მნიშვნელოვანი სიახლეები
რაფაელ სანტი. რაფაელის სტანცები: სტანცა დელა სენიატურა. ფრესკა „ათენის სკოლა“ და მისი ფრაგმენტები

რაფაელ სანტი. რაფაელის სტანცები: სტანცა დელა სენიატურა. ფრესკა „ათენის სკოლა“ და მისი ფრაგმენტები

„სტანცა“ – ოთახია იტალიურად. რაფაელის სტანცები – ეს ოთახებია ვატიკანში, რომლებიც რაფაელმა და მისმა მოსწავლეებმა მოხატეს: სტანცა დელ ინჩენდიო დი ბორგო (ფრესკა „ხანძარი ბორგოში“), სტანცა დელლა სენიატურა, სტანცა დელიოდორო (ელიოდოროს ოთახი). ამ ოთახების ყოველი კედელი ფრესკულ კომპოზიციას უკავია, ანუ ყოველ ოთახში ოთხი ფრესკული კომპოზიციაა. მოგითხრობთ სტანცა დელა სენიატურაზე და ფრესკულ ნახატებზე: „პლატონი და არისტოტელე“, „პითაგორა“, „ევკლიდე მოსწავლეებით“, „ჰერაკლიტე“.

ჯერ მოიხატა საშუალო სამი სტანცადან – „სტანცა დელა სენიატურა“ (ხელმოწერების ოთახი). მას ასე ეწოდა იმიტომ რომ აქ საეკლესიო ტრიბუნალი იჯდა, ინახებოდა პაპის ბეჭედი და ხელს აწერდნენ ბრძანებულებებს. პაპმა იულიუსმა გადაწყვიტა ამ ოთახში პირადი კაბინეტი და ბიბლიოთეკა მოეწყო, რამაც განსაზღვრა კიდეც კედლების მხატვრობის სიუჟეტები – ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ოთხი სფერო: თეოლოგია, ფილოსოფია, სამართალი და პოეზია. ოთახის (სტანცას) ყოველ კედელზე  განთავსდა დასრულებული ფრესკა. ამ ოთხი ფრესკის სახელებია: პირველი – „დისპუტა“ (იგი გამოსახავს კამათს წმინდა ზიარებაზე), მეორე – „ათენის სკოლა“, მესამე – შედგება რამდენიმე მცირე კომპოზიციებისგან, მეოთხე – „პარნასი“. ყოველი ფრესკის მაღლა თაღზე მოთავსებულია ალეგორიული ფიგურა – ყოველი ამ შემოქმედების სახეობის სიმბოლო, ხოლო თაღის კუთხეებში – მცირე კომპოზიციებია, რომლებიც თემატურად არის დაკავშირებული ფრესკებთან. ჩვენ დაწვრილებით შევეხებით ფრესკაზე „ათენის სკოლა“ და მის ფრაგმენტებზე: „პლატონი და არისტოტელე“, „პითაგორა“, „ევკლიდე მოწაფეებით“ და „ჰერაკლიტე“.

undefined

სტანცების საუკეთესო ფრესკად და რაფაელის უდიდეს ნაწარმოებად მიჩნეულია „ათენის სკოლა“ – რენესანსული ხელოვნების ერთ–ერთი შედევრი. გამოიყენა რა თავისი დროის ხელოვნების ყველა საშუალება, რაფაელმა კოლორიტის სიძნელეები და ფრესკის საღებავების დადების სიძნელეები გადალახა, მიაღწია მაყურებელზე ყველაზე უფრო  სრულ ზემოქმედებას. ფრესკაზე რენესანსის სტილის ფართე პორტიკია. „ათენის სკოლაში“, ისევე როგორც სტანცას სხვა ფრესკებზე, რაფაელმა შექმნა კომპოზიცია, რომელიც წარმოსდგება არა წინა ხაზის გასწვრივ, არამედ ნახევარწრის სახით, რომელზეც იშლება მოქმედება. მხატვარმა ამ ფრესკაზე უამრავი ფიგურა ჰარმონიულ კომპოზიციაში გააერთიანა, ამიტომაც „ათენის სკოლა“ დღემდე ჰეროიკული ჟანრის მაღალ ნიმუშად ითვლება. ფრესკა გამოსახავს და ადიდებს ჭეშმარიტებას (Vero) და ფილოსოფიით და მეცნიერებით ჭეშმარიტების რაციონალური ძიების  სიმბოლოა. მასზე გამოსახულები არიან ანტიკური ხანის ფილოსოფოსები, ვისი იდეები და ნაშრომები რენესანსის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებდნენ. ეს ბრძენი, თავის თავში დაჯერებული, მაღალი ნებისყოფის და ღირებულებების მქონე ადამიანები არიან. მრავალ მათგანს დიდი ფილოსოფოსების, მხატვრების და ავტორის ცნობილი თანამედროვეების ნაკვთები აქვთ. რაფაელის ჩანაფიქრით, ნეოპლატონიზმის იდეების თანახმად, ეს მსგავსება უნდა ყოფილიყო ანტიკური ფილოსოფიის და ახალი თეოლოგიის ნათესაობის სიმბოლო. მხატვარმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამოცანას და ფრესკაზე 50 პერსონაჟი გაანაწილა ისე, რომ ყოველ მათგანს თავისი ინდივიდუალობა მიანიჭა.

