მნიშვნელოვანი სიახლეები
როსტოვის თეატრში სტალინზე, როგორც „ნათელ ბელადზე“ სპექტაკლს დადგავენ

როსტოვის თეატრში სტალინზე, როგორც „ნათელ ბელადზე“ სპექტაკლს დადგავენ

როსტოვის მაქსიმ გორკის სახელობის აკადემიური თეატრი იოსებ სტალინზე სპექტაკლს დადგამს.

თეატრის საიტზე ნათქვამია, რომ ბიოგრაფიულ დრამას „სტალინი მესაათე“ ერქმევა. სპექტაკლი დრამატურგ ვლადიმერ მალიაგინის პიესის მიხედვით იქნება დადგმული. სპექტაკლის პრემიერა მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.

 თეატრის მხატვრული ხელმძღვანელის ალექსანდრე პუდინის სიტყვებით, სპექტაკლში სტალინის გარდა გამოყვანილი იქნება მისი დედა, ცოლი ნადეჟდა ალილუევა, ქალიშვილი სვეტლანა და ვაჟი ვასილი. ასევე ბევრი მისი თანამებრძოლი - ლავრენტი ბერია, გიორგი ჟუკოვი და სხვები. „და ყოველი მათგანი მას თავის პრეტენზიებს წარუდგენს“, - აცხადებს პუდინი.

 „იგი ძლიერ სასტიკი და დაუნდობელი იყო. მაგრამ ამის მიუხედავად,  ხასიათის სირთულისა და ნათესავებთან და ახლობლებთან დამოკიდებულებისა, ეს ადამიანი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდა“, - ხაზს უსვამს პუდინი.

პუდინი პირველი რეჟისოსრი არაა, რომელიც ამ ბოლო თვეებში სტალინის ფიგურით დაინტერესდა.

 სანკ-პეტერბურგის თეატრ „ბალტიის სახლში“ უკვე გადის სპექტაკლი „სტალინი. ღამე“. პიესის ავტორი და რეჟისორია ლეონიდ ალიმოვი. პიესა საბჭოთა მწერალი-დისიდენტის ვიქტორ ნეკრასოვის ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი.

აგვისტოს ბოლოს ახალგაზრდა სტალინის შესახებ პიესის დადგმის სურვილი ალექსანდრეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერი ფოკინმაც განაცხად