მნიშვნელოვანი სიახლეები
სამი თვე ვენეციის ერთ-ერთ მუზეუმში

სამი თვე ვენეციის ერთ-ერთ მუზეუმში

პეგი გუგენჰაიმის მუზეუმი, რომელიც ვენეციაში დიდ არხზე, პალაცო ვენიერ-დეი-ლეონიში მდებარეობს, მსურველებს  ერთი-სამი თვით ანაზღაურებად სტაჟირებაზე იწვევს.

 სტუდენტებს (ანდა კურსდამთავრებულებს), რომლებიც  ხელოვნებას, თანამედროვე ხელოვნებას ანდა სამუზეუმო საქმიანობას  სწავლობენ, 2017 წელს ვენეციაში პეგი გუგენჰაიმის მუზეუმში სტაჟირების გასავლელად სტიპენდიას სთავაზობენ. სტიპენდია 800 ევროს შეადგენს. მუზეუმი მზადაა ისინი ერთი-სამი თვით დაასაქმოს.

 თქვენ იმუშავებთ გალერეაში, სადაც ამერიკელი მოდერნისტების, იტალიელი ფუტურისტების, აბსტრაქციონისტების და სურეალისტების ასზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი. თქვენ ჩაატარებთ ექსკურსიებს, ღონისძიებებს და პრეზენტაციებს, მონაწილეობას მიიღებთ სემინარებში და კონფერენციებში და რაც მთავარია იმოგზაურებთ. ითხოვენ ინგლისურის თავისუფალ და იტალიურის (საწყის დონეს) ცოდნას. ასევე უნდა გქონდეთ მუზეუმში მუშაობის დიდი სურვილი.

 სტაჟიორმა უნდა მოაგროვოს დოკუმენტების პაკეტი (განაცხადი ინგლისურ ანდა იტალიურ ენაზე, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი ერთ ფურცელზე, ორი რეკომენდაცია) და გააგზავნოს ფოსტით.

   იმისათვის, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში სტაჟირება გაიაროთ (დაესწრებით ტრადიციულ ვენეციურ კარნავალს), საბუთები 2016 წლის 14 ოქტომბრამდე უნდა გააგზავნოთ. თუკი სტაჟირება წლის მეორე ნახევარში გსურთ გაიაროთ, მაშინ საბუთები 2 დეკემბრამდე უნდა გააგზავნოთ.