მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ შეძლო დეტექტივმა მოპარული ორ მილიონიანი ხელოვნების ნიმუშის დაბრუნება

როგორ შეძლო დეტექტივმა მოპარული ორ მილიონიანი ხელოვნების ნიმუშის დაბრუნება

შვიდი წლის წინ მე–20 საუკუნის  ორი მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში  დანიის მუზეუმიდან მოიპარეს. ისინი ახლახანს დააბრუნა ადამიანმა, რომელსაც ხელოვანების სამყაროში ინდიანა ჯონსის რეპუტაცია გააჩნია.

ეს ადამიანი გახლავთ ხელოვნების დეტექტივი არტურ ბრენდი, რომელსაც „სუპერ მაძებარსაც“ უწოდებენ. დაბრუნებული ხელოვნების ნიმუშები კი გახლავთ – 1941 წელს დახატული სალვადორ დალის „Adolescence” და პოლონელი მხატვრის თამარა დე ლემპიკას “La musicienne” (1929). წინათ ისინი სამუდამოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ორ განსხვავებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ცხრა თვიანი ფრთხილი თანამშრომლობით ბრენდმა შეძლო მისი წარმატებით დაბრუნება.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მაძებრობა არაა ბრენდის ყოველდღიური საქმიანობა. მისი კომპანია რჩევებს აძლევს კოლექციონერებს ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარების ყიდვაში.

„რასაც კომპანიაში ჩემს სამუშაოს წარმოადგენს ესაა რჩევების მიცემა კოლექციონერებისათვის, რათა არ იყიდონ გაყალბებული ნივთები,“ ამბობს ბრენდი. „ეს ჩემი სამუშაოს 70 პროცენტი გახლავთ. მხოლოდ პატარა პროცენტი ეთმობა მოპარული ნივთების დაბრუნებას.“

ბრენდმა თავისი საქმიანობა 2002 წლიდან დაიწყო. ის თავად გახდათ კოლექციონერი, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გაყალბებულების მფლობელი იყო. მან დაიმეგობრა დანიელი ხელოვნებით უკანონოთ მოვაჭრე მიჩელ ვან რიჯნი, რომელთან ერთადაც პოლიციასთან დაიწყო მუშაობა, როგორც ინფორმატორებმა. ისინი ლონდონში სკოტლანდ იარდისთან, FBI–ისთან და მაღალი დონის გამყალბებლებთან და ხელოვნებით უკანონოთ მოვაჭრეებთან მუშაობდა.

მას მიაჩნია, რომ ფართო ბაზარზე გატანილი ხელოვნების ნიმუშების 30 პროცენტი ნაყალბებია.

„ხშირად მოპარული ხელოვნების ნიმუშების დაბრუნება ვერ ხერხდება, რადგან პოლიციის შიშით ქურდები ნამუშევარს ანადგურებენ, ან უცებ ყიდიან სხვაზე და შემდგომ ის უკვე ისეთი პიროვნების ხელში აღმოჩნება, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს თუ რა შეიძინა, ან ის, რომ მოპარული ნივთი იყიდა. ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მოპარული ნახატის უკან დაბრუნებაა.“

დალის და ლემპიკას ნახატებმა 10–მდე პატრონი გამოიცვალეს 2009 წლიდან მოყოლებული, როცა მუზეუმიდან მოიპარეს. ბრენდს ის ძველ ტილოში გახვეული მიუტანეს. მაგრამ როგორ შეძლო მაძებარმა მათი დაბრუნება? ერთმა კრიმინალურმა ჯგუფმა, რომელსაც ნახატები გააჩნდა სხვა კრიმინალური ჯგუფისგან ნარკოტიკების საფასურად მიიღო. მაგრამ პირველი ჯგუფი უკვე ვეღარ ახერხებდა ნახატების გაყიდვას. ამიტომაც ისინი დაუკავშირდნენ ბრენდს და გარიგება დადეს.

„ამ კრიმინალებს ეგონათ, რომ არსებობენ მდიდარი კოლექციონერები, რომლებიც როგორც ჯეიმს ბონდის ფილმებში დოქტორი ნოუს მსგავსად, დიდ თანხას გადაიხდიდნენ მოპარულ ნახატებში. მაგრამ მსგავსი დოქტორი ნოუ არ არსებობს რეალურად,“ თქვა მან.

ბრენდი თავის თავს არ მიიჩნევს განსაკუთრებულ გმირად, რადგან მისი თქმით მთელი მისი საქმიანობა კრიმინალუ ბანდასა და პოლიციასთან ურთიერთბა იყო.

„თუ ღრმად ჩაეძიები ნახავ, რომ ისინი არ არიან ადამიანები, რომელბიც სერიულ მკვლევებს წარმოადგენენ. ვინც ღამით ქუჩაში გადიან და უბრალო გამლელებს კლავენ. ისინი კლავენ მხოლოდ მაშინ, როცა ამის საჭიროება არსებობს. ამიტომაც მე მხოლოდ მჭირდებოდა  ჩემი სიტყვა არ გამეტეხა, რადგან თუ ამას ვიზამდი, მაშინ კი უკვე სერიოზულ გასაჭირში ჩავვარდებოდი,“ თქმა მაძიებელმა.