მნიშვნელოვანი სიახლეები
რისგან შედგება ტილო, რომელიც მსოფლიოში ომის საწინააღმედგო  ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა

რისგან შედგება ტილო, რომელიც მსოფლიოში ომის საწინააღმედგო ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა

გერნიკაში პიკასო არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ ქალაქის განადგურებამ მხატვარი შეძრა. მან შექმნა ტილო, რომელიც მსოფლიოში ანტისაომარ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა - და ამგვარად სუბიექტურმა ასოციაციებმა დოკუმეტურ ფოტოებს აჯობა.

„სრული ტექნიკური წარმატება!“ - გერმანული ლეგიონ „კონდორის“ შტაბის უფროსმა თავის დღიურში 1937 წლის 26 აპრილს ასეთი ჩანაწერი გააკეთა. ამ დღეს ბასკების ქალაქი აალებულ ნანგრევებად იქცა. ბაზრობა დღეს გერნიკა დაბომბეს და დაცხრილეს. ნაცისტურმა გერმანიამ ამგვარად დაუჭირა მხარი ესპანეთის მემარჯვენე ძალებს, რომლებსაც გენერალი ფრანსისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა. ისინი ქვეყნის რესპუბლიკურ მთავრობას ეომებოდნენ.

ესპანელი პიკასო იმ დროისათვის უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობდა. 1937 წლის დასაწყისში  მხატვარს მშობლიური ქვეყნის რესპუბლიკურმა მთავრობამ პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის დიდი ნახატი შეუკვეთა, მაგრამ პიკასო სიუჟეტზე ვერ შეჯერდა.  მეორე დღეს რადიომ გერნიკას დაბომბვის შესახებ გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ გერნიკას ტრაგედიის შესახებ  ევროპული პრესა ალაპარაკდა. ხუთი დღის შემდეგ , 1 მაისს მხატვარმა ყველა ჩანაფიქრზე უარი განაცხადა და ქალაქის განადგურების შესახებ ტილოს ხატვა დაიწყო. პიკასო დღეში 12-14 საათი ესკიზებს ქმნიდა და მოლბერტს არ შორდებოდა.

უშველებელმა ტილომ თავიდან შემკვეთებს გული აუცრუა. პავილიონის მთავარ ნახატად „გერნიკას“ ნაცვლად ერთი პირობა რეალისტურ მანერაში შესრულებული, ორასიო ფერერა დე მორგადოს „1937 წლის მადრიდიც“ კი სურდათ წარედგინათ. თუმცა მალე პიკასოს ნამუშევარი ფერწერის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ომის საწინააღმედო ნამუშევრად იქცა.

 

1 ფერი. პიკასომ ძირითადათ შავ-თეთრი პალიტრა შეარჩია - საგაზეთო რეპორტაჟებში ფოტოების ფერი.

2 ხარი. ასოცირდება კორიდასთან და მთლიანად ესპანეთთან. პიკასოს თქმით „გერნიკაში“ ხარი სიმკაცრესთან ასოცირდება, მაგრამ არა ფაშიზმთან. სავარაუდოთ იგულისხმება სიმკაცრე, როგორც ეროვნული ჩვეულება.

 3 დედა.გერნიკაში ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ქალი მოკლული ბავშვით - ეს მხოლოდ ტრაგიკული სახე კი არაა, არამედ ხელოვნებაში ცნობილ სიუჟეტთან გადაძახილია: ქალწული მარიამი დასტირის ქრისტეს. ეს სახე ბევრი ესპანელისათვის ბავშვობიდანვე იყო ცნობილი: ყოველ წელს, ვნების კვირას ქალაქების ქუჩებში დამწუხრებული ღვთისმშობლის ქანდაკებას დაატარებდნენ.

 4 მეომარი. ეს გაბზარული ანტიკური ქანდაკებაა. ტილოსათვის შესრულებულ ესკიზებში იგი ძველბერძნულ მუზარადშია. მადრიდის პრადოს მუზეუმის საპატიო დირექტორის, პიკასოსათვის ომში დაღუპვის თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო: 1936 წელს, ფრანკისტები მხრიდან ქალაქის დაბომბვის დროს ძლივს მოასწრეს მუზეუმიდან შედევრების გამოტანა.

 5 ფრინველი. შესაძლოა ეს მტრედი იყოს, ძველი დროის შესაწირი ფრინველი. „მშვიდობის მტრედებიდან“ პირველი პიკასომ 12 წლის შემდეგ, მშვიდობისმომხრეთა მსოფლიო კონგრესისთავის შექმნა.

 6 მცენარე.  ნანგრევებს შორის ამოწვერილი სიცოცხლე, იმედის სიმბოლო. ასე გადარჩა დაბომბვისას გერნიკას ხე, იმ მუხის შთამომავალი, რომლის ძირშიც მეფეები ბასკი ხალხის უფლებების დასაცავად ფიცს დებდნენ.

7 ხანძარი. მტერი ნახატზე არ ჩანს, მხოლოდ მისი ნამოქმედარი ჩანს. ხელოვნების ისტორიკოსის როლანდ პენდროუზის აზრით „ამგავრი მიდგომა თანამედროვე ომების გაუპიროვნებლობაზე მიუთითებს, რომელიც თავის მსხვერპლთ სულ უფრო ნაკლებ შანსს აძლევს დაინახონ... თუ ვისი ხელიდან ელით სიკვდილი“.

8 ქალი სანათით. პიკასოს შემოქმედების სპეციალისტი გარი რათლიჯის ვარაუდით ელექტრონული „მზის“ საპირწონე სანათი -  ეს ნავთის ლამფაა, რომელიც ბასკური ქალაქის სიძველეზე და პროვინციალობაზე და „კაცობრიობის დაუცველობაზე“ მიუთითებს.

 9 ცხენი. კორიდაში მონაწილე მეორე ცხოველი, რომელიც არცთუ ისე იშვიათად კვდება. პიკასოს თქმით ცხენი მის ტილოზე „ხალხს გამოსახავს“. სწორედაც ამიტომ მომაკვდავი ცხოველის სახე ადამიანის თავის ქალას მოგვაგონებს ხელოვნებათმცოდნე გეის ვან ჰენსბერგენს „გერნიკა“ წესების დარღვევით მიმდინარე აბსურდულ კორიდას მოაგონებს: ცხენი დაჭრილია ხარის და პიკადორის შუბის მიერ.

 10 ლამპა. ელექტრული ლამპა, რომელმაც ნახატზე მზე შეცვალა, იმავდროულად თვალსაც მიაგავს. მკვლევარები მას ტექნიკური პროგრესის სიმბოლოდ მიიჩნევენ, რომელიც ამ შემთხვევაში ადამიანთა გასანადგურებლად არის მიმართული.