მნიშვნელოვანი სიახლეები
რომში არჩიმბოლდოს პირველი გამოფენა გაიმართება (+ვიდეო)

რომში არჩიმბოლდოს პირველი გამოფენა გაიმართება (+ვიდეო)

აღორძინების ხანის ხილ-ბოსტნეულის ფანტაზიები რომის ბარბერინის სასახლეში. იტალიის დედაქალაქში პირველად გაიხსნა გვიანი აღორძინების ხანის ყველაზე იდუმალი მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრების გამოფენა. მისი ხელოვნების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მე-16 საუკუნის შუა ხანებზე მოდის, როცა მხატვარი მხატვრული ექსპერიმენტების მოყვარული  ავსტრიის იმპერატორების კარზე მოღვაწეობდა. სწორედ ამიტომ ამ გამოფენის დიდი ნაწილი ვენის მუზეუმებიდან არის.

ექსპოზიცია არჩიმბოლდოს ასამდე ნამუშევარს ითვლის. მათ შორისაა ცნობილი პორტრეტები  - კომოს კათედრალური ტაძრის გობელენები, მილანის ტაძრის ვიტრაჟების დეტალები, საბალო კოსტუმების აკვარელები და სამკურნალო მცენარეების ფანქრით შესრულებული ჩანახატები.

არჩიმბოლდოს გამოფენა რომის ბარბერინის სასახლეში 11 თებერვლამდე გაგრძელდება.