მნიშვნელოვანი სიახლეები
შექსპირის ადრეული პერიოდის ნამუშევრები ფრანგულ ბიბლიოთეკაში

შექსპირის ადრეული პერიოდის ნამუშევრები ფრანგულ ბიბლიოთეკაში

უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს ასლი, ბარდის პიესების კომპილაციაზე უადრესი პუბლიკაცია, რაც გამოქვეყნდა 1623 წელს, აღმოჩნდა ჩრდიელოთ საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ბიბლიოთკაში, განაცხადა ბიბლიოთეკარმა.

პირველი ფოლიო, ერთ–ერთი ყველაზე ფასეული და სასურველი წიგნი მსოფლიოში, აღმოჩენილ იქნა იმ დროს, როდესაც ქ. სენტ–ომერის ბიბლიოთეკაში ინგლისური ლიტერატურის გამოფენისათვის შერჩეულ  შექსპირის XVIII საუკუნით დათარიღებულ პიესების კრებულს ბიბლიოთეკარმა რემი კორდონიერმა მტვერი გადაწმინდა.

"ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო უცნობი პირველი ფოლიო, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა და დიდი ინტელექტუალური ფასეულობა გააჩნია“, განუცხადა მან AFP–ს.

ამ წიგნის ასლი, რომელიცგამოქვეყნდა შექსპირის სიკვდილიდან შვიდი წლის შემდეგ, შემოწმდა პირველი ფოლიოს ექსპერტის ერიკ რასმუსენის მიერ, ნევადის უნივერსიტეტიდან.

"ეს არის მსოფლიოში აღმოჩენილი რიგითი 231–ე ასლი, ხოლო საფრანგეთში – მეორე“ – განაცხადა კორდონიერმა.

წიგნი წარმოადგენს შექსპირის 36 პიესის კომპილაციას და არის კარგ მდგომარეობაში, თუმცა აკლია 30–მდე გვერდი, მათ შორის სატიტულო გვერდი. ეს შეიძლება ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იყო აქამდე აღმოუჩენელი.

რასმუსენმა წიგნი მიუძღვნა პირველ ფოლიოს, სახელწოდებით „შექსპირის გატაცებანი“, სადაც დეტალურად გადმოგვცემს შთამბეჭდავ, გლობალური მასშტაბის დევნას პირველი წიგნის 750 ასლის ნაშთებზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა რარიტეტების გატაცების მიმზიდველ საგანს.

ავტორის სიტყვებით აღწერილია„ტოკიოში ტატუებით აჭრელებულ, ქუჩის განკსტერებთან შეხლა–შემოხლა, საეჭვო ვიზიტები ექსცენტრიულ, კარჩაკეტილ მილიარდელებთან და ინტენსიური ბრძოლა ბიბლიოთეკარების დახურულ სხდომებზე“.

რასმუსენის წიგნში საუბარი მიდის პირველი ფოლიოს რამოდენიმე ეგზემპლარზე, რომელთაც გვერდები აქვთ ამოხეული და ერთი მათგანი ტყვიითაც კი არის გახვრეტილი.

ფოლჯერის შექსპირის ბიბლიოთეკა ქ. ვაშინგტონში, სადაც დაცულია შექსპირის მასალათა დიდი კოლექცია, თავის ვებ საიტზე წერს, რომ პირველი ფოლიოშექსპირის 18 პიესის ერთადერთი წყაროა, მათ შორის მაკბეტისა, „რომელიც სხვაგვარად სამუდამოდ დაიკარგებოდა“.

მიჩნეულია, რომ ასლი, რომელიც აღმოჩნდა საფრანგეთში, ქ. სანტ–ომერში, ანგლიკანური ეკლესიის დევნას გამოქცეული ინგლისელი დევნილების წყალობით აღმოჩნდა.

ბიბლიოთეკის დირექტორის, ფრანცის დუკრუოს სიტყვებით, თუ პირველი ფოლიოს ასლები შეფასებული იყო 2.5–დან 5 მილიონ ევრომდე, ახლახანს აღმოჩენილი დაზიანებული ვერსია შეიძლება ოდნავ ნაკლები ღირდეს. თუმცა იქვე ამატებს, რომ საფრანგეთი არ გაყიდის წიგნს და ის დაცული იქნება ბიბლიოთეკის სეიფში სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად.

სენტ–ომერი წარმოადგენს უძველეს საპორტო ქალაქს, სადაც შუასაუკუნეებში დიდი ეკონომიკური და კულტურული პროცესები მიმდინარეოდა. მის ბიბლიოთეკაში დაცულია 800 მნიშვნელოვანი მანუსკრიპტი, 230 ინკუნაბულებს – წიგნები რომლებიც დაიბეჭდა ევროპაში 1501 წლამდე, ასევე გუტენბერგის ბიბლიაც.