მნიშვნელოვანი სიახლეები
რაფაელის „სიქსტინის მადონაში“  დაშიფრული სიმბოლოები

რაფაელის „სიქსტინის მადონაში“ დაშიფრული სიმბოლოები

„სუფთა სილამაზის გენია“ – ასე მოიხსენიებენ „სიქსტინის მადონას“. რაფაელმა მადონას უმშვენიერესი სახე რეალური პიროვნებიდან დაწერა, რომელიც სავარაუდოდ მისი საყვარელი უნდა ყოფილიყო. სტატიაში წარმოგიდგენთ სურათში დაშიფრულ მინიშნებს.

 undefined

1) მადონაზოგიერთ მკვლევარი ვარაუდობს, რომ წმინდა ქალწულის სახე რაფაელმა დაწერა თავისი საყვარლის, მარგალიტა ლუტის, მიხედვით რუსი ხელოვნებათმცოდნის, სერგეი სტამას, აზრით „სიქსტინის მადონას“ თვალებში  ჩანს ნდობა და გულღია გრძნობა, მხურვალე სიყვარული და სინაზე, ამასთან წუხილი და შიში, რომელიც ხალხის ცოდვების შემყურე გაუჩნდა; გაუბედავობა და ამასთან მზადყოფნა, ჩაიდინოს დიდი გმირობა (სასიკვდილოდ გადასცეს შვილი).

undefined

2)ყრმა იესოსტამის სიტყვებით, „მისი შუბლი და მზერა არაბავშვურია. თუმცა მის თვალებში ჩვენ ვხედავ არაჭკუის სწავლებას და არც პატიებასა და არც ნუგეშისცემას... მისი თვალებიპირდაპირ იმზირებიან წინ გადაშლილი სამყაროსაკენ – დაძაბული,  გაოცებული და შიშით აღსავსე“. ამასთან ქრისტეს მზერაში ჩანს გამბედაობა მიჰყვეს მამა ღმერთის ნებას; გამბედაობა მიიტანოს თავისი თავი სამსხვერპლოზე კაცობრიობის გადასარჩენად.

undefined  

3) სიქსტინ II. რომის პონტიფექსის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი.პაპის ტახტზე იმყოფებოდა 257 წლიდან 258 წლამდე – და სიკვდილით დასაჯეს იმპერატორ ვალერიანეს დროს. წმინდა სიქსტინი იყო იტალიელი პაპის საგვარეულოს როვერეს მფარველი (იტალიურიდან „მუხა“). ამიტომ მის ოქროსფერ მანტიაზე ამოქარგულია მუხის ფოთლები და რკო.

undefined

4) სიქსტინის ხელებირაფაელმა წმინდა პაპის სახე დახატა მარჯვენა ხელით ჯვარცმის მიართულებით (შეგახსენებთ, რომ „სიქსტინის მადონა“ ჩამოკიდებული იყო საკურთხეველში და შესაბამისად საკურთხევლის ჯვარცმისკენ იქნებოდა პაპის მარჯვენა ხელი მიმართული). საინტერესოა, რომ პონტიფექსის ხელზე მხატვარმა ექვსი თითი გამოსახა. მეორე ხელი მკერდზე აქვს მიდებული – ნიშნად ღვთისმშობლისადმი ერთგულებისა.

undefined

5) პაპის ტიარა მოხსნილი აქვს პონტიფექსს რაც ასევე მიანიშნებს მადონასადმი მოწიწებას.ტიარა შედგება სამი გვირგვინისგან და წარმოადგენს ღმერთის სიმბოლურ სახეს: მამას, ძეს და სულიწმინდას.  მას ამკობს  რკო – როვერების გვარის ჰერალდიკური სიმბოლო.

undefined

6) წმინდა ბარბარე იყოქ. პიაჩენცას მფარველი. მესამე საუკუნეში ამ წმინდანმა წარმართი მამისგან უჩუმრად მიიღო ქრისტეს რჯული, რისთვისაც მამამ აწამა და თავი მოკვეთა.

undefined

 7)ღრუბლები.ზოგიერთნი მიიჩნევენ, რომ რაფაელმა გამოსახა ღრუბლები, რომლებსაც ანგელოზის სახე აქვთ. სინამდვილეში, გნოსტიკების თანახმად, ესენი ანგელოზები კი არ არიან, არამედ ამქვეყნად მოუვლენელი სულები, რომლებიც ზეცაში იმყოფებიან და ადიდებენ  უზენაესს.

undefined

8)ანგელოზებისურათის ქვემოთ ორი ანგელოზია გამოსახული, რომელიც უშფოთველად იყურებიან შორს. მათი ხილული გულგრილობა –  ღვთიური განგების გარდაუვალობის მიღების სიმბოლო: ქრისტესთვის განკუთვნილია ჯვარი და მისი ბედი არ შეიცვლება.

undefined

 9) გახსნილი  ფარდები წარმოადგენენ გახსნილი ზეცის სიმბოლოს.მისი მწვანე ფერი მიუთითებს მამა ღმერთის გულმოწყალებაზე, რომელმაც საკუთარი ძე შეწირა მსხვერპლად ადამიანების გადარჩენის მიზნით.

***

XVI საუკუნის დასაწყისში რომი აწარმოებდა ომს საფრანგეთთან იტალიის ჩრდილო მიწების ხელში ჩასაგდებად. საერთო ჯამში წარმატება პაპის არმიის მხარეს იყო და ჩრდილოეთ იტალიის ქალაქები ერთი–მეორის მიყოლებით პაპის ხელში  გადადიოდა.1512 წელს პიაჩენცაც – მილანიდან სამხრეთ–აღოსავლეთით 60 კმ დაშორებით მდებარე ქალაქი – პონტიფექსის გამგებლობაში მოექცა. პაპ იულიუს მეორისათვის პიაჩენცა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ახალი ტერიტორია: აქ იმყოფებოდა წმინდა სიქსტინეს მონასტერი,  პაპმა ბერების წახალისების მიზნით რაფაელ სანტის (რომელიც იმ დროს უკვე აღიარებული ოსტატი იყო)  შეუკვეთა საკურთხევლისათვის განკუთვნილი ხატი, სადაც ღვთისმშობელი ეცხადება წმინდა სიქსტინს. რაფაელს ეს შეკვეთა მოეწონა: მას შეეძლო სურათი სხვადასხვა სიმბოლოთი დაეტვირთა.  მხატვარი გნოსტიკოსი იყო – მისდევდა გვიანანტიკურ რელიგიურ მიმდინარეობას, ეყრდნობოდა ძველ აღთქმას, აღმოსავლურ ფილოსოფიას და რიგ ადრექრისტიანულ სწავლებებს.

მადონაზე მუშაობა დამთავრდა 1513 წელს. 1754 წლამდე ნახატი ინახებოდა წმინდა სიქსტინის მონასტერში, სანამ იგი არ შეისყიდა საქსონელმა კურფიუსტმა ავგუსტ მესამემ 20 000 ცეხინად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე „სიქსტინის მადონა“ იმყოფებოდა დრეზდენის გალერეაში, მაგრამ 1943 წელსნაცისტებმა გადამალეს იგი. თუმცა საბჭოთა ჯარისკაცებმა მაინც იპოვეს და იგი სსრკ–ში მოხვდა.1955 წელს „სიქსტინის მადონა“ სხვა სურათებთან ერთად, რომელიც გერმანიიდან გაიტანეს, დაუბრუნდა გდრ–ს და ამჟამად ისევ დრეზდენის გალერეაში იმყოფება.