მნიშვნელოვანი სიახლეები
რუბენსის დაკარგული ტილო შოტლანდიაში აღმოაჩინეს

რუბენსის დაკარგული ტილო შოტლანდიაში აღმოაჩინეს

პაულ რუბენსის ფერწერული ტილო, რომელიც 400 წელი დაკარგულად ითვლებოდა და რომელზეც პირველი ჰერცოგ ბეკინგემის პორტრეტია გამოსახული შოტლანდიაში, გლაზგოს მუზეუმში აღმოაჩინეს. ადგილობრივმა ხელოვნებათმცოდნემ დაამტკიცა, რომ ნახატი, რომელიც მთელი ეს წლები ოროგინალის გვიანდელ ასლად მიაჩნდათ, ნამდვილად რუბენსის ხელს ეკუთვნის.

 თანამედროვე ტექნოლოგიები ისტორიის ბევრ საიდუმლოს ხსნის ფარდას და მეცნიერებს მსოფლიო კულტურის საგანძურის აღმოჩენაშ მიეხმარება. მორიგი ამგვარი აღმოჩენა სერ ჯორჯ ვილერსის, პირველი ჰერცოგ ბეკინგემის პორტრეტი გახდა, რომელიც პიტერ პაულ რუბენსის მიერაა შესრულებული.

ნახატი გლაზგოს მუზეუმში იმყოფებოდა და 1625 წლის ორიგინალის გვიანდელ ასლად მიაჩნდათ. ორიგინალი კი ასობით წელი დაკარგულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნეოდა.

ადგილობრივმა ხელოვნებათმცოდნე ბენდორ გროვენორმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ტილო ნამდვილად ფლამანდელი მხატვრის ხელითაა დახატული. მან ნახატი დაგროვილი ჭუჭყისა და მოგვიანებით დადებული საღებავებისგან გაწმინდა. აღდგენილი ნახატი ორიგინალად აღიარეს.