მნიშვნელოვანი სიახლეები
რუბენსის „ბეწვეული“: MA-XRF სკანერმა გასაოცარი საიდუმლო გამოავლინა

რუბენსის „ბეწვეული“: MA-XRF სკანერმა გასაოცარი საიდუმლო გამოავლინა

‘Het Pelsken’ (ბეწვეული), რუბენსის მეორე ცოლის ჰელენა ფოურმენტის ყველაზე შესანიშნავი და ინტიმური პორტრეტია, რომელზეც ახლახანს გასაოცარი საიდუმლო გამომჟღავნდა. ლოვენის და ანტვერპენის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ანალიზისას გამოიყენეს MA-XRF სკანერი, რომელიც განათებას იყენებს ნახატში სხვადასხვა ქიმიურ ელემენტების ფენებს შორის განსხვავების გამოსამჟღავნებლად. ამან აჩვენა, რომ ნახატის მარჯვენა მხარეს თავდაპირველად იყო დახატული შადრევანი. ეს იყო ორ სართულიანი ფანტანი და ჰელენას მხრებამდე წვდებოდა. მისი შუა ნაწილი ლომის თავით იყო შემკული, რომლის პირიდან  წყალი გადმოდიოდა. აღსანიშნავია პატარა მშარდავი ბიჭის ქანდაკება შადრევნის საყრდენთან. ამ დამალულმა ელემენტებმა პორტრეტს მისცა განსაკუთრებული ეროტიკული მნიშვნელობა და შესაძლოა სწორედ ესაა მიზეზი შემდგომ თუ რატომ გადააწერეს ზემოდან.

undefined

undefined

ამ გასაოცარმა პორტრეტმა მრავალი ადამიანის ინტერესი გამოიწვია, რადგან რუბენსის ცოლი დახატულია ზუსტი ზომით, მთლიან სიგრძეში და სანახევროდ არის გახვეული ბეწვის მოსასხამში, ასევე მის მაყურებელს პირდაპირ თვალებში უყურებს. ხელოვნებათმცოდნეები ათწლეულების განმავლობაში ცხილობდნენ გაეგოთ „ბეწვეულის“ მნიშვნელობა და ფუნქცია. ეს გამოკვლევა მოითხოვა პროფესორმა კათლინ ვან დერ სთიგჰელენმა. მან წარმოადგინა ეს აღმოჩენა გერლინდე გრუბერთან თანამშრომლობით, რომელიც ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმიდანაა. მშარდავი ბიჭის მოტივი ანტიკური ხანიდანაა ცნობილი და ხშირად იყო გამოყენებული რენესანსის მხატვრების მიერ, როგორებიც არიან  ლორენცო ლოტო და მიქელანჯელო. ისინი იყენებდნენ მას როგორც ვნების და სექსუალური ერთობის მეტაფორად. ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ნახატი იყო განკუთვლინი საძინებლისთვის, მხოლოდ რუბენსისა და მისი ცოლის დასანახად.

„ბეწვეული“ ინახება ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში, მაგრამ ეხლა გამოფენილია ანტვერპენში გამოფენაზე სახელწოდებით რუბენსი პირადულად: ოსტატი ხატავს თავის ოჯახს.