მნიშვნელოვანი სიახლეები
საჰაერო განგაში

საჰაერო განგაში

აუწერელი საშინელება, გულისგამგმირავი მოთქმა... ეს ნახატი გიჟის ჰალუცინაცია გეგონება. მაგრამ ედვარდ მუნკის „ყვირილი“ – ეს შიშის სპონტასნური გამოსახულება სულაც არაა, არამედ დაფიქრებით მოგროვებული რეალური შთაბეჭდილებების კოლექციაა, რომლებიც დოკუმენტური სიზუსტით ტილოზეა გადატანილი.

ნორვეგიელი მხატვრის ყველაზე ცნობილ ნახატზე მისთვის კარგად ცნობილი ადგილია გამოსახული – გზა ეკებერგის ბორცვის გაყოლებით. საღებავებში გადმოცემულ ამბავს მუნკი პირველად დრიურში 1892 წლის 22 იანვარს ახსენებს: „მე ორ მეგობართან ერთად ვსეირნობდი – მზე ჩასვლისათვის ემზადებოდა. მოწყენილობამ შემიპყრო. უცბათ ცა სისხლისფერ–წითელი გახდა. მე გავჩერდი და ძალაგამოცლილი მოაჯირს მივეყუდე – სისხლი და ცეცხლის ენები შავ–ლურჯი ფიორდის და ქალაქის თავზე აელვარდა. მეგობრები აგრძელებდნენ თავიანთ გზას, მე კი გაუნძრევლად ვიდექი. შიშისგან ვკანკალებდი.  ბუნების საშინელი უსასრულო ყვირილი შევიგრძენი“. შთაბეჭდილებები ცხელ კვალზე არაა დაფიქსირებული. მუნკის არქივში არის მხატვრის ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ციკლის „ცხოვრების ფრიზის“ პირველი ნახატები, რომელთა შორის 1893 წელს შესრულებული „ყვირილიც“ შედის, 1884 წლის მოგონებებს ასახავენ.

რატომ შეინახა მეხსიერებაში მუნკმა ცხრა წლის წინანდელი დაისის მოგონება, როგორც განსაკუთრებული? ასეთი საღამოები სკანდინავიაში, ხომ იშვიათი არაა? 2003 წელს ფიზიკოსმა რასელ დეშერმა და ასტროფიზიკოსმა დონალდ ოლსონმა ამას ახსნა მოუძებნეს. 1883 წელს ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს ძლიერი ამოფრქვევა მოხდა, რომელმაც 36 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ატმოსფეროს ზედა ფენებში დიდი რაოდენობით ვულკანური ფერფლი ამოიფრქვა. მისმა ნაწილაკებმა მზის სხივები გაფანტეს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არნახული სისხლივით წითელი დაისი გამოიწვია. ამგვარი უცნაური მზის ჩასვლები რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ამ უჩვეულო მოვლენის შესახებ ასობით მოწმის შთაბეჭდილებები არსებობს დღიურებსა და პრესაში. თემზის ნაპირებზე აპოკალიფსური დაისის  ნახატებს ხატავდა ინგლისელი მხატვარი უილიამ ეკსროფტი. ხოლო პენსილვანიურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარკვევის ავტორმა ცაზე ამერიკული დროშის ზოლები დაინახა. ფერების ამგვარ გადარევას 1883 წლის ნოემბრიდან 1884 წლის თებერვლის ჩათვლით ნორვეგიის დედაქალაქის მცხოვრებლებიც ხედავდნენ. სწორედ ოსლოში ცხოვრობდა იმ დროს მუნკი. ამგვარად ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევამ არა მარტო ატმოსფეროზე იქონია გავლენა, არამედ ხელოვნებაზეც.