undefined

ფრესკაზე ყველა ფიგურის ზუსტი იდენტიფიკაცია შეუძლებელია, მაგრამ დიდი ბერძენი ფილოსოფოსები პლატონი (ჩვენი წელთ აღრიცხვით 427–347 წლები) და მისი მოწაფის არისტოტელეს (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 384–322 წლები) ადვილად იცნობა მათ ხელთ არსებული წიგნების სახელწოდებებით. პლატონი (წითელი ლაბადით და ლეონარდო და ვინჩის ნაკვთებით) ხელი ზეცისკენ აქვს აშვერილი, ხოლო არისტოტელეს (ლურჯი ლაბადით) ხელი გაშლილი ხელისგული მიწისკენ აქვს გაშვერილი. ამ ჟესტებში კონცენტრირებულია მათი ფილოსოფიური იდეები – აბსტრაქტული პლატონთან (მისი იდეების სამყარო ზეცაშია) და უფრო პრაქტიკული და დასაბუთებული არისტოტელესთან (მისი სამყარო მიწიერ გამოცდილებას ემყარება). პლატონის და არისტოტელეს ფიგურები უფრო დიდია, ვიდრე მათ გვერდით მდგარი ფიგურები. მაგრამ ეს არ არღვევს პერსპექტიული წყობის ლოგიკას, ესაა ცენტრალური გმირების გამოყოფის ხერხი, როცა მაღალ ფიგურებთან (პლატონი და არისტოტელე) გამოსახულია დაბალი ფიგურები. პლატონის და არისტოტელეს ფიგურები ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვადასხვა სკოლის ფილოსოფოსებით და მათი მოწაფეებით. პლატონის მარცხნივ და ზემოთ – სოკრატეა. იგი თითებზე ითვლის თავისი მოძღვრების დამადასტურებელ არგუმენტებს, რითაც მის გარშემომყოფი მოწაფეების და ხალხის აღტაცებას იწვევს. ყველაზე ყურადღებიანი მსმენელი ახალგაზრდა მეომარი ალკიბიადეა მუზარადით და სრული აღჭურვილობით. დაბლა ეპიკურეა გვირგვინით, რომელიც ცხოვრებისგან სიამეს მიღებას გვირჩევდა და ზენონი – საწინააღმდეგო აზრის ფილოსოფოსი. იქვე გვერდით პითაგორა დგას.

undefined

პითაგორა (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 580 –500 წლები) თავის შრომებში ცდილობდა დაეკავშირებინა მათემატიკა და მუსიკა. მის ხელთ არსებულ დაფებზე გამოსახულია მათემატიკური ფორმულები, რომელთა დახმარებითაც იგი ცდილობდა მუსიკალური ჰარმონიის აღწერას, რაც თავის მხრივ მსოფლიოს ჰარმონიის შემეცნების გასაღები უნდა გამხდარიყო. პლატონი ამ ფორმულებს იყენებდა სულის ჰარმონიული პროპორციების გამოსათვლელად. ეს იდეა დაწვრილებითაა აღწერილი პლატონის ტრაქტატში „ჩრდილები“, რომელიც მას ფრესკაზე ხელში უჭირავს.
   
 undefined

დაბლა მარჯვნივ მელოტი მათემატიკოსი ევკლიდე (ბრამანტეს სახის ნაკვთებით) თავის მოსწავლეებს ნახაზებს აჩვენებს, რომლებმაც მისი გეომეტრიული იდეა უნდა დაამტკიცოს. მხატვარმა თავისი ინიციალები ოქროს ასოებით ევკლიდეს ტუნიკის საყელოსთან დასვა: «R.V.S.M.» („რაფაელ ურბინოელმა საკუთარი ხელით“). გვერდით ჯგუფში რაფაელმა თავისი თავის გამოსახა შავი ბერეტით, ძველი ბერძენი ფერმწერის აპელესის სახით.

undefined

წინა რიგში – ჰერაკლიტეს მარტოსული ფიგურაა, რომელიც ფიქრებშია გართული. ეს მიქელანჯელოს პორტრეტია – რაფაელის თავისი მეტოიქესადმი დიდი პატივისცემის ნიშნად, რომელიც იმავე პერიოდში სიქსტინის კაპელას ხატავდა. ეს სახე ფრესკაზე მოგვიანებით გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მიქელანჯელოს სიქსტინის კაპელის ფრესკები გაიხსნა. მიქელანჯელოს ფრსკამ იმდენად იმოქმედა რაფაელზე, რომ მან ხატვის სტილიც კი შეიცვალა. საინტერესო დეტალია – ჰერაკლიტე, რომელიც მიქელანჯელოს მანერაშია დახატული, რთულ პოზაში ზის. მისი ფიგურა სიქსტინის კაპელის პლაფონზე გამოსახულ წინასწარმეტყველებს გავს. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მიქელანჯელო იყო სტანცა დელა სენიატურაში, დიდხანს ათვალიერა ფრესკები და ერთის შეხედვით კმაყოფილი დარჩა ნანახით. როდესაც თავისი თავი იცნო ჰერაკლიტეს სახით, გაუხარდა და განაცხადა: „კიდევ კარგი ურბინელს ეყო ჭკუა და არ გამომსახა მოკამათე  და მოყაყანე ხალხში“. მაღალი სულიერი აღმასვლის ატმოსფერო „ათენის სკოლაში“ მიღწეულია არა მხოლოდ გმირთა ინდივიდუალური გამომხატველობით, არამედ ასევე ამ გმირთა გარშემო არსებული ვითარებითაც – მაღალი აღორძინების დიდებული კლასიკური არქიტექტურით. ადვილი შესაძლებელია, რომ არქიტექტურული ფონი წმინდა პეტრეს ტაძრის პროექტმაც უკარნახა, რომელზეც მაშინ ბრამანტე მუშაობდა.