მნიშვნელოვანი სიახლეები
რომანი ვულკანთან

რომანი ვულკანთან

იტალიურ კუნძულ სტრომბოლიზე, ერთ-ერთი სახლის კედელზე ფირფიტაა, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ ცხოვრობდა ინგრიდ ბერგმანი, რომელიც 1949 წლის გაზაფხულზე რობერტო-როსელინის ფილმში გადაიღეს.

ძველი რომაელები მას პატივისცემით ხმელთაშუა ზღვის შუქურას ეძახდნენ: ღამის სიბნელეში ვულკანი ჩრდილოეთიდან მომავალ მეზღვაურებს გზას უნათებდა, ეუბნებოდა, რომ სიცილია უკვე ახლოს იყო. აი უკვე რამდენიმე ათასწლეულია სტრომბოლო პერმანენტულად იფრქვევა, კრატერიდან ლავას, ცეცხლსა და გავარვარებული ქანების ნამსხვრევებს ისვრის. მან სახელიც კი მისცა ვულკანური აქტივობის ნაირსახეობას - სტრომბოლისებურს. მოსახლეობა აქ არასდროს არ იყო მრავალრიცხოვანი, XIX საუკუნის ბოლოს მაქსიმუმ 2700 ადამიანი ცხოვრობდა და ეს მაშინ, როცა კუნძული ყვაოდა: ნაყოფიერ ფერდობებზე იზრდებოდა ვაზი და ზეთისხილი, მცხოვრებლები ამუშავებდნენ მიწას და იჭერდნენ თევზს. მაგრამ სერიოზული ამოფრქვევებისა და მიწისძვრების შემდეგ კუნძული დაქვეითდა : ვაზი განადგურდა, ხალხი გაღარიბდა, ბევრმა მიატოვა სახლი და წავიდა.

undefined

 

ასეთი იყო ღმერთისგან მიტოვებული კუნძული, როცა რობერტო როსელინიმ 1949 წელს აქ ფილმის გადაღება გადაწყვიტა. "სტრომბოლი, ღმერთის მიწა" – ეს იყო ფილმის სახელი. მასთან ერთად იყო ინგრიდ ბერგმანი, რომელმაც ერთი წლით ადრე ნეორეალისტს წერილი მისწერა: თუკი თქვენ გინდათ შვედი მსახიობი, რომელიც კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, არ დავიწყნია თავისი გერმანული, ისე რა ესმის ფრანგული, ხოლო იტალიურად იცის მხოლოდ ti amo, მაშინ მე მზადა ვარ მოვიდე და  მონაწილეობა მივიღო თქვენს ფილმში". იტალიურად მთავარი სიტყვები ბერგმანს ეყო: ფილმის კეთებისას, მსახიობსა და რეჟისორს კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი და დიდი რომანი გადახდათ.

შეყვარებულებს საერთაშორისო სკანდალი ელოდათ, ძველ მეუღლეებთან განქორწინება, პროფესიული წარუმატებლობა და რამდენიმე წელი მძიმე ცოლ-ქმრული ბედნიერება სამ ბავშვთან ერთად.

ინგრიდს აძაგებდნენ, გაზეთები, ეკლესია და აშშ-ს კონგრესი. მის ფილმებს ბოიკოტს უწევდნენ, მაგრამ აქ სტრომბოლის ნათელი ცის ქვეშ იგი ბედნიერი იყო. ხოლო კუნძული კინემატოგრაფიული ვნების დახმარებით ნელნელა აღორძინდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ აქ ტურისტებმა მთელი მსოფლიოდანდა იწყეს სვლა. ისინი მოდიან, რათა ავიდნენ ვულკანის წვერზე, დაეშვნენ და დაჯდნენ რესტორან  Ritrovo Ingrid-ში, მოძებნონ ვიქტორ-ემანუელის ქუჩაზე წითელი სახლი ნომერით 22, მასზე მიმაგრებული ფირფიტა და ნახონ მთელს იტალიაში ყველაზე ნათელი ცა.