მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ გადავარჩინოთ ჩინური სული

როგორ გადავარჩინოთ ჩინური სული

ჩინელების წარმოდგენა ადამიანის სულზე განსხვავდება ევროპულისგან: ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ადამიანს ორი სული აქვს და ორივე მოკვდავია. ერთი მათგანია – ჰუნ („აზრიანი სული“, ყველა აღმატებული ადამიანში), მეორეა – პო (ცხოველური სული“, ყველაფერი მდაბალი მასშია). ადამიანის სიცოცხლეში მათ მხოლოდ მატერიალური სხეული აერთიანებს, ხოლო ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ისინი შორდებიან ერთმანეთს. ჰუნი გარდაიქმნება ზეციურ სულად (შენ) და ცაში მიდის, სადაც რამდენიმე ასეული წელი ცხოვრობს, ხოლო შემდეგ ზეცაში გაიბნევა. პო დემონად  (გუი) გადაიქცევა და მიწის ქვეშ ჩადის. იქ ის ცხოვრობს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იგი ნათესავებს ახსოვთ. მის სახელზე შესაწირავს აკეთებენ, რითაც იგი იკვებება. მაგრამ შესაწირავის მიუხედავად, ძველი გუი დროთა განმავლობაში მიწისქვეშა სამყაროს ჭაობში შთაინთქმება. ამიტომაც არაა გასაკვირი, როცა სულების უკვდავებას სხეულის უკვდავებით ცდილობენ (განა ის არ აერთიანებს სულებს). ამ საქმეში მთავარ სპეციალისტებათ ყოველთვის დაოს მისტიკოსები ითვლებოდნენ. ანუ ისინი ვინც თაყვანს სცემდნენ დაოს – სამყაროს შემქმნელ უპირო ძალას, რომელიც ბუდისტურ ნირვანას წააგავდა.  დაოსების მთავარი საქმიანობა იმქვეყნიურ სამყაროსთან ურთიერთობა იყო – ღმერთების და სულების სამყაროსთან. სწორედ იქ გაიგეს მათ უკვდავებისკენ მიმავალ სამ შესაძლო გზაზე, პირველი – დასავლეთის მბრძანებლის სი–ვან–მუს ბაღებიდან  უკვდავების ჯადოსნური ატმის მოპარვა და შეჭმა, მეორე – დაოსების მიერ ალქიმიური გზით მოპოვებული განსაკუთრებული სასმელის დალევა და მესამე, ყველაზე საიმედო და ყველაზე ძნელი –მუდმივი სულიერი სრულყოფა სამყაროს კანონების შეცნობაში. ის ვინც ამას შეძლებს, სიანი– უკვდავი წმინდანი ხდება. სიანები ცაზე ანდა შორეულ აღმოსავლეთის კუნძულებზე ცხოვრობდნენ, მაგრამ დროდადრო მიწაზეც მოდიოდნენ, რათა სასწაულები მოეხდინათ, დაჩაგრულებისთვის შვება მიეცათ და დახმარებოდნენ მათ ვისაც დაოს გზით სიარული სურდა.

დაოსური პანთეონი მრავალ უკვდავს იცნობს, მაგრამ მათგან ყველაზე პოპულარულები არიან ე.წ. ბა სიანი („რვა უკვდავი“), რომელთა შესახებაც უამრავი მოთხრობა და ლეგენდა არსებობს

   ითვლება რომ ბა სიანი (სხვა სიანებისგან განსხვავებით) თითქმის ყოველთვის არიან ადამაინთა სამყაროში, იციან მათი სიხარულის დანაღველის მიზეზები . ისინი ადამიანთა დახმარებას და ჭკუის დარიგებას ცდილობენ. ბა სიანის გამოსახულებას მრავალ ნივთზე შეხვდებით, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება. განსაკუთრებით ბევრია ისინი ჭურჭელზე. ჩვენ მაგალითისათვი XVIII საუკუნის ემალირებული სინი ავიღეთ.

