მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთში რომანოვების დინასტიის შესახებ „სამეფო კარის თამაშების“ ანალოგს გადაიღებენ

რუსეთში რომანოვების დინასტიის შესახებ „სამეფო კარის თამაშების“ ანალოგს გადაიღებენ

კინოკომპანია Russian Film Group–ს ისტორიულ პროექტს იწყებს – „აყვავების ეპოქა“. იგი რომანოვების დინასტიას მიეძღვნება და  პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ რუსული ანალოგი გახდება.

„ისტორიული პროექტი „აყვავების ეპოქა“  შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ ანალოგად ჩავთვალოთ. ჩვენ შევისწავლეთ ამ პროექტის ბიზნეს–მოდელი, ბევრი ვისაუბრეთ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებთან. ისევე როგორც ამ სერიალში, ჩვენც რამდენიმე რეჟისორი და ოპერატორი  გვეყოლება, რომელთაგან თვითოეული თავის პერსონაჟებს გადაუღებს“, – ჰყვება კომპანიის ხელმძღვანელი ალექსეი პეტრუხინი.

სულ დაგეგმილია 12 სერიიანი 12 სეზონის გადაღება. „აყვავების ეპოქაში“ მოქმედება ე.წ. „არეულობის ხანაში“ დაიწყება

პროექტის მხატვრული ხელმძღვანელი რეჟისორი ოლეგ სტეპჩენკო იქნება, რომელიც ცნობილია ფილმით „ვიი3D“.

სერიალს წინ წარუძღვება სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ეკრანებზე 2017 წელს ვიხილავთ.

რომანოვების შესახებ სერიალის პირველი სეზონი 2018 წლის დასაწყისში გამოვა.