მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ გვიყვარს ლეონარდო და ვინჩი

რატომ გვიყვარს ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს. იგი იყო არამხოლოდ ნიჭიერი მხატვარი, არამედ ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ანატომიის, ინჟინერიის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და არქიტექტურის სფეროებში.  მისი გამოგონებები და აღმოჩენები წინ უსწრებდა ეპოქას. როგორც ლეონარდომ თქვა: „ყველაზე დიდი სიამოვნება არის ჭკუისა და გაგების სიხარული.“

BBC–ის კულტურის განყოფილებამ მკითხველებს გამოჰკითხა ლეონარდოს ნამუშევრებიდან თუ რომელია მათი საყვარელი სურათი და აეხსნათ რატომ უყვართ კონკრეტულად ის სურათი.

 undefined

La Scapigliata – ქალის თავის გამოსახულება

ფანი ცოუკალა ათენიდან, საბერძნეთი, წერს: “ის ჰგავს„პანთეას“. ქალი ისე უჭირავს თავი, მისი ყურება მაფორიაქებს!“  

La Scapigliata (ზოგჯერ მას უწოდებენ ქალის თავის გამოსახულებას)  წარმოადგენს ქალს, რომელსაც დაუვარცხნელი თმები აქვს. აქ ჩადებულია ის აზრი, რომ ბუნებრივი სილამაზე არის ქალის ძალა.

 undefined

„ხარება“

ტანია სკრგატიც ზაგრებიდან, ხორვატია, წერს: ეს ნამუშევარი პირადად ჩემი ფავორიტია „ხარების“ იმ სხვადასხვა ვერსიებს შორის, რაც ხელოვნების ისტორიაში არსებობს. მე მომწონს სწორედ ეს ნახატი, რადგან  მიმაჩნია, რომ იგი ძლიერი და ყველაზე შესანიშნავი ვერსიაა. შეხედეთ როგორი მუხლმოყრილია ანგელოზი... სიტყვები არ მყოფნის!”

„ხარება“ წარმოგვიდგენს იმ მომენტს, როცა გაბრიელ მთავარანგელოზი გაემოცხადება მარიამს დახურულ ბაღში. ეს უკანასკნელი მისი ქალწულობის სიმბოლური გამოხატულებაა. არსებობს ამ ნახატის ორი ვერსია – ერთი ინახება ფლორენციაში, უფიცის გალერეაში, ხოლო მეორე დაცულია ლუვრში. როგორც ვარაუდობენ, პირველი სავარაუდოდ არის ლეონარდოს მიერ დაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზი გააჩნია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ  ლეონარდომ „ხარება“ახალგაზრდობაში დახატა.  

 undefined

ქალწული მარიამი და ყრმა წმინდა ანასთან და იოანე ნათლისმცემელთან ერთად

მარია პაპადოპულო საბერძნეთიდან წერს: „ ქალწული მარიამი და ყრმა წმინდა ანასთან და იოანე ნათლისმცემელთან ერთად (რომელიც მეორენაირად ცნობილია როგორც ბერლინგტონის ნახატი) წარმოადგენს  სრული ზომის მოსამზადებელი ნახაზი. იგი დაიხატა ნახშირით და არ გადასულა ტილოზე. ღვთისმშობელი ზის წმინდა ანას კალთაში, ყრმა ქრისტე კი აკურთხებს იოანე ნათლისმცემელს. წმინდა ანას საჩვენებელი თითი ზეცისკენ მიანიშნებს, რაც სიმბოლურად ქრისტეს მომავალ ბედისწერას გამოხატავს.

 undefined

იოანე ნათლისმცემელი

სალონი ტივარი ინდოეთიდან წერს:  იოანე ნათლისმცემელი წარმოადგენს ლეონარდოს გვიანი პერიოდის ნახატს და იგი სიკვდილამდე მხატვრის საკუთრებად დარჩა. მანიშნებელი ჟესტი, რომელსაც მხატვარი ასე ხშირად იყენებს თავის ნამუშევრებში, მიუთითებს ნათლობის გზით ხსნის მნიშვნელობაზე. თუმცა იოანე ნათლისმცემელი ჩვეულებრივ გამოისახებოდა უდაბნოში, სადაც თაფლით იკვებებოდა, ლეონარდომ იგი გამოსახა ქალური სახით და იმ უცნაური ღიმილით, მონა ლიზას რომ ამშვენებს.

 undefined

მკლავისა და ხელების ესკიზი

ქრისტიან ბრუუნი ბერლინიდან, გერმანია, წერს:  მკლავისა და ხელების ესკიზი ლეონარდოს ჩანახატია, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს ცნობილი ტილოს „ქალი ყარყუმით“ წინასწარ მონახაზს. იგი დახატულია ცარცით.

 undefined

„ქალი ყარყუმით“

ალექსანდრა დეგტერევა მოსკოვიდან, რუსეთი, წერს:  „ქალი ყარყუმით“ ლეონარდოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, თუმცა არსებობს ეჭვი, მართლა მისი დახატულია თუ არა. ნახატის ფენების რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ფიცარზე სამი სხვადასხვა ვერსიაა და არცერთი არ მოიცავს სიასამურს. მიიჩნევა, რომ ეს არის ახალგაზრდაქალის, ჩეჩილია გალერანის პორტრეტი, რომელიც იყო მილანის ჰერცოგის, ლეონარდის პატრონის, სახლის ეკონომ–ქალი. ჰერცოგის მეტსახელი იყო თეთრი ყარყუმი.

 undefined

ანატომიური ჩანახატები

ლანა ხორვატიიდან წერს: „მე მიყვარს მისი ანატომიური სახის ჩანახატები. ისინი ისეთი ზუსტი და რეალისტურია. თავის ეპოქას ბევრად უსწრებდა წინ.”

ლეონარდო პიონერი იყო ადამიანური ანატომიის სფეროში. მისი აღნიშნული ჩანახატები მის პირად არქივში ინახებოდა და საზოგადოებისთვის უცნობი იყო დაახლოებით 400 წლის განმავლობაში და ვინჩის სიკვდილის შემდეგ. ემბრიონის დიდი ნახატი ბევრ მის ჩანახატებში ფიგურირებს – მხატვარი ასევე სწავლობს ძვლებს, გენიტალიებს და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებსა თუ ორგანოებს.

 undefined

„მადონა მღვიმეში“

კარენ ჰოვარდ–გოლდსმითი გაერთიანებული სამეფოდან, წერს: “მე მიყვარს მისი ეს ნამუშევარი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვარჩევ ვერცერთს.. რა ნიჭის პატრონი იყო! წინ უსწრებდა თავის დროს.”

„მადონა მღვიმეში“ – ამ თემაზე ორი ვარიანტი აქვს შექმნილი.  ერთი დაცულია ლუვრში, ხოლო მეორე ლონდონის ეროვნულ გალერეაში. ორივე მათგანი დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისაა და დაწერილია ზეთის საღებავებით.ლუვრის ვერსია მიიჩნევა ლეონარდოს პირველ ნამუშევრად, ხოლო მეორე – საკამათო საკითხია.  ეროვნული გალერეის მადონის ბოტანიკურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ მცენარეები აქ წარმოდგენილია დაუდევრად – რაც ლეონარდოს შემთხვევაში არ შეესაბამება რეალობას. ლეონარდოს უყვარდა უკიდურესი სიზუსტე და ბუნების დეტალიზაცია.