მნიშვნელოვანი სიახლეები
ტყუილი რუსულად:  „მონადირეები შესვენებისას“

ტყუილი რუსულად: „მონადირეები შესვენებისას“

ვასილი პეროვის „მონადირეები შესვენებისას“ თუ შევხედავთ, თანამედროვე  ადამიანმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს, რომ ნახატზე ისეთივე ტყუილები ხატია, როგორსაც მონადირეები ჰყვებიან.

„რა შესანიშნავია! რა თქმა უნდა თუ აუხსნი გერმანელიც გაიგებს, მაგრამ ხომ ვერ მიხვდება რომ ეს მატყუარა რუსია და რომ ის რუსულად იტყუება. ჩვენ ხომ თითქმის გვესმის და ვიცით თუ რას ამბობს. ჩვენ ვიცით მისი ტყუილის მთელი ბუნება, შინაგანი მხარე და გრძნობა“, - აქებდა ტილოს თევდორე დოსტოევსკი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ტიპაჟების გამომხატველობით და  ნამდვილობით. მაგრამ დეტალებში სამი მეგობრის შესვენების სცენა ძალიან ბევრ, რბილად რომ ვთქვათ  უზუსტობას შეიცავს. პერსონაჟები არასწორად ექცევიან იარაღს და მათი ნანადირევიც ნადირობის სხვადასხვა სახეობებს განეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ მხატვარი შეეხო თემას, რომელშიც ვერ ერკვეოდა.

 არადა სინამდვილეში პეროვი კარგი მონადირე იყო, „ნადირობდა წლის ყველა დროს და არ იცოდა დაღლა,“ - წერს მისი პირველი ბიოგრაფი ნიკოლოზ სობკო. სწორედ ნადირობისას ტყეში გაციების შედეგად პეროვს ჭლექი განუვითარდა, რისგანაც გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.

„მონადირეები შესვენებისას“ პეროვმა შექმნა როგორც ნახატი ანეკდოტი, რათა მცოდნე მაყურებელს ისევე ეცინა მასზე, როგორც მონადირის მოთხრობილ ტყუილებზე.

1 სკეპტიკოსი. გლეხი, რომელსაც ბატონის მონაყოლზე ეცინება. მისი ხატვისას მოდელად ექიმი, მოყვარული-მხატვარი და მწერალი ვასილი ბესონოვი გამოიყენა. იგი მდაბიოს სახითაა გამოსახული, ვინაიდან მონადირული აზარტი და ბალახზე საუზმე შლის განსხვავებას დიდებულსა და მსახურს შორის.

2 ახალბედა. იგი იმდენად გაიტაცა მოსმენამ, რომ პაპიროსის მოკიდებაც კი დაავიწყდა. გაუცვეთავი მახალი ტყაპუჭისა აღჭურვილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იგი ახალბედა მონადირეა. პეროვმა გულუბრყვილო ნეოფიტის სახით 26 წლის ნიკოლოზ ნაგორნოვი გამოსახა, რომლის სახლშიც ის თავის მეგობარ კუვშინნიკოვთან და ბესონოვთან ერთად ჩვეულებრივ ნადირობის წინ იკრიბებოდნენ.

3 რუხი კურდღელი. პროფესორი ვალენტინ გოლოვინი აღნიშნავს: გაქუცული ბეწვის მიხედვით ნადირობა გვიან შემოდგომას უნდა ხდებოდეს. უჩვეულოა, რომ კურდრელი დაზიანებული არაა: ძაღლით ნადირობისას მონადირე მოკლულ კურდღელს როგორც წესი ბეჭებს შორის ჩხვლეტდა,  წინა თათებს აჭრიდა და უნაგირზე აბავდა.

4 ჯრუნი. იგი ტყის ფრინველია და იმავე ნადირობისას ვერანაირად ვერ მოკლავდნენ, ვინაიდან რუხ კურდღელზე ძაღლებით მინდვრად ნადირობდნენ.

 5 მატყუარა. მემამულე-მთხრობელის სახით პეროვს მეგობარი, პოლიციის ექიმი დიმიტრი კუვშინნიკოვი პოზირებდა. 1880-1890-იან წლებში ექიმმა მეუღლე სოფიოსთან ერთად თავის სახლში მხატვრულ-ლიტერატურული სალონი შექმნა. კუვშინნიკოვები და პეიზაჟისტი ისააკ ლევიტანი, რომელთანაც სოფიო ქმარს ღალატობდა, ჩეხოვის მოთხრობის „ხტუნიას“ პროტოტიპები გახდნენ.

 6 ჩექმები. ახალბედას ჩექმები, მის გამოუცდელობაზე მიუთითებს: ასეთი მაღალი ქუსლები ნადირობის დროს მოუხერხებელია.

 7 ბინოკლი. მთხრობელს ძველი მოდელის ბინოკლი აქვს, რაც მისი, როგორც მონადირის დიდ სტაჟზე მიუთითებს.

 8 საყვირი. იგი ძაღლებით ნადირობის დროს გამოიყენება რათა მადევართა გუნდი ერთად მოაგროვოს, მაგრამ მადევრების კვალიც კი არსად ჩანს. ერთადერთი ძაღლი ან მწევარია, ანდა სეტერი. ძაღლებით ნადირობისას თოფი საჭირო არაა, ვინაიდან ნადავლს ძაღლი იჭერს, თოფით ნადირობისას კი საყვირი არაა საჭირო.

 9 თოფი. გამოცდილი მონადირე თოფს ამგვარად არასდროს არ დადებს, რათა ლულა მიწით არ გაისვაროს. მით უფრო თუ ეს პირველი კლასის ინგლისური ფირმის „ენფილდის“ თოფია, როგორც ეს ნახატიდან ჩანს.