მნიშვნელოვანი სიახლეები
სურეალიზმის პოლიფონია

სურეალიზმის პოლიფონია

მართლაც, ფრეიდისტი დალის ნახატებს რომ შეხედავს, ადვილად დაუსვავს მხატვარს ნარცისიზმის, პარანოიდალური ჰალუცინაციების და ვინ იცის კიდევ რა  დიაგნოზს. ბევრი ფსიქოლოგი დაგვეთანხმება, რომ სულიერი აშლილობა ხშირად ის საზღაურია, რასაც გარკვეულ ზეუნარებში ვიხდით. დალის შემთხვევაში ესაა ქვეცნობიერად გაჩენილი ფანტასტიკური სახეების რეალისტური ასახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურეალიზმის შესაძლებლობა.

    სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლები (იუნგის, კრეჩმერის, განუშკინის) თანხმდებიან ერთ რამეში: გარე სამყაროს აღქმის თანდაყოლილი ხერხის მიხედვით ადამიანები იყოფიან ორ დიდ ჯგუფად – რეალისტებად და აუტისტებად (ლაპარაკი არაა აუტიზმზე როგორც დაავადებაზე).  მათი მსოფლმხედველობითი სხვაობა ყველაზე კარგად მხატვრულ ტილოებზე აისახება. რეალისტები სამყაროს ხატავენ ისე, როგორიც ის არის (საღი აზრის პოზიციიდან). აუტისტები კი იმდენად რეალურ სამყაროს არ ხატავენ, რამდენადაც იმას, რაშიც იგი გარდაიქმნება, მათი ქვეცნობიერების ლინზაში გატარების შემდეგ.  მათ გამოსახულება დამახინჯებული გამოსდით – ან სიმბოლური, ანუ მათ რეალურთან არავითარი კავშირი არა აქვთ (გეომეტრიული ფიგურებისგან შემდგარი პორტრეტები, ისეთი როგორც მოდილიანის „კარიატიდა“), ან სიზმრისეული – როცა რეალური ობიექტის მხოლოდ პროპორციებია დარღვეული (პეტროვ–ვოდკინის „წითელი ცხენის ბანაობა“).

როგორც ფსიქოლოგები თვლიან  ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანებში მხოლოდ ერთი ფსიქიკური რადიკალი შეიძლება არსებობდეს – ან რეალისტური ან აუტისტური. ამიტომ რეალისტისთვის აუტისტის სამყაროს სურათი არასოდეს არ მოვა მის სულიერ ჰარმონიასთან და პირიქით. რა თქმა უნდა ერთი ყოველთვის გაუგებს მეორეს, დაინტერესდება მისი სულიერი სამყაროს აღქმით,მაგრამ თავისი ანტაგონისტის სამყაროში ბოლომდე ჩაძირვას ვერ შეძლებს. 1990–იან წლებში აღიარეს, რომ არსებობდა მესამე ტიპიც – ე.წ. პოლიფონისტები, რომელთა ფსიქიკაში ორივე რადიკალის ელემენტები იყო. სულის ასეთი აგებულება ბევრს არა აქვს და როგორც წესი იგი დაკავშირებულია პათოლოგიასთან. პოლიფონისტების 60% შიზოფრენიის სახვადასხვა ფორმებითაა დავადებული, დანარჩენი 40% კი იტანჯება ნერვოზებით და ფსიქოზებით. თუ პოლიფონისტს აქვს მხატვრული ნიჭი, მაშინ მას შეუძლია ის, რაც არ შეუძლია არავის: გადმოსცეს თავისი დასიცხული ქვეცნობიერების სახეები რეალისტისთვის ჩვეული ფორმით. ასეთი პოლიფონისტები იყვნენ ბოსხი, გრიუნევალდი, ფილონოვი... ასეთი იყო დალიც. როგორც ყველა პოლიფონისტს დალისაც ფსიქიკური პრობლემების მთელი თაიგული ჰქონდა. ცხოვრების პირველ ნახევარში – ეს იყო ბოდვითი ლოდინი 1921 წელს გარდაცვლილი დედის გაცოცხლების და მასთან ინცესტუალური კავშირის დამყარების სურვილი. ქვეცნობიერებაში შობილი ამ სურვილისგან განთავისუფლება დალიმ შეძლო მხოლოდ 1949–1950 წლებში. ამ გარდამტეხი პერიოდის – შესაძლოა დალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანის –  ცენტრალურ ნაწარმოებად ითვლება „პორტ ლიგატას მადონა“, დაწერილი 1949 წელს ესპანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე, პატარა სოფელ პორტ–ლიგატაში. ინტერპრეტატორის ამოცანას აადვილებს ის, რომ დალი დაინტერესებული იყო ფსიქოანალიზით, ამიტომ  მისი ნამუშევრები ავსებულია სიმბოლოებით და ალეგორიებით, რომელთა „წაკითხვა“ შეიძლება ფრეიდისტული ანდა იუნგიანური „გასაღებით“, მაგრამ ნახატზე ტრადიციული ქრისტიანული სიმბოლოებიცაა, რომლებითაც მხატვარი იმხანად გატაცებული იყო. ამგვარად „პორტ–ლიგატას მადონას“ სიმბოლური სივრცე ორი სემანტიკური რიგისგან შედგება: ფსიქოანალიტიკურისგან და ტრადიციულისგან, რომელბიც ერთმანეთს ავსებენ.

