მნიშვნელოვანი სიახლეები
უკვალოდ დაკარგული დიეგო ველასკესის საფლავის ძიება

უკვალოდ დაკარგული დიეგო ველასკესის საფლავის ძიება

დიეგო ველასკესი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები ხალხში დღემდე იწვევს აღფრთოვანებას. ის იყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის სამეფო კარის მხატვარი და განსაკუთრებით თავისი პორტრეტებითაა ცნობილი.

ბოლო წელია, რაც ესპანეთის მოხელეებმა რამოდენიმე ძიება ჩაატარეს სახელგანთქმული მხატვრის მოსაძებნად. კვლევაში შედიოდა ეკლესიის ძველი სამარხების და სასაფლაოების გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია ძვლების აღდგენით. ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა ამ ძიებისას იყო „დონ კიხოტის“ ნობილი ავტორის მიგელ დე სერვანტესის ნეშტის პოვნა. რამოდენიმე წლის წინ გუნდმა გამოიოყენე დნმ-ს ანალიზიც, როცა სევილიის კათედრალის სამახრებს სწავლობდნენ, რომელიც ქრისტოფერ კოლუმბს ეკუთვნოდა.

დიეგოს შედევრები

დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი დაიბადა 1599 წლის 6 ივნის სევილიაში პორტუგალიელი მამისა და ესპანელი დედის ოჯახში. მან თავისი ცხოვრების უმეტესობა სევილიასა და მადრიდს შორის გაატარა (თუ არ ჩავთვლით იტალიაში გატარებულ პერიოდს), როგორც ესპანეთის მეფის ერთ-ერთმა მხატვარმა.

ველასკესის ყველაზე ცნობილი შედევრია ტილოები სახელად Las Meninas  შესრულებული 1656-1657 წლებში და  La Rendicion de Breda  დახატული 1635 წელს. მისი გასაოცარი წარმოასახვის უნარი და შრომისმოყვარეობა საშუალებას აძლევდა მსოფლიო შედევრები შეექმნა.

ველასკესმა სამეფო ოჯახის, მოხელების და სხვა გამოჩენილი ევროპელების მრავალი პორტრეტი შეასრულა. მხატვრობის მისი სტილი ცნობილი გახდა, რომელიც თითქმის სრულყოფილად მიიჩნეოდა. მაგრამ მისი წარმატებული კარიერა დასრულდა, როცა ის მხოლოდ 61 წლის იყო.

1660 წელს დიეგო ველასკესმა მარია ტერეზასა და მეფე ლუის XIV ქორწილის ცერემონიალისთვის კუნძულ ფეზენტზე ესპანეთის პავილიონის დეკორაციების მოხატულობა  შეასრულა. როცა ივლისის ბოლოსთვის მადრიდში დაბრუნდნენ, მხატვარს ციებ-ცხელება დაემართა. ის სამწუხაროდ ვეღარ გამოჯამრთელდა და 1660 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა.

სადაა დიეგოს საფლავი?

ველასკესი დაიმარხა მადრიდში, სან ხუან ბაუტისტას ეკლესიის აკლდამადში. რვა წლის შემდგომ მისი მეუღლე ველასკესის გვერდით დაასაფლავეს. ეკლესია პოპულარული გახდა იმ ადამიანთათვის ვინც აღტაცებული იყვნენ სახელგანთქმული მხატვრის ნამუშევრებით. თუმცა, 1811 წელს საფრანგეთის ჯარმა ეკლესია და მისი მიდამო დაანგრია. ნაგებობა აღარ აღუდგენიათ. გარდაცლილთა ნეშტები დაწყებული მე-12 საუკუნიდან ჯერაც ეკლესიის მიწის ქვეშ არიან.

დღეს-დღეობით პოპულარულ მოედან პლაზა დე რამალესი მდებარეობს იქ, სადაც ადრე ეკლესია იდგა. დღეს მოედანზე მხატვრის ქანდაკება დგას.

ჰენრი ლისა და ფრანკ თირნადის მიხედვით:

„მთელს მადრიდში 1999 წლისთვის დაიწყო ძიება, იმ იმედით, რომ დიეგო ველასკესის ძვლებს იპოვიდნენ, რათა მისი 400 წლის იუბილე აღენიშნათ“.

მიუხედავად 1960-იან, 1999-2000 და 2015 წლებში განხორციელებული ძიებისა, ველასკესის საფლავის ძიება უშედეგოდ დამთავრდა. შესაძლოა ადამიანები მის საფლავზე ფეხს ადგამდნენ ყოველდღიურად და არც კი იცოდნენ, რომ მიწის ქვეშ სახელგანთქმული მხატვარი ასვენია.

მეფის დაკარგული მხატვარი

ველასკესის საფლავის ძიებისას რამდენჯერმე სამუშაოები ჩატარდა პლაზა დე რამალესის მოედანზე, სადაც ყველაზე სავარაუდოა მისი პოვნა. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გენიოს მხატვარს არ სურს რომ იპოვონ.

დიეგო ველასკესის საფლავის საკითხი მრავალი კამათის მიზეზიც გახდა. სახელმწიფო მოხელეთა აზრით სირცხვილია ესპანეთის ყველაზე საამაყო მხატვრის საფლავის არ ცოდნა. თუმცა, ხალხში არის აზრი, რომ სჯობს მისი საფლავი მოედნის მიდამოებში საიდუმლოდ დარჩეს.