მნიშვნელოვანი სიახლეები
რემბრანტის ბერსაბიას მკერდის კიბო არ ჰქონდა

რემბრანტის ბერსაბიას მკერდის კიბო არ ჰქონდა

ტვენტეს უნივერსიტეტის MIRA-ს ინსტიტუტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, მართლა ჰქონდა თუ არა რემბრანტის  ნახატის, „ბერსაბია დავითის წერილით“ , მოდელს მკერდის კიბო.

ბერსაბიას კიბოს შესახებ - უფრო სწორად რემბრანტის მოდელის და საყვარლის ხენდრიკიე სტოფფელსის- 1980-იან წლებში ალაპარაკდნენ, როცა ორმა ავსტრალიელმა ქირურგმა მის მკერდზე მოლურჯო ლაქას და მარცხენა იღლიაში გამონაზარდს კიბოს ინტერპრეტირება მისცა. მაგრამ ახალმა გამოკვლევამ ეს აზრი უკუაგდო.

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს ტალღის სხვადასხვა სიგრძის მქონე ფოტონების ადამიანის სხეულზე კიბოს ქსოვილებთან ზემოქმედების მოდელირება მოეხდინათ. მას შემდეგ რაც კომპიუტერმა ყველა საჭირო გათვლები ჩაატარა, ამას კი 700 საათი დასჭირდა, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ლურჯი ფერი ჩანს იმ შემთხვევაში თუკი სიმსივნე 1-3 მილიმეტრზეა კანიდან. მკერდი სიმსივნეები კი უფრო ღრმად არის მოთავსებული და შესაბამისად რემბრანტის ბერსაბიას არ შეიძლება, რომ მკერდის კიბო ჰქონოდა.

როგორც მეცნიერები გამოტყდნენ, ისინი ამ საქმით მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო დაინტერესდნენ, თუმცა პარალელურად კიბოს სიმსივნის ფერადოვანი დიაგნოსტიკის მეთოდიკაზეც მუშაობდნენ. ბერსაბიას კერძო მაგალითი მათ დაეხმარათ ორგანიზმის ქსოვილებისა და სინათლის ურთიერთქმედების რთული მექანიზმის გაგებაში.