მნიშვნელოვანი სიახლეები
როდენის "კოცნა" და მისი ბრინჯაოს სხვა ნამუშევრები პარიზის აუქციონზე

როდენის "კოცნა" და მისი ბრინჯაოს სხვა ნამუშევრები პარიზის აუქციონზე

მე–19 საუკუნის ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის ხუთი მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკება წარდგენილი იქნება პარიზის აუქციონზე მომავალ კვირას. ნამუშევრებს შორისაა მისი ცნობილი "კოცნა" და შეფასებულია 1,5 - 2 მილიონ ევროდ (დაახლოებით 1,70-2,27 მიოლიონი აშშ დოლარი).

აღნიშნული ხუთი ქანდაკება  გაიტანეს  სააუქციონო სახლ "Drouot"-ში სამშაბათს, გვიანი პერიოდის ფრანგული ხელოვნების ნიმუშთა მოვაჭრის, ჯინ დე რუაზის კერძო კოლექციიდან, რომელმაც როდენის მუზეუმისგან შეიძინა 1940–იან წლებში.

მთავარი ქანდაკება წარმოადგენს "კოცნას" და არის 85 სმ სიგრძის, იგი  შეიქმნა 1927 წელს, როდენის სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ იმავე ალექს რუდის მიერ, ჩამოსასხმელ საამქროში, რომელმაც როდენის ბევრი ნამუშევარი თავიდან ჩამოასხა.

სკულპტურული პორტრეტები პაოლო და ფრანჩესკა, პირველად გამოფენილი იყო 1887 წელს და წარმოადგენდნენ დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" პერსონაჟებს. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც "Le Baiser (კოცნა). იგი  როდენის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "მოაზროვნესა" და "კალეს მოქალაქეებთან" ერთად.

აუქციონერ ალექსანდერ  გიქელოს თქმით 40-50 მდე სხმული ნამუშევრები შესრულდა როდენის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ  მხოლოდ 10 თუ 15 მათგანია მაღალი ხარისხის და უდავო წარმოშობის. დე რუაზმა მიაქირავა ნამუშევრები ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს 1963 წელს.

როდენის სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ  შვიდი ჩამოსხმა გაკეთდა და ისინი აუქციონზე გაიყიდნენ  6 ან 7 მილიონ ევროდ.

"ჩვენ  ვიმედოვნებთ, რომ ქანდაკება 1,5 მილიონ ევროზე მეტად გაიყიდება," აცხადებს გიქელო და ამატებს, რომ როდენის სიკვდილის შემდგომ ჩამოსხმული "კოცნის" პირველი საჯარო ფასი იქნება 1,5 მილიონი ევრო.

ხოლო, თეთრი, მარმარილოს ვერსია, რომელიც განთავსებულია პარიზში მუზეუმში,  დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისაა, მაგრამ კოლექციონერებში მისი მინიატურული, ბრინჯაოს ასლებია პოპულარული.

სააუქციონე სახლში გამოტანილ სხვა ნამუშევრებში შედის "მარადიული გაზაფხული", რომელიც საშუალო ზომის ბრინჯაოს ქანდაკებაა, ასევე კოცნის თემაზე, ჩამოისხა დაახლოებით 1935-45 წლებში და  შეფასებულია 300,000 დან 400,000 მდე ევროში. სამი მცირე ქანდაკება, ასევე ჩამოისხა მოქანდაკის სიკვდილის შემდგომ და მათი ღირებულება 30,000 და 100,000 ევროა.

როდენის ნამუშევრები ხშირად ყალბდებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამყალბებელი გაი ჰეინი, რომელმაც 1990იან წლებში  შექმნა ბრინჯაოს ქანდაკებების ათასობით ასლი, ხშირად იყენებდა ცნობილი მოქანდაკის ორიგინალ თაბაშირის ყალიბსა და რუდის შტამპს (იგულისხმება საამქრო).

Drouotის აუქციონზე ხუთი ქანდაკება გამოტანილი იქნება შაბათს, ორშაბათსა და სამშაბათს.