მნიშვნელოვანი სიახლეები
შემეცნების ნაკადი

შემეცნების ნაკადი

ერთმანეთისკენ გაწვდილი ხელები - სიქტსი კაპელის ფრესკის  ყველაზე ცნობილი ნაწილია. მაგრამ მიქელანჯელოს "ადამის შექმნაში" ყველა მნიშვნელოვანი ხელები კი არა ტვინია.

ეს შეკვეთა თავიდანვე არ მოეწონა მხატვარს, რომელიც ფერწერას ქანდაკებას ამჯობინებდა, ხოლო ფრესკებში საერთოდ ნაკლებად ერკვეოდა. მიქელანჯელო ეჭვობდა, რომ  პაპ იულიუს II-ს იდეა, მისთვის დაევალებინა ფრესკის შექმნა, მისმა მოშურნეებმა ჩააწვეთეს ყურში. მაგრამ ევროპის ყველაზე გავლენიან შემკვეთს ვერ შეეკამათები. მიქელანჯელომ თავის დამოკიდებულება კონტრაქტის მიმართ ხელმოწერაში დააფიქსირა: "მიქელანჯელო, მოქანდაკე". ქანდაკების შექმნა, მიქელანჯელოს განმარტებით "ესაა ზედმეტის მოთლის ხელოვნება". ამიტომ ფრესკას მოქანდაკის თვალით თუ შევხედავთ და "ზედმეტს მოვათლით" (როდენის განმარტებით), მაშინ გამოსახულებაზე მოულოდნელი ნაკვთები ჩნდება.

 ფრესკის ძირითადი სიუჟეტია დაბადების ცხრა სიუჟეტი, "ადამის შექმნა" მათგან მეოთხეა. ფრესკაზე მოქმედება ადამის შექმნამდე წამით შეჩერდა, როცა ღმერთმა შემნა ადამი ხატად თვისად და ის იყო სული შთაბერა. მაგრამ მიქელანჯელომ თავისებურად მაინც შეცვალა: ფრესკაზე ადამი უკვე სუნთქავს, მაგრამ ის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ქმნილებაა.

რა არ ჰყოფნის პირველ ადამიანს რათა იგი ღმერთის სრული ანარეკლი გახდეს? როგორც ტემპლის უნივერსიტეტის (აშშ) ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი მარშ ჰოლი წერს: "იტალიური რენესანსის გადასახედიდან, ადამიანის ღმერთის ხატად შექმნა პირდაპირ აღიქმება. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მიქელანჯელომ შემოქმედი როგორც გონის წყარო ისე გამოსახა, ანუ ტვინის ფორმით.

undefinedundefined

 1 ადამი. მისი პოზა თითქმის იმეორებს შემოქმედის პოზას - ადამი ღმერთს ჰგავს, - მხოლოდ იგი უნებისყოფო და მოდუნებულია. ენერგიას და ცხოვრებას ადამს ცნობიერების ღვთიური ნაკადი ანიჭებს.

2 ტვინი. ამერიკელმა ექიმმა ფრენკ ლინ მეშბერგერმა პირველად აღნიშნა ღმერთის და მისი თანამგზავრების გარშემო გაშლილი ლაბადის და ადამიანის თავის ტვინის კონტურის მსგავსება. ეს თვალსაზრისი მთელმა რიგმა მედიკოსებმა და ბიოლოგებმა გაითავისეს. მიქელანჯელოს ბიოგრაფის და მეგობრის ჯორჯო ვაზარის თქმით იგი "მუდმივად დაკავებული  იყო ანატომიით. კვეთდა გვამებს, რათა უკეთ შეესწავლა სახსრები, ძვლები, კუნთები...", ასე რომ მხატვარს თავისუფლად შეეძლო თავის ქალას შიგთავსიც ასევე კარგად სცოდნოდა. ამიტომაც იმის გამორიცხვა, რომ ღმერთი და ანგელოზები, ეს პირველ რიგში გონიერი ცენტრია, არ შეიძლება.

3 ღარები, რომლებიც თავის ტვინის ნაწილებს ჰყოფს ერთმანეთისგან. მეშბერგერი და მისი მიმდევრები თვლიან, რომ ფრესკაზე მხატვარმა ვიზუალურად გამოყო მოაზროვნე ორგანოს ძირითადი ნაწილები.

4 ვაროლიას ხიდი. ზურგისა და თავის ტვინის დამაკავშირებელი ნერვული იმპულსების გამტარია. XVI საუკუნის მხატვარმა აშკარად არ იცოდა მისი ამ დანიშნულების შესახებ, მაგრამ  მისი გამოსახულება საკმაოდ მიმსგავსებულად გამოხატა.

5 ჰიპოფიზი. მეშბერგერი თვლიდა, რომ მხატვარმა ამ ორგანოს წინა და უკანა წილები გამოსახა, რომლებიც ენდოკრინულ სისტემას უკავშირებიან.

 6. ხერხემლის ორი არტერია. ისინი ისეთივე დაკლაკნილია, როგორც ფრესკაზე გამოსახული ნაჭერი.

7 შუბლის შუა ღარი. თვლიან, რომ ფრესკაზე ტვინის გარე ზედაპირია გამოსახული.  შუა ღარში თვალის სამოძრაო ცენტრი მდებარეობს, რომელიც ერთდროულად თავსა და თვალებს ამოძრავებს. მიქელანჯელოსთან ამ ღარის კონტურებს შემოქმედის ხელი იმეორებს, რომელიც ტუნიკას გრძელი სახელოს მიუხედავად მაინც შიშველია. ეს ბიბლიისკენ გვახედებს: "ვისთვის გაშიშვლდა ღმერთის კუნთი?". ქრისტიანული ტრადიციით, წინასწარმეტყველის ეს სიტყვები იესოს, ახალი ადამის შესახებაა, რომელიც გამოისყიდის ჩვენს ცოდვებს.

 8 ნაპირა ღარი. თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, იგი მართავს ადამიანის რთულ შედგენილ მოძრაობებს. ფრესკაზე ქალის თავი ამ ღარის ფორმას იმეორებს. მარშა ჰოლი თვლის, რომ აქ მხატვარმა სოფია გამოსახა, ღვთიური სიბრძნე. ბიბლიის მიხედვით სიბრძნე ღმერთთან იყო, როცა იგი ქმნიდა სამყაროს და ადამიანს.

9 კუთხოვანი ღარი. მისი კონტურები ბავშვის თავის მოხაზულობას იმეორებს ხელოვნებათმცოდნე ლეო შტეინბერგი თვლის, რომ ბიჭი, რომლის მხარსაც ღმერთი ეხება, - პატარა ქრისტეა, რომელმაც საკუთარი ბედი შეიცნო.