1972 წელს ქალაქ ჩანშას მახლობლად ჩინელმა არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს (ჰუნანის პროვინცია, ცენტრალური ჰუნანი). მთავრის მეუღლის დაის საფლავი იპოვეს, რომელიც ჩვენს წელთ აღრიცხვამდეII საუკუნეში ცხოვრობდა. მისი ხის სამარხი 20 მეტრის სიღრმეში ჩადიოდა და ნახშირისა და თეთრი თიხის სქელი ფენით იყო გალესილი, რომელმაც იგი აბსოლიტურად ჰერმეტული გახადა. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ გარდაცვლილის სხეული განსაკუთრებულად მუმიფიცირდა: ყველა შინაგანი ორგანოს ქსოვილი ელასტიურად შენარჩუნდა. ისტორიკოსები თვლიან, რომ სამარხის შემქმნელები შემდგომში მაგიური რიტუალებით გარდაცვლილის გაცოცხლებას იმედოვნებდნენ.

 undefinedundefined

ლი ტე–გუაი (აფთიაქართა მფარველი) ჩინური ფოლკლორის ერთ–ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ გმირად ითვლება. გადმოცემით იგიVIII საუკუნეში ცხოვრობდა და 40 წელი ეუფლებოდა დაოს ჩჟუნანშანის მთებში (ცენტრალური ჩინეთი). მისი წარმატებები მისტიური წიგნების შესწავლაში იმდენად წარმატებული იყო, რომ მან ისწავლა საკუთარი სხეულიდან გამოსვლა, რათა ასტრალში ემოგზაურა. საუბედუროდ მისი ასტრალში ერთ–ერთი მოგზაურობის დროს მისი უსიცოცხლო სხეული ვეფხვმა დაგლიჯა. უკან დაბრუნებულ დაოსს სასწრაფოდ ვიღაცის სხეული სჭირდებოდა შესასახლებად. გზაზე მას მხოლოდ ახლი გარდაცვლილი მოხუცი კოჭლი მათხოვრის სხეული შეხვდა. სხვა გზა არ იყო, დამას შემდეგ ლი კოჭლობს და რკინის ყავარჯნით დადის, რაც მის ერთ–ერთ ატრიბუტად იქცა (რკინა მაგიური ძალის აიმბოლოა). მისი მეორე ატრიბუტი აყიროა, საიდანაც კვამლი ამოდის – განთავისუფლებული სულის სიმბოლო. აყიროთი ლის სასწაულმოქმედი წამალი დააქვს.

undefined

ლუი დუნ–ბინი (ეკზორცისტებისმფარველი) ცხოვრობდა VIII საუკუნეში და პროვინცია ძინსიას სამმართველოში მსახურობდა, ჩინეთის აღმოსავლეთით. ერთხელ როგორღაც დაოსელ ბერს შეხვდა, რომელთანაც სურვილის ბუნების გამო საუბარი გააბა. ბერის საუბარმა ყველაფერი ამქვეყნიურის ამაოების შესახებ ლუიში მხოლოდ ღიმილი გამოიწვია. მაგრამ მან ღამით თავის მომავალზე სიზმარი იხილა, რომელიც იმედგაცრუებით და უბედურებით იყო აღსავსე. ცივ ოფლში გაღვიძებულმა, ლუი დუნ–ბინი ჩაწვდა თავისი თანამოსაუბრის ნათქვამ ჭეშმარიტებას, დაგადაწყვიტა გასცლოდა სამყაროს. იგი მთებში გაემართა, სადაც განდეგილად ცხოვრობდა. დაეუფლა რა დაოსების სულიერ პრაქტიკას, მან დემონების შელოცვის ძალა მოიპოვა. მას გამოსახავენ ხმლით, რომლითაც იგი უწმინდურებას ჩეხავს. მეორე მისი ატრიბუტია ბუზსაკლავი, რომლითაც მას გარდაცვლილთა გაცოცხლება შეუძლია.

