მნიშვნელოვანი სიახლეები
სიუხვის დღესასწაული

სიუხვის დღესასწაული

აღორძინების ეპოქის დასასრულს ჩრდილოეთ ევროპაში ნატურმორტი დეკორატიული ჟანრიდან ფილოსოფიის ფერად გამოსახულებად გარდაიქმნა.

XVI–XVIII საუკუნეები - ევროპული ნატურმორტის ისტორიის ოქროს ხანაა. იმ დროს ორი ძირითადი სამხატვრო სკოლა არსებობდა - ფლამანდური და ჰოლანდიური - რომლებზეც აკეთებდნენ სწორებას სხვა ქვეყნების ოსტატები. მიუხედავად იმისა რომ ფლანდრია (ბელგია) და ჰოლანდია (ნიდერლანდები)  მეზობელი ქვეყნები იყვნენ, მათი ფერმწერები „მკვდარი ბუნების“ (ასე ერქვა ნატურმორტს ფლანდრიაში) ანდა „წყნარი ცხოვრების“ (ასე ეძახდნენ ნატურმორტს ნიდერლანდებში) გამოსახვისას სხვადასხვა აზრს აქსოვდნენ.

ჰოლანდიელი ოსტატების მთავარ ამოცანას „ამაოებათა ამაოების“, ყველა არსებულის წარმავლობის, სიკვდილის სიახლოვის გამოხატვა წარმოადგენდა. ეს თემები განსაკუთრებით პროტესტანტ ღვთის მეტყველებს აწუხებდათ. ამიტომაც ჰოლანდიელ მხატვართა ნატურმორტებზე ხშირად გვხვდება თავის ქალა, ჩამქრალი სანთელი, გაჩერებული საათი. ყველაფერი ეს ყაყაჩოების ჩარჩოში - მუდმივი ძილის სიმბოლოში, ან ნარცისის - ცხოვრების წამიერების სიმბოლოში, ანდა იებში - სილამაზის წარმავლობის სიმბოლოში.

  ფლანდრიაში ყველაფერი პირიქით იყო. პროტესტანტული ნიდერლანდებისგან განსხვავებით ფლანდრიაში კათოლიციზმის აღორძინება იყო და ამიტომაც მხატვრის ამოცანა არა უარყოფა, არამედ ღვთიური ქმნილებების ქება იყო. როგორც გერმანელი მისტიკოსი პარაცელსი იტყოდა: „ სიტყვებში, მცენარეებში, წვეთებში - ყველგან ღმერთია“. ამიტომ ფლამანდური ნატურმორტი - ეს ცხოვრების დღესასწაულია, სრულყოფილი ბუნების გამარჯვებაა. ჟანრის ვირტუოზად ფრანს სნეიდერსი ითვლება, რუბენსის კოლეგა და მეგობარი. 1618-1621 წლებში მან ოთხი ტილო დახატა საერთო სახელით „დუქნები“:  „თევზის დუქანი“, „ნანადირევის დუქანი“, „ბოსტნეულის დუქანი“ და „ხილის დუქანი“. ეს არის ფლამანდური ნატურმორტის ენციკლოპედია მისი მთავარი ალეგორიული თემებით - „წელიწადის დროები“, „ხუთი გრძნობა“ (გემო, სმენა, ყნოსვა, შეხება, მხედველობა) და „ოთხი სტიქია“ (ჰაერი, წყალი, ცეცხლი, მიწა). განსაკუთრებით მდიდარია სიმბოლოებით „ხილის დუქანი“.

მედუქნე ქალი და ქალბატონი, მათი ფიგურები მშვიდობიან ცხოვრებას ასახავენ.

ხილი ზაფხულის სიმბოლოა

       undefined

1.ხელი გარგალით შეხების სიმბოლოა. გარგარი თვითკმაყოფილების სიმბოლოა (იგი თვითდამტვერავი ხეა).

undefined

2.სასწორი „როგორც ყოველი გამოჭედილი საგანი - ცეცხლის სიმბოლოა.

undefined

3.ლეღვი გულუხვობის სიმბოლოა (იგი ბევრ ნაყოფს იძლევა).

undefined

4.მყეფარე ძაღლი „სმენის სიმბოლოა“ (ყურს ესმის ყეფა).

undefined

5.მაიმუნი გემოს სიმბოლო.

undefined

6.პინიას გირჩები (იტალიური ფიჭვის). უკვდავებაში ბედნიერების სიმბოლო (პინია - მარადმწვანე ხეა).

undefined

7.სატაცური მშვიდობისმოყვარეობის სიმბოლოა (შუა საუკუნეებში იგი გამოიყენებოდა, როგორც დამაწყნარებელი საშუალება).

undefinedundefined

8.ციყვი თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოა, რომელიც დაიხარჯა ამ სიუხვის მოსაყვანად.

undefined

9.არტიშოკი მიწიერი სიყვარულის სიმბოლო (ითვლებოდა რომ იგი დაფეხმძიმებას უწყობდა ხელს).

undefined

10.ლიმონი სიყვარულის და ერტგულების სიმბოლოა (იგი მთელ წელის ისხავს).

undefined

11.ბროწეული მსოფლიო ეკლესიის სიმბოლოა (იგი აერთიანებს იმდენ ადამიანს რამდენი მარცვალიცაა შიგნით).

undefined

12.ფორთოხალი უბიწოებისა და სისუფთავის სიმბოლოა (მისი თეთრი ყვავილები ხშირად ამშვენებს ღვთისმშობელს).

undefined

13.მაყვალი ქალწული მარიამის უბიწოების სიმბოლო. მოსეს რომ გამოეცხადა ეკლიანი ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა, მაყვალი იყო. იგი ღვთისმშობლის ქალწულობის და დედობის სიმბოლოა: „მან გააჩინა ღვთიური სიყვარულის ცეცხლი ისე, რომ  სურვილით  არ დაიწვა“.

undefined

 14.ჟოლო სიკეთის სიმბოლოა (წმინდა მარტინი ჟოლოთი უპოვართ კვებავდა).

undefined

15.ვაშლი გადარჩენის და ცოდვების გამოსყიდვის სიმბოლოა (ამ რანგში მას ხშირად გამოსახავდნენ ყრმა იესოს ხელში).

undefined

16.ყურძები ქრისტეს სიმბოლოა („მევარვაზიჭეშმარიტი, დამამაჩემიმევენახეა”, იოანე 15:1).

undefined

17.ალუბალი ქრისტეს სისხლის სიმბოლოა.

undefined

18.ქლიავი ერთგულების სიმბოლოა, მაგრამ მას დამატებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერის მიხედვით. მუქი იისფერი ქლიავი ქრისტეს წამებას და სიკვდილს ნიშნავდა, ყვითელი - იესოს სიწმინდეს, წითელი მის გულმოწყალეობას, თეთრი მის მორჩილებას.

undefined

19.ბალი სამოთხის მშვენიერების სიმბოლო.

undefined

20.გოგრა აღდგინების და გადარჩენის სიმბოლოა (ბიბლიის მიხედვით გოგრა ღმერთის ნებით ამოიზარდა რათა იოანესთვის ჩრდილი მიეცა).

undefined

21.მსხალი კეთილგონიერების, სიტკბოების სიმბოლოა.

undefined

22.ატამი სამების სიმბოლო (იგი სამი ნაწილისგან შედგება: ნაყოფი, კურკა და კურკის გული).