მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ გადარჩა ბრიტანეთის ერთ-ერთი უიშვიათესი რეფორმამდელი  ნახატი

როგორ გადარჩა ბრიტანეთის ერთ-ერთი უიშვიათესი რეფორმამდელი ნახატი

ჰამილტონ კერის ბრიტანული ინსტიტუტის თანამშრომლებმა ახსნეს, თუ როგორ გადარჩა ნახატი "იუდას ამბორი", რომელიც რელიგიურ რეფორმაციამდე, დაახლოებით 1460 წელს ხეზე დაიხატა. იმ დროის საეკლესიო ხელოვნება თითქმის არ შემორჩენილა. ითვლება, რომ XVI საუკუნის მეორე მეთხედამდე შექმნილი რელიგიური ხელოვნების ნიმუშების 97% განადგურდა. ეს ნახატი კი ხის მეორედ გამოყენებამ გადაარჩინა.

ნახატის "ორმაგი  ცხოვრების" საიდუმლო მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი ნორტჰემპტონის საგრაფოში მდებარე წმინდა მარიამის ეკლესიიდან ფიც–უილიამის მუზეუმში მოხვდა. ეკლესიაში ნახატის შესანახად ცუდი პირობები იყო. მისი ზედაპირი ჭუჭყით და ღამურების ფეკალიებით იყო დაფარული, ამიტომ რაიმეს გარჩევა შეუძლებელი იყო.

undefinedundefined

 მეცნიერებს მთავარი აღმოჩენა ნახატის მეორე მხარეს ელოდათ. იგი ფანერით იყო დაფარული, თანაც იგი ნახატის შექმნის შემდეგ იყო გაკეთებული. მის ქვეშ ფიცრის მეორე მხარეს წარწერების კვალი აღმოაჩინეს. ინფრაწითელმა ფოტოგრაფიამ მათი წაკითხვის და დათარიღების შესაძლებლობა მისცა. სავარუდოთ ნახატის მეორე მხარეს XVI საუკუნის პროტესტანტული ეკლესიის ათი მცნება იყო ჩამოწერილი.

 მეცნიერებმა არ იციან ზუსტად თუ რისთვის დასჭირდათ ფიცრის ხელმეორედ გამოყენება: შესაძლოა ეკონომიის მიზნით, ანდა ამგვარად სცადეს  ნახატის გადარჩენა. თავად იგი XV საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, რისი დადგენაც ხის წლიური რგოლების მეშვეობით შეძლეს. სადღეისოდ ნახატი რესტავრირებულია და მუზეუმშია გამოფენილი.