მნიშვნელოვანი სიახლეები
როდენის „მუდმივი გაზაფხული“ სარეკორდო თანხად – 20,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

როდენის „მუდმივი გაზაფხული“ სარეკორდო თანხად – 20,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

 ნიუ–იორკში Sotheby's აუქციონზე ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის „მუდმივი გაზაფხული“ 20,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მყიდველის სახელს არ ამჟღავნებენ.

ეს როდენის ქმნილებაში გადახდილი სარეკორდო თანხაა – აქამდე მოქანდაკის ყველაზე ძვირი ნამუშევარი ბრინჯაოს „ღმერთებისგან წვეული“ იყო, რომელიც თებერვალში 16,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

როდენის „მუდმივი გაზაფხული“ 1901 წელს მარმარილოს ერთი მთლიანი ნაჭრისგანაა გამოკვეთილი.

 როგორც ითვლება ეს როდენის მიერ მარმარილოსგან გამოკვეთილი ათი ქანდაკებისგან შემდგარი  სერიის ნაწილი უნდა იყოს. „მუდმივი გაზაფხული“ როდენმა თავისის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში შექმნა და მისი დაუსრულებელი ქმნილების „ჯოჯოხეთის კარიბჭისათვის“ იყო შექმნილი. ეს კომპოზიცია დანტეს „ღვთაებრივი კომედიი“ მიხედვით უნდა შექმნილიყო.

 „მუდმივი გაზაფხული“ ოვიდიუსის პოემის „ფასტების“ სიუჟეტის მიხედვითაა: დასავლეთის ქარის ღმერთის ზეფირის მიერ ახალგაზრდა ქალღმერთის ფლორას მოტაცება.  შიშველი ზეფირი ცალი ხელით ხეს ეყრდნობა, ხოლო მეორე ხელით მუხლებზე მდგარ ფლორას ეხვევა.

საბოლოოდ როდენმა „მუდმივი გაზაფხული“ „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ კომპოზიციიდან ამოიღო, ისევე როგორც მისი ნამუშვერებიდან ყველაზე უფრო ცნობილი ქანდაკება „კოცნა“

 როგორც იძახიან „მუდმივი გაზაფხულის სიუჟეტი“ როდენმა ძალიან სიცოცხლის მოსურნედ მიიჩნია „ჯოჯოხეთის კარიბჭისათვის“.

 მაგრამ საბოლოო ჯამში ნამუშევარი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მისი რამდენიმე ვერსია არსებობს ბრინჯაოში და მარმარილოში შესრულებული.

 undefinedundefined

ნიუ იორკში იგივე აუქციონზე 10,7 მილიონ დოლარად  ფრანგი ნეო–იმპრესიონისტის პოლ სინიაკის „სენ–ტროპე, საპორტო ნაგებობები“ გაიყიდა. ეს ტილო მხატვრის მიერ გამოგონილ პუანტილიზმის ტექნიკით არის შესრულებული.

ეს ნახატი თითქმის 60 წელი ინახებოდა ფილანტროპ ჯონ ლენგლოტ ლოებ–უმცროსის საოჯახო კოლექციაში. იგი მისმა მამამ ასევე Sotheby's აუქციონზე შეიძინა.

კლოდ მონეს მეუღლის ერთ–ერთი ადრეული პორტრეტი „კამილა მწვანე ქოლგით“ 9–12 მილიონ დოლარად შეაფასეს და საბოლოოდ კი 49,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.  მაგრამ კლოდ მონეს ნამუშევრებისათვის ეს ზღვარი არაა. ფრანგი იმპრესიონისტის ყველაზე ძვირი ნამუშევარი „ტბორი წყლის შროშანებითაა“, რომელიც 2008 წელს ლონდონში Christie's  აუქციონზე 80,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.