მნიშვნელოვანი სიახლეები
უკბილო სრულყოფილება

უკბილო სრულყოფილება

იდიოტიზმი, სიელმე და მონა ლიზას კიდევ ოთხი დიაგნოზი

„მონა ლიზაზე“, ანუ „ქალბატონ ლიზა დელ ჯოკონდოს პორტრეტზე“, ლეონარდო და ვინჩი სავარაუდოთ 16 წელი მუშაობდა, 1503–დან 1519 წლამდე. ზოგი სპეციალისტის აზრით ნახატი ასევე დარჩა დაუმთავრებელი. ყველაზე პოპულარული ვერსიით მასზე ლიზა გერარდინია გამოსახული – ფლორენციელი ქსოვილებით მოვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მესამე ცოლი. „ეს ნახატი ყველას, ვისაც კი სურს გაიგოს თუ რა დონემდე შეიძლება ხელოვნებამ მობაძოს ბუნებას, შესაძლებლობას აძლევს ყველაზე ადვილი გზით ჩაწვდეს ამას, – წერდააღორძინების ხანის მხატვართა XVI საუკუნის ბიოგრაფი ჯორჯო ვაზარი, – ვინაიდან მასში გადმოცემულია ყველა ის წვრილმანი, რაც კი შეიძლება, რომ გადმოსცეს ფერწერამ“.  ასეთი დეტალიზაციის გამო ექსპერტებს დიდი სამუშაო ასპარეზი აქვთ და ქალბატონ ჯოკონდას გამოხედვაში სულ უფრო მეტი და მეტი ახალი ნიშნები ჩნდება.

ზოგადად მიღებული აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მონა ლიზა – სრულყოფილებაა და მისი ღიმილი მომაჯადოებელია. მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტის ძიების შედეგები სულ სხვას გვეუბნება.

ჩვენ შევკრიბეთ ექსპერტ–მედიკოსების აზრები, რომლებიც ჯოკონდას ჯანმრთელობით დაინტერესდნენ. გასაგებია, რომ ექიმებისათვის ჯანმრთელი პაციენტი არ არსებობს, არიან მხოლოდ გამოსაკვლევები. შესაბამისად მათი დასკვნები ვფიქრობთ საინტერესო უნდა იყოს. მალე ალბათ გაჩნდება ექიმების დასკვნების შემოწმების შესაძლებლობა. 2012 წელს იტალიელმა მეცნიერებმა ფლორენციაში წმინდა ურსულას მონასტრის საძვალეში რამდენიმე ჩონჩხი აღმოაჩინეს. სწორედ აქ იყო დაკრძალული ლოზა გერარდინი, რომელიც 1542 წელს გარდაიცვალა. სპეციალისტები ცდილობენ დნმ–ის ანალიზის ჩატარებას რათა დაადგინონ თუ რომელი ჩონჩხი ეკუთვნის ჯოკონდას.

ღიმილი. როგორც ამერიკელი ხელოვნებადმცოდნე და ამავდროულად სტომატოლოგი ჯოზეფ ბორკოვსკი მიიჩნევს, პორტრეტის გმირს, მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ბევრი კბილი უნდა დაეკარგა. შედევრის გადიდებული ფოტოს შესწავლისას მისი პირის გარშემო  ნაჭრილობები აღმოაჩინა. „იგი ასე „იღიმის“ სწორედ იმის გამო, რაც მას შეემთხვა, – თვლის ექსპერტი. – მისი სახის გამომეტყველება ტიპიური იმ ადამიანებისათვის, ვინც წინა კბილები დაკარგა“.

ხელები. პროფესორი ჟან ჟაკ კონტე, ხელების მიკროქირურგიის სპეციალისტი და ანრი გრეპპო, თერაპევტი, რომელიც ხერხემლის დაავადებებში სპეციალიზდება, თვლიან, რომ ლეონარდოს ნახატზე მარჯვენა ხელი არ ეყრდნობა მარცხენას. იგი უბრალოდ დევს მასზე. „ეს ან რჟჟოლის ბრალია, – განმარტავს გრეპპო, – ანდა იმიტომ, რომ იგი მეორე ხელზე უფრო მოკლეა. მე შევხვედრილვარ ანალოგიური დეფექტის მქონე ადამიანებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქმე გვაქვს სხეულის მარჯვენა ნაწილის გემიატროფიასთან (ზომებში შემცირება)“.

თითები. დანიელი ექიმი ფინნ ბეკკერ–კრისტენსენი ყურადღებას თითების არაპროპორციულობაზე ამახვილებს, რაც მისი აზრით თანდაყოლილი იდიოტიზმის ერთ–ერთი ნიშანია. ამაზევე მიუთითებს მისი ზედმეტად კოპებიანი, გამოზნექილი შუბლი. მან ასევე მიაქცია ყურადრება, რომ ჯოკონდა მარჯვენა ნაწილით იღიმის, მარცხენათი კი ღიმილისმაგვარი გრიმასის გამოსახვას ცდილობს. ასეთი ასიმეტრია ემოციურო სფეროს სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს.

კვანძი მარცხენა ქუთუთოსა და ცხვირს შორის, კანადელი ისტორიკოსისა და ექიმის კლოდ შინპელის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ლიზა გერარდინი სისხლში ქოლესტერინის სიჭარბით იტანჯებოდა – ეს არასწორი კვების ნიშანია.

წარბები ჯოკონდას არა აქვს. ამას იმ დროის მოდით ხსნიან – თვალებს ზემოთ და შუბლზე თმებს იპუტავდნენ. მაგრამ ამერიკელი ექიმები ლეონ გოლდმანი და ალენ უორდველი თვლიან, რომ მონა ლიზა ალოპეციით იტანჯებოდა – სხეულზე და თავზე თმის საფარის ნაწილობრივი დაკარგვით.

თვალები. როგორც ინგლისელი ოფთალმოლოგი კლაივ ნაისი თვლის, ჯოკონდას გამოხედვა ფოკუსირებული არაა, ანდა უბრალოდ რომ ვთქვათ, იგი ელამი იყო.