მნიშვნელოვანი სიახლეები
Sotheby's: აივაზოვსკის ნახატი არ იქნება მოხსნილი ვაჭრობიდან

Sotheby's: აივაზოვსკის ნახატი არ იქნება მოხსნილი ვაჭრობიდან

აუქციონის სახლი Sotheby's უარზეა მოხსნას აივაზოვსკის ნახატი „ქაიროს საღამო“ ვაჭრობიდან. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდგომ.

„თავის დაზღვევის მიზნით, სანამ აივაზოვსკის „ქაიროს საღამოს“ 2015 წლის 2 ივნისს „რუსულ ვაჭრობაზე“ გაიტანდა Sotheby's დარწმუნდა რომ აივაზოვსკის ნახატი სახელად „ქაიროს საღამო“ არ იხსენიება რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს კულტურის მოპარული ობიექტების მონაცემთა ბაზაში, ასევე არც ხელოვნების მოპარულ ობიექტთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში“, –განუცხადა აუქციონის წარმომადგენელმა სააგენტო ნოვოსტის.

მანამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ელენა აქსიონოვამ განაცხადა, რომ რუსეთის ინტერპოლმა სთხოვა დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველ ორგანოებს დახმარებოდნენ ივან აივაზოვსკის მოპარული ნახატის ვაჭრობიდან მოხსნაში. ალექსეევას განცხადებით „ქაიროს საღამო 1997 წელს მოიპარეს კერძო კოლექციიდან.

1940–იან წლებში ნახატი ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის მინისტრს ივან ნოსენკოს ოჯახს.

ივანე აივაზოვსკის „ქაიროს საღამოს” შეფასებითი ფასი 1,5–2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

იგი 1950 წლის შემდეგ აღარ გამოფენილა, მანამდე კი ტრეტიაკოვის გალერეაში იყო გამოფენილი.