მნიშვნელოვანი სიახლეები
სან-მარკოს ბიბლიოთეკა: უძველესი მანუსკრიპტების საგანძური

სან-მარკოს ბიბლიოთეკა: უძველესი მანუსკრიპტების საგანძური

იტალიურ ქალაქ ვენეციაში სამ-მარკოს (წმ.მარკოზის) მოედანზე ბევრი საქვეყნოდ ცნობილი შენობაა. ყველაზე სახელგანთქმულები მათ შორიაა წმ. მარკოზის ბაზილიკა კათედრალი და ზარებიანი კოშკი. წმინდა მარკოზი ქალაქის მფარველად ითვლება, ამიტომაც მრავალი შენობა მის სახელს ატარებს. ამ სახელგანთქმულ შენობებს შორის არის სამ-მარკოს ნაციონალური ბიბლიოთეკაც. ის მოედნის ბოლოში მდებარეობს და განცალკევებით დგას დოჟის სასახლისგან, რომელიც ქალაქის სიმდიდრის სიმბოლოა. შენობა წარმოადგენს იმის მშვენიერ მაგალითს, თუ როგორ არ ზოგავდნენ ფულს ვენეციელები როცა საქმე ხელოვნებასა და განათლებას ეხებოდა. ნაგებობა ააშენა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა ჯაკოპო სანსოვინომ.

undefined

ბიბლიოთეკის ისტორია იწყება კარდინალი ბესარიონის დროიდან, რომელიც რომაული კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ეპისკოპოსი და ლათინური კონსტანტინეპოლის პატრიარქი იყო. 1468 წელს კარდინალმა ვენეციის რესპუბლიკას შესწირა დაახლოებით 750 ბერძნული და ლათინური კოდექსი და 250 მანუსკრიპტი. მას მალევე მრავალი ნაბეჭდი ნამუშევრები მოყვა მისი პერსონალური კოლექციიდან. კარდინალს სურდა ისინი საჯარო გაეხადა. ასეთი პროექტის პირველი მცდელობა იყო რენესანსი მკვლევარი ფრანჩესკო პეტრარჩისგან დაახლოებით საუკუნით ადრე. კარდინალის მსგავსად პეტრარჩს სურდა შეეწირა წიგნები მისი პირადი ბიბლიოთეკიდან ვენეციის ბიბლიოთეკისთვის, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოახერხა.

კარდინალ ბესარიონის კოლექციაში იყო ფსევდო-აპოლოდორუსის „ბიბლიოთეკა“. ეს იყო ბერძნული მითების მოკლე ჩანაწერები, რომელიც სავარაუდოდ ახ.წ.ა. მე-2 საუკუნეში შეასრულეს. მხოლოდ ერთი არასრული მანუსკრიპტი შემორჩა და ის ეხლა პარიზში ინახება. კარდინალ ბესარიონმა ამ მანუსკრიპტის ასლი გააკეთა, როცა ის ჯერ კიდევ სრული სახით იყო და შემდგომ სხვა ხელნაწერებიც მისგან გაკეთდა.

undefined

მართალია კარდინალ ბესარიონმა ვენეციის რესპუბლიკას შესაწირი 1468 წელს გადასცა, მაგრამ დოჟმა ანდრე გრიტიმ შენობა ამ ძვირფასი ნამუშევრების სამუდამო სამყოფელად მოგვიანებით გამოაცხადა. იტალიელმა არქიტექტორმა ჯაკოპო სანსოვინომ შენება 1537 წელს დაიწყო, რომელიც 1588 წელს დასრულდა. სამწუხაროდ არქიტექტორმა ვერ შეძლო მისი შედევრის დასრულებული სახით ხილვა, რადგან 1570 წელს გარდაიცვალა.

თუმცა, გარდაცვალებამდე სანსოვინომ 21 გარე თაღიდან 16-ის დასრულება მოახერხა და ფრესკებსა და სხვა დეკორაციებზე მუშაობა ჰქონდა დაწყებული. სანსოვინოს სიკვდილის შემდგომ შენობა ვინსენცო სკამოზიმ დაასრულა.

undefined

საუკუნეების განმავლობაში სან-მარკოს ბიბლიოთეკის კოლექცია იზრდებოდა პირადი შეწირულობების და მონასტრების ბიბლიოთეკის მანუსკრიპტების დახმარებით. 1603 წელს ვენეციაში გამოუშვეს კანონი, რომელიც ავალდებულებდა მბეჭდავს, ყოველი დაბეჭდილი წიგნის ასლი გადაეცა ბიბლიოთეკისთვის. მსგავსი კანონი პირველი იყო იტალიაში. ნეპოლეონის დროს ზოგი რელიგიური ინსტიტუტი გაუქმდა და მათი ბიბლიოთეკების კოლექციები ნაწილი სან-მარკოს ბიბლიოთეკას გადაეცა.

undefined

1811 წელს ბიბლიოთეკა დოჟის სასახლეში გადაიტანეს, მაგრამ 1904 წელს სხვა შენობაში გადაიტანეს, რომელიც ასევე სანსოვინოს აშენებული იყო. 1924 წელს ბიბლიოთეკა თავის თავდაპირველ სამყოფელში დაბრუნდა. დღეს ის ინახავს 13 000-მდე მანუსკრიპტს, 24055-მდე 16 საუკუნეში დაბეჭდილ წიგნს. ამასთან სან-მარკოს ბიბლიოთეკის ნაგებობის დეკორაციები ისევე გასაოცარია, როგორც მისი კოლექციები. შენობის ერთ-ერთი უდიდეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ტიციანის „La Sapienza“რომელიც ჭერს ამშვენებს.