მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ ხუნდება მატისის თვალმომჭრელი  ნახატი?

რატომ ხუნდება მატისის თვალმომჭრელი ნახატი?

მეცნიერები შეუდგნენ ნახატის პიგმენტური ფენის კვლევას, რათა გამოერკვიათ იმ საფრთხის მოცულობა, რაც თითქმის საუკუნის ასაკის ხელოვნების ნაწარმოებს მოელის.

მატისის „The Joy of Life" –ის ყვითელი პიგმენტის შესწავლისას – რომლითაც  საკმაოდ კაშკაშა ფერის ლანდშაფტია აღნიშნული და მასზე წერტილებივით გამოსახულნი არიან შიშველი ფიგურები – მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ფერად ფენაში მიმდინაერობს ქიმიური პროცესები, რაც ასუსტებს  ამ ბრწყინვალე ფერს, რომელსაც კადმიუმის ყვითელი ქმნის, ამ და სხვა ნახატებში.

"ჩვენ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია ავიღოთ რამოდენიმე ქვეყანა, რამოდენიმე მხატვარი და რამოდენიმე ნახატი, ყველგან დავინახავთ ერთი და იგივე მექანიზმს – ერთი და იგივე ქიმიურ პროცესს. საბოლოოდ შეგვიძლია დავადგინოთ:  ეს სწორედ ის პროცესია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ“, აცხადებს კვლევის თანაავტორი ჯენიფერ მასი, დელავარის უინთერთურის მუზეუმში(Winterthur Museum). "ფაქტიურად, მილიარდობით დოლარის ღირებულების მქონე ხელოვნება დამოკიდებულია ქიმიაზე“. 

კადმიუმის ყვითელი (კადმიუმის სულფიდი), ფართოდ  გამოიყენებოდა დაახლოებით 1880–იანი - 1920–იანი წლებს შორის პერიოდში, ამგვარად კვლევა მატისის ბევრ ნაწარმოებს შეეხება.

"ფაქტიურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა 1900-იანებში შექმნილ ნახატებთან დაკავშირებით.“ თქვა რობერტ ოპილამ, დელავარის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ კვლევაში.  მაგრამ იგი მასთან ერთად მუშაობდა წინა კვლევებში კადმიუმის ყვითელის პიგმენტთან დაკავშირებით მატისის ცნობილ სურათთან დაკავშირებით.

პიგმენტის დაშლა

1905 წლიდან 1906 წლამდე მატისმა დახადა "The Joy of Life“–ის ოთხი სხვადასხვა ასლი. ორი მათგანი ფილადელფიაშია, ერთი სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო ბოლო ასლი კი – კოპენჰაგენის მუზეუმში.

სან ფრანცისკოს მუზეუმში დაცულ ასლში კაშკაშა ყვითელი პიგმენტი შენარჩუნებულია. მაგრამ ფილადელფიის ასლებში ყვითელი ნელ–ნელა კარგავს თავის გამომსახველობას დღის შუქისა და ჰაერის ზემოქმედების პირობებში; ნელ–ნელა პიგმენტი ფერმკრთალდება. მკვლევარებმა სკალპელის მეშვეობით სინჯი აიღეს აღნიშნული ასლებიდან.

მიკროსკოპში ანალიზისას გამოჩნდა, რომ ორიგინალი ყვითელი პიგმენტი მხოლოდ ფერადი ფენის ძირში შემორჩა, ხოლო ზემოდან კი ჩამქრალი ფერია.  გასათვალისწინებელია, რომ ზედა ფენა ხშირად ექცევა ჰაერის, წყლის გავლენის ქვეშ, ხოლო კაშკაშა ყვითელი ფერის კადმიუმის სულფიდი (CdS) ადვილად იჟანგება ჰაერზე და ხდება კადმიუმის სულფატი (CdSO4.xH2O). შემდეგი სურათი ურთიერთქმედებს მაკავშირებელ ნივთიერებასთან და დამცავ ლაქთან და ასე ნელ–ნელა პიგმენტი იკარგება,“ განუცხადა ჟურნალს პროფესორმა მასმა. რადგან ერთ ასლს არ დაუკარგავს ფერის სიმკვეთრე, პროფესორი ვარაუდობს, რომ მატისმა კადმიუმის ყვითელის ნაცვლად სხვა პიგმენტი იხმარა. მატისის მიერ პირველად გამოყენებული საღებავის ტუბის გარეშე, მეცნიერებს უჭირთ განსაზღვრონ პიგმენტის თავდაპირველი მდგომარეობა. „საქმეს ართულებს ისიც, რომ ჩვენ ხელთ ორიგინალი პიგმენტები არ გვაქვს“. მკვლევარებმა სცადეს აეღოთ სავარაუდო პიგმენტები, რომელიც 1900-იან წლებში გამოიყენებეოდა და ექსპერიმენტების მეშვეობით დაეშალათ, როგორც ნახატებში ხდება. „მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენი რეაქტივები საკმაოდ ნელა იშლებიან, და ჩვენ ასე 100 წელი მოცდა მოგვიწევს“. თუმცა ოფილა და მასი აპირებენ საკითხს სხვა მხრიდან შემოუარონ და მომავალში ისეთი ექსპერიმენტები ჩაატარონ, რაც უფრო ხელშესახებ შედეგებს მისცემთ.

მაშინ და ახლა

დღევანდელ დღეს მხატვრებს არ უწევთ პიგმენტებზე ფიქრი, რადგან უკვე არსებობენ მწარმოებლები, რომლებიც სხვადასხვა, მდგრად საღებავებს უშვებენ. მათ გამოიყენეს 1920–იანი წლების ბოლოსკენ ახალი ტექნოლოგია, რითაც შეინარჩუნეს კადმიუმის ყვითელის ფერი, მატისის შედევრების დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ. „ასე რომ დღეს თუ თქვენ რომელიმე სამხატვრო მაღაზიაში იყიდით კადმიუმის ყვითელის ტუბს, მშვიდად იყავით, იგი საკმარისად მდგრადი და გამძლეა“. მწარმოებლების საღებავებისგან განსხვავებით, მატისის კადმიუმის ყვითელი პიგმენტი მიიღება დალექვის პროცესის შედეგად.  

1920–იანი წლებიდან მწარმოებლებმა დაიწყეს კადმიუმის ყვითელის გახურება აზოტის თანაარსებობისას, რომელიც ხელს უშლის კადმიუმის ოქსიდის წარმოქმნას. „ქიმიის ცოდნა და გარკვევა იმაში, თუ როგორ ამზადებდნენ ძველად პიგმენტებს, როგორ რეაგირებენ ნახატები გარემო პირობებში, გვეხმარება სწორად მოვახდინოთ ამ ნახატების კონსერვაცია“, აღნიშნავს პროფესორი.

მატისის "The Joy of Life"–ის ასლმა სავარაუდოდ სხვადასხვა მფლობელის ხელში გაიარა. „შესაძლებელია, რომ ბარნსის ფონდში მოხვედრამდე მატისის შედევრმა უკონტროლო გარემო პირობებში გაიარა,“ თქვა პროფესორმა. „სწორედ ამ ცუდ გარემომ იმოქმედა კადმიუმის ყვითელ პიგმენტზე.“

„ხალხმა უნდა იცოდეს რომ საჭიროა მათი ინვესტიციის დაცვა, სწორი კლიმატური კონტროლი, რათა დაცულ იქნეს ნახატი“. სახვითი ხელოვნების კოლექციონერთა სფეროში მხატვრული ტილოების კონსერვაცია–რესტავრაცია მისაღები არ არის.