მნიშვნელოვანი სიახლეები
საიდუმლოება „კივილის“ ნახატის უკან (+ვიდეო)

საიდუმლოება „კივილის“ ნახატის უკან (+ვიდეო)

ედვარდ მუნკის ნახატი „კივილი“ ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი სახელგანთქმული ნამუშევარია.

მიუხედავად თავისი პოპულარობისა, ნახატის გარშემო უკვე 100 წელზე მეტია რაც მრავალი კითხვა არსებობს - თუნდაც, უცნობი თეთრი ნიშანი მთავარი ფუგირის გვერდზე.

აქამდე ზოგს ეგონა იგი ჩიტის მიერ იყო დასვრილი, მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ცვილი არის.

ედვარდ მუნკმა ნახატის ოთხი ვერსია დახატა 1893 და 1910 წლებს შორის. ყველაზე სახელგანთქმული „კივილი“, რომლის  ცა  ფორთოხლისფერი ფონით არის,  მდებარეობს ნორვეგიის ნაციონალურ მუზეუმში.

ეს არა მარტო ყველაზე სახელგანთქმული,  არამედ ასევე ერთადერთი ვერსიაა უჩვეულო თეთრი ნიშნით. აქამდე ის ჩიტის მიერ მოთხვრილად ითვლებოდა, რადგან მხატვრები ხშირად შენობის გარეთ მუშაობდნენ და ნახატი შეიძლებოდა ფრინველების ახლოს ყოფილიყო.

მკვლევარებმა ნახატი შესწავლისას მიკრო X-სხივების სკანერში გაატარეს, რომლითაც მატერიალის კომპოზიციის ანალიზი ჩაატარეს.

სკანირებით დადგინდა, რომ საღებავში არ იყო კალციუმის შემადგენლობა. მიკრო ნიმუშები ჰამბურგში სამომავლო ანალიზისთვის წაიღეს.

თეთრი ლაქა ცვილისგან უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს მუნკს შემთხვევით სანთელიდან გადმოეღვარა, როცა სტუდიაში მუშაობდა.

ეს შესაძლოა ზოგისთვის თითქოსდა უმნიშვნელო აღმოჩენა იყოს, მაგრამ ამით მეცნიერებს საშუალება მიეცათ გაიგონ თუ რა გარემოში შეიქმნა ნახატი.