთვის – „თქვენ იცით რომ მიყვარხართ“ (Voi sapete ch'io vi amo). ნაკლებ სავარაუდოა ეს ქალს აერჩია – იგი უბრალოდ რთული სამღერია. გარდა ამისა, ბარბითი, ისევე როგორც ვიოლინო, კარავაჯოს პერიოდში მამაკაცის ინსტრუმენტად ითვლებოდა.

მკვლევარებს არ შეუძლიათ „ბარბითზე დამკვრელის“ ჟანრის კლასიფიცირება. ეს ერთდროულად „სურათი – ჰარმონიაა“, რომელიც შთაგონებულია სიმებზე დაკვრის დახვეწილი ხელოვნებით და სევდა მალეგანვლადი ცხოვრების გამო (ბარბითის ხმა მალევე ქრება) და „ქრისტეს აპოლოგია“: თაიგულ–ამოცანაში შეგროვებულია ყვავილები, რომელთა სიმბოლური მნიშვნელობებით გამოიცემა ქრისტეს მიწიერი ცხოვრება, ანუ ეს უბრალოდ თაიგული კიარა, კრიპტოგრამაა. ყვავილები, ნაყოფი, ჭურჭელი – ღმერთის სიმბოლოებია: ის ერთდროულად არის ყვავილი, მსოფლიოს ნაყოფი და ჭეშმარიტების ჭურჭელი.  სიმბოლოების მხრივ, ეს ტილოს ყველაზე საინტერესო ნაწილია. კარავაჯოს დროს ფართოდ იყო გავრცელებული შიფრებისა და კოდების გამოყენება. გამოიცემოდა სპეციალური წიგნები ფართოდ გავრცელებული სიმბოლოების განმარტებებით. ცნობილია, რომ კარავაჯო მათ იყენებდა. თითოეულ საგანს რამდენიმე მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა, რაც უფრო მეტად აფართოებდა კომპოზიციის აზრობრივ სივრცეს.