მნიშვნელოვანი სიახლეები
ვან გოგი – მისი ანგელოზები და დემონები (+ვიდეო)

ვან გოგი – მისი ანგელოზები და დემონები (+ვიდეო)

ნახევარი საუკუნის წინ „წყურვილი სიცოცხლისა“ – ირვინგ სტოუნის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია სენსაცია გახდა: ფართო საზოგადოებამ თავისთვის აღმოაჩინა ვინსენტ ვან გოგის სამყარო, მისი ანგელოზები,მისი დემონები,მისი ნიჭი და მისიტრაგედია.

 დიდი ფერმწერის გარდაცვალების 125 წლისთავისათვის ინგლისელი და პოლონელი კინემატოგრაფები  დიდი მხატვრისადმი მიძღვნილ ანიმაციურ ფილმს ამთავრებენ.

„ვინსენტი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავის ძმას თეოს წერილებს წერდა – „ ჩვენ შეგვიძლია ნახატებით ვილაპარაკოთ.სხვა ენა მხატვრებს არ გაგვაჩნია“.  ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ფილმის შექმნა მხოლოდ ვიზუალური ექსპრესიის გამოყენებით,“ – ყვება ფილმის დამდგმელი რეჟისორი დოროთა კობიელა.

ვან გოგი დღესაც თავისი ტილოებით ლაპარაკობს – ფილმის ავტორებმა მისი შემოქმედებიდან 120 ტილო შეარჩიეს, ხოლო ფილმის ფაბულა მხატვრის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან აიღეს – 800 წერილი, რომლებიც თავიდან იქნა წაკითხული.

ლენტა საერთო ჯამში –  ხელით დახატული, თითქმის 57 ათასი კადრია.

„ჩვენ ანიმატორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაგვჭირდა – 60 ადამიანი. თავის პროფესიაში საუკეთესოები“, – აღნიშნავს ფილმის პროდიუსერი ჰიუ უელჩმანი.

ეს პროექტი ჰიუ უელჩმანის პირველი შრომატევადი ნამუშევარი არაა. თავის დროზე მან პროკოფიევის სიმფონიური ზღაპრის მიხედვით „პეტია და მგელი“ გადაიღო. ამ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმით „ოსკარიც“ კი მოიპოვა, ასევე ჯილდო საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე ანსიში და პრემია “Cartoon d‘Оr”.

ანიმატორი მხატვარივით მუშაობს. ტილო,  პალიტრა,  ფუნჯის ფაქტურა, რომლითაც მუშაობს. შემდეგ კეთდება ფოტო. შემდეგ პროცესი ისევ თავიდანიწყება. მთლიანობაში კი მზა ფილმის რამდენიმე წამს ვიღებთ. სამუშაო იუველირის სიზუსტით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენმუშაობაში პროექციის ტექნოლოგია გვეხმარებოდა იმიტომ,რომ ჩანს ფუნჯის მოსმის მიმართულება. მაგრამ მე მჭირდება თითოეული კადრის გაგება,  როცა მათგან დგება წუთი,ათი წუთი,  მთელი ეპიზოდი და ასე შემდეგ.იმისათვის,რომ მაყურებელმა დაინახოს ჩანაფიქრის განვითარება, ჩვენ მოგვიწია მხატვრის შემოქმედებითი ენერგიის გადმოცემა“, – გვიხსნის მხატვარი ანა კლუზა.

ვანგოგი დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებულმხატვრად ითვლება. მისი ნახატები აუქციონებზე ფასების ყველა რეკორდს ხსნის.

 „დღეს ყველამ იცის ვან გოგი, ყველა იცნობს მის შემოქმედებას. ის ძალიან პოპულარულია. ამიტომ როცა ჩვენ გადავწყვიტეთ მასზე ფილმის გადაღება, იდეაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ შემდეგ, მხატვრისადმი დიდი ინტერესის გამო, გადავწყვიტეთ სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნა. ვან გოგის ნამუშევრების გამოფენა  ყველაზე მეტ მნახველს იკრებს. და არა მარტო ნახატების გამოფენა – ლონდონში მისი წერილების გამოფენაა გამართული“, – ასკვნის სტუდია “Breakthru”–ის ხელმძღვანელი შონ ბობიტი.

ფილმის გადასაღები ფული ნაწილობრივ კრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსება, როგორც წესი ინტერნეტით) მეთოდით შეგროვდა.  ამაზე რამდენიმე წელი წავიდა.

სავარაუდოთ ფილმი „სიყვარულით,ვინსენტი“ კინოგაქირავებაში უახლოეს ორ წელიწადში გამოვა.