მნიშვნელოვანი სიახლეები
უძველესი ხელნაწერი უბრუნდება თავის სამშობლოს – საბერძნეთის ათონის მთის მონასტერს

უძველესი ხელნაწერი უბრუნდება თავის სამშობლოს – საბერძნეთის ათონის მთის მონასტერს

გეტის მუზეუმი ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტერს უბრუნებს ილუსტრილებულ მე-12 საუკუნის ახალ აღთქმას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის 50 წლის წინ უკანონოდ იყო მოპარული.

უძვირფასესი ხელნაწერი გამოფენილი იყო გეტის ცენტრში ბრენთვუდში გამოფენაზე სახელწოდებით „მიწა და ზეცა: ბიზანტიური ილუსტრაციები კულტურულ გზაჯვარედინზე“. მანუსკრიპტი მონასტერს წინა წლის ივნისში დაუბრუნდა. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიზანტიის იმპერიის უძველესი ტექსტები და ხელოვნების ნიმუშები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს მაყურებლებში. ბაზანტიელი ხელნაწერების მომხატველები იყვნენ რა საბერძნეთსა და მცირე აზიაში, ბერძნულ-რომაული მემკვიდრეობით შთაგონებულები, გამოირჩევიან ოქროს დიდი გამოყენებით, ნატურალიზმის გასაოცარი გრძნობით და გამორჩეული სულიერი თვისებით.

გეტის წარმომადგენლების თქმით მუზეუმმა ხელნაწერი 1983 წელს შეიძინა როგორც „კარგად დოკუმენტირებული“ კოლექცია და არ იცოდა მისი არალეგალურობის შესახებ. თუმცა, მანუსკრიპტის ძიებისას, რაც საბერძნეთის კულტურის და სპორტის მინისტის ხელშეწყობით ხორციელდებოდა გაირკვა, რომ ხელნაწერი მონასტრიდან 1960 წელს გაუჩინარდა.

„ამ ახალი ინფორმაციის მეშვეობით ნათელი მოეფინა  ძიებას. მუზეუმმა გადაწყვიტა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ხელნაწერი დიონისეს მონასტერში დაებრუნებინათ საიდანაც გაქრა 50 წლის წინ,“ თქვა ტიმოთი პოთსმა, გეტის მუზეუმის დირექტორმა.

undefinedundefined

მეთოთხმეტე საუკუნეში დიონისე კორისელის დაარსებული მონასტერი ოცი მონასტრიდან ერთ-ერთია, რომელიც ათონის მთაზე მდებარეობს. ეს ადგილი ასევე ცნობილია, როგორც „წმინდა მთა“. ლეგენდის მიხედვით ათონის მთა შეიქმნა, როცა გიგანტი  შეეჯიბრა ბერძენ ღმერთებს. მან დიდი ლოდი ესროლა პოსეიდონს, რომელიც ეგეოსის ზღვაში მოხვდა და მის შედეგად ათონის მთა შეიქმნა. ადამიანთა რწმენის მიხედვით ბერები ამ ადგილას ახ.წ.ა. მე-3 საუკუნიდან სახლობენ.

მე-12 საუკუნის ახალი აღთქმა დაუბრუნდა მონასტრის ბიბლიოთეკას, სადაც ინახება 804 ძველი კოდექსი, 5000 მეტი ძველი ნაბეჭდი წიგნი და მე-13 საუკუნის ილუსტრილებული სახარება.