 undefined

ჯორჯ ორუელმა როგორღაც თქვა სალვადორ დალიზე: „ ამ ადამიანს იმდენად სრული და გადასარევი გახრწნილობის კომპლექსი აქვს, რომ მისი ნებისმიერს შეშურდებაო“.

undefined

ღვთისმშობელს ნახატზე აშკარა პორტრეტული მსგავსება აქვს გალასთან – მხატვრის ცოლთან. როგორც ფრეიდისტების, ისე იუნგიანელების წარმოდგენით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დალის წარმოსახვაში დედის და მეუღლის სახეები ერთ მთლიანშია შერწყმული. მხატვარი ბოლოს და ბოლოს განთავისუფლდა დედის აღდგომის ნახევრად შეცნობილი ლოდინისგან: ეხლა დედა და გალა  ერთ მთლიანს წარმოადგენენ და მაშასადამე იგი ცოცხალია.

გახლეჩილი სხეული – დასტურია დალის ახალ ფსიქოლოგიურ რეალობაში გადასვლის პროცესის დაუსრულებლობის.

მარიამის ხელები დამცავ ჟესტადაა შეერთებული.

undefined

ჩვილი იესო – ეს თვად დალია, რომელიც არ იღლებოდა თავისი „ღვთიურობის“ წარმოსახვით. იგი თითქოსდა მარიამის მუცელშია. ახლა დალისთვის დედასთან გაერთიანება ეს გახრწნილება (ინცესტი) კი არაა, არამედ დედისა და ბავშვის ბუნებრივი ერთიანობაა. ადრეული ნახატებიდან განსხვავებით აქ ჩვილის გენიტალიები არაფრით არაა დაფარული – რაც ფრეიდის მიხედვით იმის ნიშანია,რომ დალი მიატოვა კასტრაციის ქვეცნობიერმა შიშმა, რომელსაც ადრე დალი ინცესტისათვის სასჯელად  აღიქვამდა.

„ფანჯრები“ ღვთისმშობლის და იესოს სხეულებში – გარდასახვის იუნგიანური სიმბოლოებია, სხვა რეალობაში გაჭრის,სადაც დედას და შვილს ახალი კავშირი აერთიანებს.

 სკიპტრა და ცისფერი ბირთვი – მიწიერი და ციური სფეროების სიმბოლო, ღვთაებრივი ჩვილის ატრიბუტებია.

 undefined

ზღვის ზღარბი – აღორძინების ხანის იკონოგრაფიაში იშვიათად გვხვდება, როგორც სასიცოცხლო ძალების სიმბოლო.

თევზი –იესოს ტრადიციული სიმბოლო

ნიჯარა – სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სიმბოლო.

undefined

კლდეები – ქალური საწყისის ძალიან ძველი სიმბოლო. ფსიქოლოგ იგორ პოპერეჩნის აზრით, კლდეებისა და ქვების სიმრავლე (ზოგჯერ ქალის პროფილით) დალის ადრეულ ნახატებზე – ეს დედის სიკვდილის ფაქტის უარყოფაა. მაგრამ „პორტ–ლიგატას მადონაზე“ ქვის მონოლითები მეორე პლანზე გადადიან და ჰორიზონტს ხსნიან – იმის ნიშნად, რომდალის სტოვებენ ავადმყოფური ოცნებები.

 undefined

ლიმონი– სიყვარულის და ერთგულების ქრისტიანული სიმბოლო (ალბათ იგულისხმება დალის სიყვარული დედისა და გალას მიმართ).

მსხალი –  ქრისტეს სიყვარული კაცობრიობის მიმართ. მსხლის ხე, რომლის ნაყოფიც მიწაზე ეცემა, – ამრიგად წარმოუდგა ქრისტე ბრიგიტა შვედს (XIV საუკუნე), წმინდანის ერთ–ერთ ხილვაში.

undefined

აკლდამის ვარდნილი ბლოკები – კიდევ ერთი ადვილადგამოსაცნობი ცვლილება დალის სამყაროში.

undefined

ნიჟარა და კვერცხი წარმოადგენენ ქრისტიანულ იკონოგრაფიაში მამა ღმერთისა და სულიწმიდის სახეების ცხად  ილუზიას: პირველს ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც ზეციურ მოხუცს, რომელიც მეფობს სამყაროზე,მის ქვეშ კი ათავსებენ ციდანმოფრენილმტრედს – სულიწმიდის სიმბოლოს. მხატვარმა მტრედის მაგივრად დახატა კვერცხი, რომელიც ქმნილი სამყაროს სიმბოლოა. დალიმ იგი მადონას თავზე მოათავსა, რათა ხაზი გაესვა, რომ „სწორედ ამ თავისკენაა მიმართული სამყაროს მთელი მიზიდულობა“. ნიჟარა წარმოსახავს (ფსიქოანალიზშიც და ტრადიციულ იკონოგრაფიაშიც) ქალურ საწყისს. ის, რომსამების ნაცვლად მხატვარმა ნიჯარა მოათავსა,მიუთითებს იმაზე, რომ დალი ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა იმ შიშიგან, რომელსაც მამა, როგორც მეტოქე–მამაკაცი უნერგავდა.

   undefined

ცხვირსახოცი სიზმრის ფრეიდისტული ანალიზით სექსუალურ პარტნიორში იმედგაცრუების სიმბოლოა. კიდევ ერთი მხატვრული სიმბოლო, რომელიც მიუთითებს, რომ დედა დალის სურვილის ობიექტი აღარაა.