 1 სახე. წინ აპლანზე მუნკმა შიშით შეძრული საკუთარი თავი გამოსახა. პერსონაჟის სახე მოკლებულია ინდივიდუალურ ნიშნებს: ნებისმიერი ადამიანის სახეს იგივე გრძნობები ასეთივე საშინელი ნიღბით დაფარავდა. პროფესორი რობერტ როზენბლუმი, მუნკის ხელოვნების სპეციალისტი, ამტკიცებდა, რომ საშინელი თავის ქალას მსგავსი სახე – ეს მხატვრის გონებაში აღბეჭდილი ინკური მუმიის პროექციაა, ღია პირით და ლოყებზე მიდებული ხელებით.  ამ მუმიის ნახვა, რომელიც დღესაც საფრანგეთის  ადამიანის მუზეუმში ინახება, მუნკს 1889 წელს შეეძლო, როცა იგი პარიზში ტროკადეროს გამოფენაზე იმყოფებოდა.

 undefinedundefined

2 ხელები. ყურებზე მიფარებული ხელის გულები, – მუნკის ნახატებში ხშირად მეორდება. ეს ჯესტი მიუთითებს ადამიანის მცდელობაზე, დაიცვას თავი მზარდი საშინელებისაგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ბუნების ყვირილისგან“.

undefined

3 ტალღისებური ხაზები. თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი თომას მესერის ჰიპოთეზით, ამგვარი მანერით მუნკი ბგერითი ტალღების არსებობის ვიზუალიზაციას ახდენდა.

 undefined

4 ხალხი. მარტოობის თემა ნახატის ტრაგიზმს აძლიერებს. მხატვრის ორი მეგობარი წინ წავიდა: ისინი მთავარი გმირის შეგრძნებებს არ იზიარებენ, რომელიც დანახულისგან ერთ ადგილზეა გაშეშებული.

 undefined

5 ფიორდი, იმ ადგილიდან სადაც პერსონაჟი დგას ნორვეგიის დედაქალაქის ქრისტიანიის (1924 წლიდან ოსლო) და ფიორდის ხედი იშლება, სამეფო სასახლესთან ერთად. ეს მუნკისათვის ჩვეული ლანდშაფტია. ქრისტიანიაში მხატვარი დაიბადა და დიდხანს ცხოვრობდა.

 undefined

6 ჩრდილი. ხელოვნების გერმანელი ისტორიკოსის ულრიჰ ბიშოფის აზრით, ჩრდილი მუნკისათვის პირველ რიგში წარსულის და სიკვდილის სიმბოლოა. მხატვრისათვის ეს ორი რამ ერთმანეთთანაა კავშირში: ბავშვობაში მან დედის და უფროსი დის სიკვდილი გადაიტანა.

 undefined

7 გზა. ჰორიზონტს მიღმა მიმავალი გზა ეს“სიკვდილისკენ მოგზაურობაა“ – მხატვრის შემოქმედებაში ერთ–ერთი აკვიატებული მოტივი. რაც შეეხება ეკებერგის ბორცვის მახლობლად რეალურ გზას, მის ბოლოში ქალაქის მთავარი სასაკლაო და ფსიქიატრიული საავადმყოფო მდებარეობდა, სადაც მუნკის „ყვირილზე“ მუშაობის დროს მისი უმცროსი და ლაურა მკურნალობდა. მუნკის ბიოგრაფი სიუ პრიდო მიიჩნევს, რომ მხატვართან საშინელების შეგრძნება ამ გზასთანაც ასოცირდებოდა, ვინაიდან ნახატზე გამოსახულ ადგილას კარგად ისმოდა ცხოველების და სულით ავადმყოფთა ყვირილი.

 undefined

8 ცა. უჩვეულო დაისი მუნკს აშინებდა არა მარტო მხედველობითი ასოციაციით სისხლთან და ხანძართან. მხატვრის თანამედროვე მეცნიერები უკვე უკავშირებდნენ სისხლისფერ მზის ჩასვლას ინდენეზიური ვულკანის ამოფრქვევას.