undefined

ჩჟან გო–ლაო (მშობიარეთა მფარველი) ცხოვრობდა იმპერატორ სიუან–ძუნის დროს (VIII საუკუნე). მემატიანეთა თქმით იგი ყველაზე ცნობილი დაოსი–მაგი იყო. ჩჟანი თეთრი ვირით დადიოდა, რომელსაც დღეში 10 000 ლის (5 000 კილომეტრის) გარბენა შეეძლო. როცა ძილის დრო მოდიოდა, იგი თავის ვირს მუყაოს კოლოფივით კეცავდა და უბეში ინახავდა. დილას მუყაოზე წყლის პკურებით ვირს ისევ აცოცხლებდა. ჩჟან გაო–ლაოს მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო. მას ასევე ოჯახში მატებას სთხოვდნენ. ჩჟან გო–ლაოს ატრიბუტია ჟუ–ის კვერთხი. იგი წმინდა ხის ლინჩჟის ტოტს წარმოადგენს, რომელსაც სახლში კეთილდღეობა და მრავალშვილიანობა მოაქვს.

undefined

ლან ცაი–ხე (მებაღეთა მფარველი) მიწიერ ცხოვრებაში Х საუკუნეში გაითქვა სახელი. მას ძირითადათ ბაზარზე ნახულობდნენ, სადაც იგი ნახევრად ფეხშიშველი (მხოლოდ ცალ ფეხზე ეცვა ჩექმა), დახეული ლურჯი ხალათით სიმღერებს მღეროდა. უკან თასმაზე ასხმულ ფულს მოათრევდა, რომელიც მისთვის მიცემულ მოწყალებას წარმოადგენდა. იგი მას ან ლოთობაში ხარჯავდა, ანდა თავისნაირ  მათხოვრებს აძლევდა, ანდა უბრალოდ კარგავდა. ერთხელ როცა ლან ცაი–ხე ხაოლიანის ტბასთან დუქანში სვავდა და ცეკვავდა,  მასთან წერო მოფრინდა. ლან ცაი–ხეს ატრიბუტებია ქრიზანთემებიანი და ბამბუკის ტოტებიანი, ანდა უკვდავების ატმებიანი კალათა (სახელი ლან ჩინურ ენაში სიტყვა „კალათას“ ომონიმია).

undefined

ხან სიან–ძი ცნობილი მეცნიერ–კონფუციანელის IX  საუკუნეში ხან იუის ძმისშვილი იყო. იუი და სინ–ძისაპირისპირო თვისებების მქონები იყვნენ. პირველი – რაციონალისტი იყო, რომელსაც არც დაოსური და არც ბუდისტური სასწაულებისა არ სჯეროდა, მეორე კი მისტიკოსი იყო, რომელიც დაოსურ ფილოსოფიას შეისწავლიდა. მთელი მისი ცხოვრება ბიძასთან და ნაცნობებთან კამათში გაილია. ხან სიან–ძის შეეძლო სასწაულებისმოხდენა: წვიმის გამოწვევა ანდა წყლის ღვინოთ ქცევა. ცად ამაღლების შემდეგ იგი ყველაზე ნაკლებად სტუმრობდა მოკვდავთა სამყაროს. მის ატრიბუტად ითვლება ნიჟარა, რომელზეც იგი აღმოსავლეთის ზღვებში მოგზაურობს. იქ სადაც უამრავი უკვდავი ცხოვრობს. ასევე მისი ატრიბუტია გრაგნილები, განათლებულობის სიმბოლო.

