მნიშვნელოვანი სიახლეები
შუა საუკუნეების „სიქსტეს კაპელა“ მნახველებისათვის გაიხსნა (+ვიდეო)

შუა საუკუნეების „სიქსტეს კაპელა“ მნახველებისათვის გაიხსნა (+ვიდეო)

სანტა–მარია–ანტიკვარა რომის ფორუმის სამხრეთ მხარეს მდებარეობს. ეკლესია პირველ რიგში თავისი ფრესკებითაა ცნობილი, რომლებსაც სპეციალისტების აზრით, ფერთა სისავსით და შენახვის დონით ტოლი არ მოეძებნებათ. ფრესკული ანსამბლის არსებობის შესახებ პირველად 18 საუკუნის დასაწყისში გაიგეს. გათხრები ორასი წლის შემდეგ დაიწყეს და მთელი ამ დროის განმავლობაში ფრესკები ძლიერ დაზიანდნენ და რესტავრაციას საჭიროებდნენ. ფრესკების აღდგენის სამუშაოები 30 წელი გრძელდებოდა. ზოგჯერ მთელ ანსამბლს შუა საუკუნეების „სიქსტეს კაპელას“  ეძახიან, ვინაიდან თავად შენობა ჩვენი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეს მიეკუთვნება. სპეციალისტების აზრით იქ თავიდან  დიდი ბიბლიოთეკა იყო მოთავსებული და უკვე შემდგომ იქცა საკულტო ნაგებობად.

 ლაპარაკობს ხელოვნებათმცოდნე მარია ანდალორო: „ეს შენობა – ერთ–ერთია იმ მცირედიდან, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს. შიდა დაგეგმარება, ისევე როგორც ფასადი,  თითქმის არ შეცვლილა, თუმცა სიძველის ნიშნები იყო და არის. ამიტომაც ჩვენ ფრთხილად გვიწევდა მუშაობა“.

 მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფრესკების შენარჩუნება იყო, არამედ  მთელი ფერადი გამის აღქმის შესაძლებლობაც. ერთ–ერთ ყველაზე ფასეულ და ცნობილ ფრაგმენტზე ქალწული მარიამია გამოსახული.

 „ციფრულ“ და მულტი–მედიას საუკუნეში მუზეუმის სპეციალისტები ხალისით იყენებენ პროგრესის მიღწევებს, რათა ხაზი გაუსვან რესტავრატორების ნამუშევარს და არქეოლოგიური აღმოჩენის მნიშვნელობას.

აი როგორ განსაზღვრავს ამ კრედოს  ჯულია ბორდი: „ ჩვენ გვინდოდა, რომ დამთვალიერებელს კარგად დაენახა ყველაზე ფასეული ნახატები. ამიტომაც  ჩვენს ხელთ არსებული მთელი ტექნოლოგიები და ნოუ–ჰაუ გამოვიყენეთ, რათა საჭირო ეფექტისათვის მიგვეღწია და არსებული მომავალი თაობებისათვის შემოგვენახა „.

სანტა–მარია–ანტიკვარა ღიაა მნახველებისათვის, მასში მუდმივადაა ორგანიზებული მცირე გამოფენა, რომელიც რომის იმპერიიდან ბიზანტიამდე ქრისტიანობის ისტორიაზე მოგვითხრობს.