მნიშვნელოვანი სიახლეები
სხეული როგორც შეურაცხყოფა

სხეული როგორც შეურაცხყოფა

თავის ნახატში „საუზმე მდელოზე“, მანემუბრალოდ კი არ გამოსახა ქალის შიშველი სხეული, მან აჩვენა, რომ მისი ყოფნა კაცებში – ჩვეულებრივი ამბავია. ქალი აქ – საუზმის ნაწილია.

როცა 1863 წელს ედუარდ მანემ დაამთავრა თავისი „საუზმე მდელოზე“, ნახატმა სკანდალი გამოიწვია. ყოველწლიურ პარიზულ „სალონზე“ იგი საყოველთაო განკიცხვის საგანი გახდა. „რომელიღაც შიშველი ქუჩის გომბიო, – წერდა კრიტიკოსი ლუი ეტიენი, – უსირცხვილოდ ზის ჰალსტუხიან ჩაცმულ ორ ფრანტს შუა. ისინი იმ მოსწავლეებს გვანან, რომლებიც უფროსების ქეიფს ბაძავენ და მე უსაგნოდ ვცდილობ გავიგო, რაში მდგომარეობს ამ უწესო გამოცანის არსი“.  „სალონზე“ ბევრი ნახატი იყო, რომლებიც ჟიურიმ დაიწუნა და იმპერატორმა ნაპოლეონ III–მ , რომელიც თავად იყო მხატვრობის მოყვარული, მხარი დაუჭირა „დაწუნებულთა სალონის“ მოწყობას, სადაც თავისი ნამუშევრების გამოფენა შეეძლოთ იმ მხატვრებს, რომელთა ნახატები ჯეროვნად ვერ შეაფასეს. მანეს „საუზმეც“ იქ გამოიფინა. ნაპოლეონ III–მ დაინახა თუ არა მანეს ნახატი ზიზღით შებრუნდა. „ნაბოდვარი, – ასე გადმოსცემდა ემილ ზოლა, მანეს მეგობარი ნახატის შესახებ სხვათა ნააზრევს, – უაზრო და უწესო. „საუზმე“ არა მარტო სიცილს, იგი მრისხანებასაც იწვევდა“. შესაძლოა ეპატაჟურ მანეს სწორედ ეს სურდა.

undefined

განათებული შიშველი სხეული – ეს იყო საზოგადოებრივი მორალის დაცინვა, რომელსაც ედუარდის თვალში მისი მამა განასახიერებდა: ოგიუსტ მანე მოსამართლე იყო და საზოგადოებრივი მორალის წესების დარღვევის საქმეებს განიხილავდა.

მანესთვის პოზიორობდა საგალანტერიო მაღაზიის გამყიდველი ვიქტორინა მერანი. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1862 წელს. მალე ნაცნობობა ვნებიან რომანში გადაიზარდა. მერანი თავადაც არც თუ ურიგოდ ხატავდა.

undefined

ვიქტორინას სახეს კრიტიკოსები სომნამბულურს ეძახიან და ეს რაღაც დოზით სიმართლეცაა. მოდელის თავს მანე ხატავდა მაშინ როცა მათი რომანი უკვე დამთავრებული იყო. მანეს მამა გარდაეცვალა. ეტყობა ამით მოიხსნა გარკვეული ზღუდე და ედუარდი თავის მუსიკის მასწავლებელზე სიუზან ლენჰოვზე დაქორწინდა. როგორც გაირკვა მათ დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ და შვილიც კი ჰყავდათ, რომელიც მანემ თავის ნახატზე „ფლეიტისტი“ გამოსახა. ვიქტორინამ ძლიერ მტკივნეულად განიცადა მხატვართან თავისი დაშორება და ეს გამოსახულიცაა მის სახეზე.

undefined

„საუზმის“ რენტგენოგრაფიაზე ჩანს, თუ როგორ ძლიერ იცვლებოდა მისი სახე მანესთან მუშაობისას, მანეს მენატურედ მისი ძმა გუსტავი იყო და საცოლის ძმა –

undefined

ფერდინანდ ლენჰოვი, ყველა ისინი ვიქტორინასავით პორტრეტულად იყვნენ გამოსახულნი და გამოფენის დამთვალიერებლები მათ ადვილად ცნობდნენ.

აქაც სკანდალის გარეშე ვერ გადარჩნენ: ედუარდის საცოლის ძმა ერთ ნახატზე მანეს საყვარელთან!

თავად მანე ამტკიცებდა, რომ ნახატი პლენერზე შეასრულა, მაგრამ ტილოზე რამდენიმე შეუსაბამობაა, რომელიც მის დადგმულობას ამჟღავნებს. ასე მაგალითად არაბუნებრივად ჩანს ფრაკი, რომელშიც გუსტავ მანეა გამოწყობილი, ასეთი ფრაკით ბუნების წიაღში გასვლა თავში აზრად არავის მოუვა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს  მანე პუბლიკას დასცინის. ამაზე მიუთითებს ნახატის ზომაც. იგი გამოდგება ეპიკური ნახატისთვის და არა საყვარელთან პასტორალებისთვის.

 undefined

ტყეც უკანა ფონზე ძალიან ზერელედაა დახატული და უფრო თეატრალურ დეკორაციას მიაგავს.

undefined

ქალი უკანა პლანზე არაპროპორციულად დიდია. ამით მანე არასწორი პერსპექტივის ეფექტს ქმნის: არა ჩანს სად დასაწყისია და სად ცენტრი ანდა ფონი ნახატზე. ნახატი კომპოზიციურად ძალიან უაზროა.

undefined

ბაყაყს ნახატის ძირში ხელოვნებათმცოდნეები აღიქვამენ როგორც მინიშნებას ვიქტორინა მერანზე: ბაყაყებს მეძავებს ეძახდნენ.

undefined

ასეთივე აღქმა აქვთ კალათიდან გადმოცვენილ ალუბლებს (სიამტკბილობის სიმბოლო).

undefined

შესაძლოა კიდევ ერთი უაზრობაა სტვენიას გამოსახვა ხის ტოტებში (ზაფხულობით სტვენიები საფრანგეთში არ არიან).