undefined

ხე სიან–გუ (დიასახლისების მფარველი ქალი) – იგი ამ რვიანში ერთადერთი ქალი პერსონაჟია. ხე 14 საუკუნის წინათ დედინაცვლის სახლში ცხოვრობდა, რომელიც მას აშიმშილებდა და დილიდან საღამომდე სამზარეულოში ამუშავებდა. ამის შესახებ შეიტყო ლუი დუნ–ბინმა და ხეს ჯადოსნური „ქარსის ფქვილი“ მოუტანა, რომლის მფლობელიც მუდმივად მაძღარია. როცა ხე წამოიზარდა ლუი მისი სულიერი მოძღვარი გახდა. მისი განსაკუთრებული თხოვნით ციურმა იმპერატორმა იგი უკვდავთა სამყაროში წაიყვანა და ქალღმერთად აქცია. მას ზეციური ჭიშკრის წინ, უკვდავების ატმის ხის ყვავილების ფურცლები უნდა გაებნია. ხე სიან–გუს ატრიბუტია პიონი – სიხარულის სიმბოლო, ასევე აყირო. მასში ხე თავის ცრემლებს ინახავს, რომლებიც დედინაცვლის სახლში დაღვარა – მათ ნაღველის გაფანტვის უნარი შესწევთ.

undefined

ცაო გო–ძიუ  იმპერატორ ჟენძუნის (XI საუკუნე) პირველი მინისტრის შვილი იყო. ბუნებით ფილოსოფოსმა, დაოს აზრებით დაკავებულმა 29 წლის ასაკში მიატოვა სასახლის კარი და სახეტიალოდ გაემართა. იმპერატორმა მას ოქროს ფირფიტა მისცა წარწერით: „გო–ძიუს შეუძლია ყველგან გაიაროს, ისევე როგორც თავად ხელმწიფეს“. პირველსავე ბორანზე, ამ საშვის დანახვაზე გლეხები პირქვე დაემხნენ. მხოლოდ დაოსმა, რომელიც იქვე იდგა თქვა: „თუკი ბერად იქეცი, რას აშინებ ხალხს შენი ძლიერებით?“ ცაოს შერცხვა და ფირფიტა წყალში გადააგდო. ყველა გაოცდა, ხოლო დაოსმა იგი თავისთან წაიყვანა. ცაო გო–ძიუს ოქროს ფირფიტა ბუდისტურ კასტანეტებს ჰგავდა რომელსაც უწმინდური სულების განსადევნად იყენებდნენ. სწორედ ისინი გახდა ცაოს ატრიბუტები. მისი მეორე ატრიბუტია უკვდავების ატამი.

 undefined

ჩჟუნლინ ციუანი (ალქიმიკოსთა მფარველი) – III საუკუნის შუა წლებში მცხოვრები მხედართმთავარი. ქრონიკები ყვებიან, თითქოს ერთხელ ციუანი დასავლეთ საზღვარზე ტიბეტელებთან საომრად გააგზავნეს. გენერალურ ბრძოლაში უპირატესობა ჩინელებს ჰქონდათ, მაგრამ ამ დროს ციდან ლი ტე–გუაი დაეშვა (ფოლკლორი აქ წინააღმდეგობას ვერ ხედავს) და ტიბეტელებს გამარჯვების გზა უჩვენა. ამით მას ციუანის სწორ გზაზე დაყენება სურდა. დამარცხებული ჩჟუნლინ ციუანი მთებში გაიქცა, სადაც განდეგილს შეხვდა. განდეგილმა მას დაოსური სიბრძნე და ალქიმიური საიდუმლოებები ასწავლა. როდესაც ლითონების ოქროდ და ვერცხლად გადაქცევა ისწავლა, ციუანი სახეტიალოდ გაემგზავრა. იგი ყველა გაჭირვებაში ჩავარდნილს ეხმარებოდა. მისი სული ისეთ სიმაღლეებს მისწვდა, რომ ერთხელს მისთვის ციდან წეროც კი დაეშვა (ჩინურ ფოლკლორში წმინდა ფრინველი) და იგი უკვდავებთან წაიყვანა. ჩჟუნლის ატრიბუტია – ალქიმიური საგნებით სავსე ტომარა.