მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთის საბაჟომ პიკასოს ნახატი დააკავა

საფრანგეთის საბაჟომ პიკასოს ნახატი დააკავა

პაბლო პიკასოს ნახატი, რომელიც  დაახლოებით 27,4 მილიონ დოლარადაა შეფასებული,  კორსიკაზე ფრანგმა მებაჟეებმა ამოიღეს.

„ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“, ერთ–ერთი ყველაზე „ძვირიანი“ მხატვრის ნამუშევარი, აღმოჩენილი იყო  გემზე, რომლის კაპიტანი ამტკიცებდა, რომ სურათი ესპანეთიდან  შვეიცარიაში  მფლობელის ნებართვით მიჰქონდა.

თუმცაღა  ოფიციალური ცნობა გატანის შესახებ ვერ წარმოადგინეს. უფრო მეტიც, სურათის თანდართულ საბუთებში მებაჟეებმა აღმოაჩინეს ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იკრძალებოდა ნახატის ქვეყნის გარეთ გატანა.

ფერწერული ტილო ეკუთვნის ესპანელ ბანკირს ჰაიმე ბოტენს, მაგრამ ესპანეთის ხელისუფლება ეროვნულ საგანძურად თვლის. ამჟამად ფრანგი მებაჟეები ელოდებიან ოფიციალურ მოთხოვნას ესპანეთის მთავრობისგან ნახატის უკან დაბრუნების თაობაზე.