მნიშვნელოვანი სიახლეები
ქრისტოფერ მარლო შექსპირის თანაავტორად ითვლება

ქრისტოფერ მარლო შექსპირის თანაავტორად ითვლება

ელიზაბეტის ინგლისის ეპოქის დრამატურგი ქრისტოფერ მარლო ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესამ შექსპირის სამი პიესის თანაავტორად ცნო.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ეჭვობდნენ, რომ მარლო დაკავშირებული იყო შექსპირის ზოგ ნამუშევრებთან. ორი დრამატურგის სახელი უკვე ჰენრი VI-ის პიესების ოქსფორდის ახალ გამოცემებში ერთად ეწერება. მკვლევარებმა უკვე „საკმაოდ მტკიცედ“ აღიარეს მარლოს დახმარება შექსპირისადმი, თქვა რედაქტორმა გარი ტეილორმა.

მარლო ცნობილია თავისი ნამუშევრებით, როგორიცაა „დოქტორი ფაუსტუსი“, ეს იყო პირველი პიესა, რომელზეც იეჭვეს შექსპირის ჰენრი VI-სთან კავშირის ქონა

მკვლევარები დიდი ხანი მუშაობენ შექსპირის ნამუშევრების ახალ ოქსფორდულ გამოცემაზე, რომელშიც მითითებული იქნება იმ დრამატურგთა სახელებიც, ვისთან ერთანაც შექსპირი წერისას მუშაობდა.

23 საერთაშორისო მკვლევარის მიხედვით შექსპირის 44 პიესიდან 17 თანაავტორთა დახმარებითაა დაწერილი.

ახალი კვლევები ჩატარდა, როგორც ტრადიციული ტექსტუალური ანალიზით, ასევე ხელნაწერების ახალი კომპიუტერული კვლევის მეთოდებით.

გარი ტეილორი, ახალი ოქსფორდული გამოცემის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი „The Guardian“-ს ეუბნება: “შევძელით მარლოს მონაწილეობა პიესის წერისას საკმარისად დაგვეზუსტებინა. ჩვენ შეგვიძლია თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ ისინი არა მარტო გავლენას ახდენდნენ ერთმანეთზე, არამედ ერთადაც მუშაობდნენ. კონკურენტები ხანდახან თანამშომლობენ.“

კაროლ რუთერი, რომელიც გახლავთ უარვიკის უნივერსიტეტში შექსპირისა და სამსახიობო ხელოვნების პროფესორი BBC-ს უთხრა: „ჩვენ მაინც მივცემთ ხალხს საშუალებას თავად გადაწყვიტონ საკითხი. მე თავად მჯერა, რომ შექსპირი თეატრში თანამშრომლობდა სხვადასხვა ადამიანებთან... თუმცა, ძალიან გაოცებული ვიქნებოდი, რომ ეს მარლო ყოფილიყო“.

პროფესორი რუთერის თქმით: „დიახ, შექსპირი თანამშრომლობდა სხვებთან. დიდი ალბათობაა, რომ მან სამწერლო მოღვაწეობა იმ თეატრში დაიწყო, სადაც ის უკვე მსახიობად მუშაობდა და  არა სხვა მწერლებთან, არამედ მსახიობებთან - ხალხთან ვისაც მარლო თავიანთ თავში ეყოლებოდათ, თავიანთ სცენაზე და ხმაში. მსახიობები შეიტანდნენ მარლოს გავლენას მის პიესებში.“

პროფესორმა რუთერმა დაამატა: „ჩვენ უკვე აღარ ვუფიქრდებით თუ როგორ გადმოდის მწერილობითი სიდიადე სცენაზე. გარი ტეილორის მსგავსი ხალხი კი გვაიძულებს ეჭვგარეშე მივიღოთ მარლო.“

შექსპირის ნამუშევრების ავტორობის საკითხი მრავალი საუკუნეა რაც დავის საბაბია. აკადემიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ოთხი მწერალი - მათ შორის მარლო - იყო ზოგი ან ყველა ნაწარმოების თანაავტორი.

ასევე არსებობს თეორიები, რომ შექსპირის სახელს შეიძლება სულ სხვა ადამიანი ყოფილიყო ამოფარებული.

ჯერ-ჯერობით არავინ იცის შექსპირის საიდუმლოება.