მნიშვნელოვანი სიახლეები
სალვადორ დალის ცნობილ ნახატში დაფარული 10 იდუმალი სიმბოლო

სალვადორ დალის ცნობილ ნახატში დაფარული 10 იდუმალი სიმბოლო

1929 წლის აგვისტოში ახალგაზრდა დალი გაეცნო მის მომავალ მეუღლეს და მუზას – გალას. მათი კავშირი მხატვრის განუმეორებელი წარმატების საფუძველი გახდა, დიდი გავლენა იქონია რა მის შემდგომ შემოქმედებაზე. ამ გავლენის შედეგია ნახატი „მეხსიერების იგივეობა“.

undefined

რბილი საათები – არაწრფივი,სუბიექტური დროის სიმბოლო, რომელიც თავისთავად მიედინება და სივრცეს არათანაბრად ავსებს. სამი საათი ნახატზე, ეს წარსული აწმყო და მომავალია. „თქვენ მეკითხებით მე, წერდა დალი ფიზიკოსს პრიგოჟინს, – ვფიქრობდი თუ არა მე აინშტეინზე, როცა ვხატავდი რბილ საათებს (იგულისხმება ფარდობითობის თეორია). მე გაძლევთ უარყოფით პასუხს, საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია აბსოლუტურად ნათელი იყოჩემთვის სივრცისა და დროის კავშირი, ამიტომ რაიმე განსაკუთრებული ჩემთვის ამნახატში არ იყო, იგი ისეთივე იყო როგორც ბევრი სხვა...  ამას შემიძლია დავუმატო ის, რომ მე ბევრს ვფიქრობდი ჰერაკლიტეზე (ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, რომელსაც მიაჩნდა რომ დრო აზრის დინებით იზომება). სწორედ ამიტომ ჩემს ნახატს „მეხსიერების იგივეობა“ ჰქვია. დროისა და სივრცის ურთიერთკავშირის მეხსიერება“.

undefined

წამწამებიანი გადღლაბნილი ობიექტი – ეს მძინარე დალის ავტოპორტრეტია. სამყარო ნახატზე – ეს მისი სიზმარია, ობიექტური სამყაროს სიკვდილი, გაუაზრებლის ზეიმი. „სიზმარს სიყვარულსა და სიკვდილს შორის ურთიერთკავშირი აშკარაა, – წერდა მხატვარი ავტობიოგრაფიაში. – სიზმარი  არის კიდევაც სიკვდილი ანდა სულ მცირე რეალობიდან გამოთიშვა, ანდა რაც უფრო უკეთესია , ესაა რეალობის სიკვდილი, რომელიც ასევე კვდება სასიყვარულო აქტის დროს“. დალის აზრით, სიზმარი ქვეცნობიერს ანთავისუფლებს, ამიტომ მხატვრის თავი იდღლაბნება, დნება როგორც მოლუსკი, – ეს მისი დაუცველობის დასტურია. მხოლოდ გალამ, იტყვის იგი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, „იცოდა რა ჩემი სისუსტე, დამალა ჩემი მარტოსული მოლუსკის რბილობი ნიჟარა–სიმაგრეში, და ამით დამიცვა“.

undefined

მყარი საათი – დევს ციფერბლატით ქვემოთ – ობიექტური დროის სიმბოლო.

undefined

ჭიანჭველები – ლპობისა და გახრწნის სიმბოლო. ნინა გეტაშვილის, რუსეთის ფერწერის, ძერწვის და არქიტექტურის აკადემიის პროფესორის, სიტყვებით „ჭიანჭველების ფუთფუთი ღამურის ნეშტში და აქედან მიღებული ბავშვურმა შთაბეჭდილებამ, ასევე თავად მხატვრის შექმნილმა მოგონებამ მოცურავე ჩვილ ბავშვზე, ჭიანჭველებით უკანა ტანში, სამუდამოდ ჩამოუყალიბა მხატვარს ამ მწერის მის ნახატებში მუდმივად აკვიატებული ყოფნა. მარცხნივ მყოფ საათზე, ერთადერთ მყარ საათზე, ჭიანჭველები, ემორჩილებიან რა ქრონომეტრის დანაყოფებს, ასევე ქმნიან მკვეთრ ციკლურ სტრუქტურას. მაგრამ ეს არ ფარავს იმ აზრს, რომ ჭიანჭველები მაინც ხრწნის მანიშნებლები არიან“. დალის სიტყვებით წრფივი დრო თავის თავს ჭამს.

undefined

ბუზი – ნინა გეტაშვილის სიტყვებით, „მხატვარმა მათ ხმელთაშუაზღვის ფერიები უწოდა. „ერთი გენიოსის დღიურში“  დალი წერდა: „ისინი ბერძენი ფილოსოფოსების შტაგონებას წარმოადგენდნენ, რომლებიც  ბუზებით გარსშემოხვეულნი, ცხოვრებას მზის ქვეშ ატარებდნენ.

undefined

ზეთისხილი – მხატვრისათვის იგი ანტიკური სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც სამწუხაროდ წარსულს ჩაბარდა (ამიტომ ხე გამხმარია ნახატზე).

undefined

კრეუსის კონცხი – ეს კონცხი ხმელთაშუა ზღვის კატალონიის სანაპიროზეა. ქალაქ ფიგერასის ახლოს,სადაც დალი დაიბადა. მხატვარი ხშირად გამოსახავდა მას ნახატებზე. „აქ, – წერდა ის, – გრანიტის კლდეში ჩემი პარანოიდალური მეტამორფოზის თეორიაა განსახიერებული... ეს გაყინული, აფეტქებით ყალყზე დამდგარი ღრუბლები თავის ყველა იპოსტასში, სულ უფრო ახლებში – საკმარისია ოდნავ შეცვალო ხედვის კუთხე“.

undefined

ზღვა – დალისთვის უკვდავების და მარადიულობის სიმბოლოა. მხატვარს იგი მოგზაურობისათვის საუკეთესო გარემოდ მიაჩნდა,სადაც დრო არა ობიექტური სიჩქარით მიედინება, არამედ მოგზაურის ცნობიერების შინაგან რიტმთან შეხამებული.

undefined

კვერცხი –  როგორც ნინა გეტაშვილი თვლის, მსოფლიო კვერცხი დალის შემოქმედებაში სიცოცხლის სიმბოლოა. მისი სახე მხატვარმა ორფიკებისგან–ძველი ბერძენი მისტიკოსებისგან ისესხა. ორფიული მითოლოგიის მიხედვით მსოფლიო კვერცხისგან იშვა პირველი ორსქესა ღვთაება ფანესი, რომელმაც შექმნა ადამიანები. ხოლო მისი კვერცხის ორი ნაჭუჭისგან წარმოიქმნა მიწა და ცა.

undefined

სარკე – მარცხნივ,ჰორიზონტალურად მდებარე. ეს ცვალებადობის და არაერთგავროვნების სიმბოლოა, რომელიც მორჩილად აირეკლავს როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ სამყაროს.