მნიშვნელოვანი სიახლეები
რუბენსი და მისი მემკვიდრეობა (+ვიდეო)

რუბენსი და მისი მემკვიდრეობა (+ვიდეო)

ლონდონში, სამეფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა ცნობილი ფლამანდრიელი ოსტატის, პიტერ პაულ რუბენსის ნამუშევრების გამოფენა.

რუბენსის მემკვიდრეობა ძალიან შთამბეჭდავია, იგი მეტ–წილად ცნობილია ფუშფუშა ფორმების მქონე ქალების ნახატებით. გენიოსი მხატვრის სტილმა, მანერამ, მსოფლიოაღქმამ და მხატვრულმა სტუდიამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა სხვა მხატვრებზე. სწორედ ამიტომ ამ მხატვართა ნამუშევრებიც შევიდნენ ექსპოზიციის ერთ–ერთ განყოფილებაში.

ნიკო ვამ ჰოუტის, ექსპოზიციის კურატორის თქმით, რუბენსი მოძრაობას, ფერს, მგრძნობელობას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. იგი  აღმერთებდა სიცოცხლეს, და ეს მოზეიმე  ვიტალობა გამოკრთის არა მხოლოდ მის ნახატებში, არამედ მისით  სავსეა რუბენსის ჩანახატები, ესკიზები. „ფაქტობრივად, მისი ცხოველმყოფელობა გამომდინარეობს კონტურების შერევით. კონტურები, რომლებიც არც ისე მკაფიოდ გამოიყოფა მეტწილად მის გვიან ნამუშევრებში, შთააგონებდნენ და გავლენას ახდენდნენ ბევრ ხელოვანზე თუ როგორ გამოესახათ მოძრაობა ბრტყელ გამოსახულებაში და არა კინო. დიახ, ეს რთული საქმეა, რომელიც შეიძლება მიიღოთ კონტურების შერევის გზით.“

 გამოფენის მონაწილე მხატვარი ჯენი სავილი (Jenny Saville), რომელსაც შესრულებული აქვს უამრავი ფერწერულ ნამუშევრები ზეთში,  ნიუს ჟანრში, კურატორობს La Peregrina–ს, რუბენსისა და მისი მემკვიდრეობის პერსონალურ და თანამედროვე ეპოქის რეაქციას. La Peregrina მოიცავს მე-20 და 21-ე საუკუნის მხატვრების ნამუშევრებს, რომელთაც განიცადეს რუბენსის გავლენა, მათ შორის პაბლო პიკასო, ფრენსის ბეკონი, სარა ლუკასი და ლიუსიენ ფრეიდი.

გამოფენა ლონდონში გასტანს 10 აპრილამდე.