მნიშვნელოვანი სიახლეები
რობერტ დე ნირო სერიალების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

რობერტ დე ნირო სერიალების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა

სულ ახლახანს შემოგთავაზეთ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია. აბსოლუტირი მდიდრების სიაში როგორც ჰოლივუდის, ისე  ინდური ბოლივუდის ვარსკვლავებიც მოხვდნენ. მაგრამ ეს სია მხოლოდ დიდ კინოს ეხებოდა. დღეს კი ქსელში სერიალების მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია მოხვდა.

ყველასთვის გასაოცრად რეიტინგში პირველი ადგილი ცნობილმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ დაიკავა. იგი 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ამერიკული ტელევიზიის ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი გახდა. Amazon-ის შოუს გადაღებისთვის მან ერთ ეპიზოდში 775 ათასი დოლარი მიიღო.

 რეიტინგში მეორე ადგილი არა ნაკლებ ცნობილი მარკ ჰერმონი აღმოჩნდა, რომელმაც 525 ათასი დოლარი მიიღო „საზღვაო პოლიციის“ ერთ ეპიზოდში მონაწილეობისათვის. მესამე ადგილი „ტახტის თამაშების“ ვარსკვლავებმა დაიკავეს. ემილია კლარკმა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ, პიტერ დინკლეიჯმა, კიტ ჰარინგტონმა და ლინა ჰიდიმ შოუს ერთი სერიისათვის 500 ათასი დოლარი მიიღო თვითოეულმა. მესამე ადგილზე არიან ასევე კევინ ქოსტნერი და კევინ სპეისი სერიალ „იელოსუტონი“ და „ბანქოს სახლიდან“  შესაბამისად.

 უნდა ღინიშნოს, რომ ბოლო დროს სატელევიზიო სერიალები სულ უფრო მეტად პოპულარულები ხდებიან და მედია ბაზარზე სულ უფრო მეტად მოთხოვნადები არიან. ამის გამო ბევრი ტრანსნაციონალური კორპორაცია სულ უფრო მეტად ფიქრობს საკუთარი პროექტების შექმნაზე. ისინი საკუთარ კინოსტუდიებს და სატელევიზიო არხებს ხსნიან.