მნიშვნელოვანი სიახლეები
შესაძლო შეხვედრა

შესაძლო შეხვედრა

ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე ლეონარდო და ვინჩის რვა ტილო გამოიფინა, მაშ შორის ორი „მადონა კლდეებში“.

 „მარიამს მაღლა აწეული ხელი ყრმა იოანეს თავს ზემოთთ ეჭირა და ეს ჟესტი მუქარასავით გამოიყურებოდა. თითები არწივის კლანჭებს ჰგავდა, რომლებიც ყოველ წუთს მზად იყვნენ ვიღაცის უხილავ თავს ჩაფრენოდნენ...“ ასე აღწერს ლეონარდოს „მადონას კლდეებში დენ ბრაუნი ბესტსელერში „და ვინჩის კოდი“. რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ჟესტი, რომელიც მრავალთა აზრით სავსეა სიყვარულით და მომავალი განსაცდელისგან ბავშვის დახსნის სურვილით, - ლეონარდოს ამ ტილოს მრავალთაგან ერთ-ერთი გამოცანაა. ცნობილია მხოლოდ, რომ მილანის სან-ფრანჩესკოს ეკლესიის შეკვეთა ამ ტილოს დასახატავად ლეონარდომ 1483 წლის გაზაფხულზე მიიღო. მაგრამ საკურთხევლის გამოსახულების ნაცვლად, რომელსაც ღვთისმშობელის დაბადება უნდა გამოესახა, მან ქალწული მარიამი გამოქვაბულში მთავარანგელოზ ურიელთან და ორ ყრმასთან: ქრისტესთან და ნათლისმცემელ იოანესთან ერთად გამოსახა. ავტორსა და შემკვეთს შორის დავა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. ამ დროში ლეონარდომ ნახატის გაყიდვა მოასწრო და იგი საფრანგეთში აღმოჩნდა. როცა კონფლიქტი მოგვარდა, ლეონარდომ მისი ასლი (ზოგიერთი დეტალი შეცვალა) დახატა. თითქმის სამასი წლის შემდეგ ეს ნახატი ინგლისში აღმოჩნდა.

და აი 2011 წლის ნოემბერში ლონდონის ეროვნული გალერეის კედლებში ორი „მადონა კლდეებში“ ერთმანეთს შეხვდა. შეხვდა და თავიდან აგიზგიზდა კამათი იმის შესახებ თუ რომელი უფრო სრულყოფილია. ზოგის აზრით ლონდონური ვერსია თავისი გამომსახველობით ჩამორჩებოდა ლუვრის ვარიანტს, მაგრამ ეს უკანასკნელი ახალი რესტავრირებული იყო. მას მოაცალეს გაყვითლებული და დახეთქილი ლაქის ფენა, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში წაუსვეს  და ახალ ჩარჩოში ჩასვეს, რომელიც მაღალი აღორძინების ნიმუშების მიხედვით იყო შექმნილი.

ამგვარად ნახატის ღირსებები შეიძლება თავიდან იქნას აღქმული. რესტავრაციის დროს ჩატარებულმა ექსპერტიზამ ანახა, რომ ამ ტილოს ერთადერთი ავტორი ლეონარდოა: ოსტატის მოწაფეებს, ძმებ დე პრედისებს, რომლებიც ხშირად ასრულებდნენ ოსტატის ქმნილებებს,  ლონდონური ტილოსთვის ფუნჯი არ შუხიათ“. ამ კუთხით იგი ისეთივე უნიკალურია როგორც „ჯოკონდა“ და „საიდუმლო სერობა“.

undefined

ლეონარდოს 15 შემორჩენილი ტილოს ერთ ექსპოზიციაში წარმოდგენას ალბათ ვერცერთი მუზეუმი ვერ შეძლებს. ამიტომ ლონდონის ეროვნული გალერეის პროექტრი თავიდანვე უპრეცენდენტო იყო - 8 ტილო და 40 ჩანახატი. აქვე პირველად იქნება წარმოდგენილი „მსოფლიოს გადამრჩენელი“. ლეონარდოს ეს ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა და მისი დავიწყებიდან დაბრუნება იმდენად გასაოცარია, რომ შეიძლება დენ ბრაუნს ახალი ბესტსელერის შემნა შეაძლებინოს. ექსპოზიცია გეოგრაფიული პრინციპით არის შედგენილი - ყველა ნამუშევარი მილანშია შექმნილი, მილანის ჰერცოგის, ლუდოვიკო სფორცას კარზე ლეონარდოს მოღვაწეობის დროს. და ვინჩი როდესაც ლუდოვიკოს თავის სამსახურს სთავაზობდა, მას სამხედრო ინჟინრის, ჰიდროტექნიკოსის, არქიტექტორის, დღესასწაულთა გამფორმებლის და უკვე სულ ბოლოს, ფერმწერის რანგში წარუდგა.